სამართალი
12 მოსამართლე უვადოდ დაინიშნა
საქართველოს სასამართლო სისტემის ისტორიაში პირველად 12 მოსამართლე უვადოდ დაინიშნა.
იუსტიციის უმაღლესი საბჭოს დღევანდელი გადაწყვეტილებით, ის მოსამართლეები, რომლებსაც 3-წლიანი გამოსაცდელი ვადა 29 ნოემბერს ეწურებოდათ, თბილისსა და რეგიონების სასამართლოებში უვადოდ დაინიშნენ.
უვადოდ დანიშნულ მოსამართლეებს შორის აღმოჩნდა სააპელაციო სასამართლოში რუსთავი 2-ის საქმის განმხილველი მოსამართლე, ნატა ნაზღაიძე. მას უვადოდ დანიშვნის საკითხზე მხარი საბჭოს 14-ვე წევრმა დაუჭირა.
12 მოსამართლეს შორისაა კიდევ ერთი რეზონანსული საქმის მოსამართლე, გერმანე დადეშქელიანი. ის თბილისის საქალაქო სასამართლოში მუშაობისას გიგი უგულავასა და ვანო მერაბიშვილის საქმეებს განიხილავდა. უვადოდ მის დანიშნავს საბჭოს 13-მა წევრმა დაუჭირა მხარი.
მოსამართლეები, რომელიც უვადოდ დაინიშნენ, თანამდებობაზე საპენსიო ასაკის მიღწევამდე იმუშავებენ.
იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მიერ უვადოდ დანიშნული მოსამართლეების სია ასე გამოიყურება:
ლევან მიქაბერიძე - თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგია; გიორგი მიროტაძე - თბილისის სააპელაციო სასამართლოს საგამოძიებო კოლეგია; ნატალია ნაზღაიძე - თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატა; მურთაზ მეშველიანი - ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატა; ხათუნა ხომერიკი - ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა; ნანა ჭიჭილეიშვილი - თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგია; ციცინო კიკვაძე - ქუთაისის საქალაქო სასამართლოს მაგისტრატი მოსამართლე ტყიბულის მუნიციპალიტეტში; გოჩა ფუტკარაძე - ბათუმის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგია; ნინო შარაძე - გორის რაიონული სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგია; გერმანე დადეშქელიანი - გორის რაიონული სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგია; მერაბ ღვინიაშვილი - სიღნაღის რაიონული სასამართლოს მაგისტრატი მოსამართლე დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტში; ნანა ჯანხოთელი - ცაგერის რაიონული სასამართლოს მაგისტრატი მოსამართლე ლენტეხის მუნიციპალიტეტში.
ნინო ექვთიმიშვილი
საკვანძო სიტყვები:
მიგრაციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა საქართველოდან უცხო ქვეყნის 105 მოქალაქე გააძევეს
24 მარტი, 2026 , 13:07
თბილისის საქალაქო სასამართლომ ელენე ხოშტარიას ერთი წლითა და ექვსი თვით თავისუფლების აღკვეთა შეუფარდა
24 მარტი, 2026 , 12:55
ნიკა მელიას საქმე არსებითად განსახილველად სასამართლოს გადაეცა - გადაწყვეტილება მოსამართლე ვალერიან ბუგიანიშვილმა მიიღო
23 მარტი, 2026 , 13:58
სახალხო დამცველმა თბილისის საქალაქო სასამართლოში ბრალდებულ პაატა მანჯგალაძის საქმეზე სასამართლოს მეგობრის მოსაზრება წარადგინა
23 მარტი, 2026 , 12:27
შსს-მ აჭარაში სპეცოპერაციის შედეგად „ქურდულ სამყაროსთან“ კავშირში მყოფი 72 პირი დააკავა, კიდევ ხუთ პირს ბრალი წარედგინა, მათ შორის ე.წ. კანონიერ ქურდს
17 მარტი, 2026 , 15:08
დაცვის პოლიციის დეპარტამენტისა და საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის ორი თანამშრომელი დააკავეს
17 მარტი, 2026 , 13:02


