პოლიტიკა
11 დღეში სალომე ზურაბიშვილს 2. 283 653 ლარი შესწირეს - აუდიტის სამსახური
მმართველი პარტიის მიერ მხარდაჭერილმა საქართველოს პრეზიდენტობის კანდიდატმა, სალომე ზურაბიშვილმა 2018 წლის 17-28 ოქტომბერს, 2 283 653 ლარის შემოწირულება მიიღო.
სახელმწიფო აუდიტის სამსახურის ინფორმაციით, ზურაბიშვილმა 2 183 653 ლარის შემოწირულება ფიზიკური პირებისგან, ხოლო 100 000 ლარი იურიდიული პირებისგან მიიღო.
უწყების დოკუმენტიდან ირკვევა, რომ ზურაბიშვილს აღნიშნულ პერიოდში 2 267 586 ლარის ხარჯი ჰქონდა.
კერძოდ, 17-28 ოქტომბრის პერიოდში ზურაბიშვილის რეკლამის ჯამური ხარჯი შეადგენდა 1 850 610 ლარს. აქედან სატელევიზიო რეკლამისთვის დახარჯა 1 168 175 ლარი, ბეჭდური რეკლამის ხარჯი - 42 949 ლარი, ინტერნეტრეკლამის ხარჯი კი 25 606 ლარი იყო. ამავე პერიოდში გარერეკლამისთვის დახარჯა 611 766 ლარი; სხვა სარეკლამო ხარჯებისთვის კი - 2 115 ლარი.
ზემოთ აღნიშნულ პერიოდში, ზურაბიშვილმა შრომის ანაზღურებისთვის 19 625 ლარი გასცა, ხოლო მივლინებებში 16 786 ლარი დახარჯა.
რაც შეეხება სხვა ხარჯებს, დეკლარაციიდან ირკვევა, რომ საკონსულტაციო, სანოტარო, თარჯიმნისა და თარგმანის მომსახურებისთვის მას 7890 ლარი აქვს დახარჯული. საიჯარო ქირის ხარჯი 42 032 ლარი ჰქონდა, ხოლო პირებისთვის მატერიალური და არამატერიალური ფასეულობების გადაცემისთვის (მცირე ღირებულებების აქსესუარები - მაისურები, კეპები, ქუდები, დროშები და ა.შ.) 313 175 ლარი გაიღო.
საკვანძო სიტყვები:
საქართველოში დღეს გვყავს პროტესტში მყოფი ადამიანთა ჯგუფი, რომლებსაც, დიახ, წაართვეს ქართველობა - შალვა პაპუაშვილი
24 მარტი, 2026 , 13:04
ვუკრძალავ ნებისმიერ ადამიანს ჩემს თავისუფლებასა და პატიმრობაზე რაიმე სახის დიალოგს, მოლაპარაკებას, სიტყვის წარმოთქმასაც კი, გასაკვირია, რომ ეს პოზიცია ქვეყნის გარეთ უფრო კარგად გაიგეს - ელენე ხოშტარია
17 მარტი, 2026 , 15:20
ჩვენ დიდი ხანია, ვსაუბრობთ, რომ ბოლო წლებში ასეულობით მილიონი დაიხარჯა ქვეყანაში მოღალატეობრივი ქსელის შესაქმნელად - კახა კალაძე
17 მარტი, 2026 , 13:18
უნდა შეწყდეს ბრიუსელიდან და ევროკავშირის სხვა დედაქალაქებიდან მომდინარე დეზინფორმაცია, პარტნიორობა შეუძლებელია იქ, სადაც, სიმართლის ნაცვლად, პოლიტიკური ნარატივები დომინირებს - შალვა პაპუაშვილი
17 მარტი, 2026 , 13:15
ბიძინა ივანიშვილი არის მმართველი გუნდის საპატიო თავმჯდომარე და ბუნებრივია, ჩვენ ყველა ერთად ვინაწილებთ პასუხისმგებლობას - ირაკლი კობახიძე
17 მარტი, 2026 , 09:21
ერთი ფაქტი მოგვაწოდეთ, სადაც იყო კორუფციული გადაცდომა, თუ არ გვექნება ეფექტური რეაგირება, მერე ვილაპარაკოთ - ირაკლი კობახიძე
17 მარტი, 2026 , 09:14


