უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

სამართალი

20 სექტემბერი, 2017 14:35
font-size

100 მეტრი მათრიეს ხელბორკილდადებული, მომაყენეს დაზიანებები - ბეჟან გუნავა

,,პატრიოტთა ალიანსის“ აქციაზე ადმინისტრაციული წესით დაკავებული ბეჟან გუნავას საქმის განხილვა 5 ოქტომბრამდე გადაიდო, მანამდე კი გუნავა სასამართლო დარბაზიდან გაათავისუფლეს.

პროცესი დაცვის მხარის შუამდგომლობის საფუძველზე გადაიდო.

ადვოკატებმა დრო ითხოვეს იმისათვის, რომ მათ საქმის მასალები გადაეცეთ და ასევე დამატებითი მტკიცებულებები მოიპოვონ.

როგორც ბეჟან გუნავამ განაცხადა, მისი დაკავება უკანონოდ მოხდა.

"ჩემს დაკავებას წინ უძღოდა დარტყმა წელის არეში და სიტყვიერი შეურაცხყოფა. 100 მეტრი მათრიეს ხელბორკილდადებული. მომაყენეს დაზიანებები. ეს ყველაფერი დაფიქსირებულია დროებითი მოთავსების იზოლატორში ჩატარებული შემოწმებისას. დარწმუნებული ვარ, ამ საქმეში აუცილებლად გავმართლდები, თუმცა ვიბრძოლებ იმისთვის, რომ დაისაჯონ ის პოლიციელები, რომლებმაც ჩემზე იძალადეს", - განაცხადა ბეჟან გუნავამ.

თავის მხრივ, გუნავას ადვოკატმა მამუკა ტუსკაძემ განაცხადა, რომ ისინი დღესვე მიმართავენ შსს-ს გენერალურ ინსპექციას, რათა დაიწყოს მოკვლევა ბეჟან გუნავას დაკავებისას ძალის გადამეტების ფაქტთან დაკავშირებით.

ნინო ექვთიმიშვილი

საკვანძო სიტყვები:

მიგრაციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა საქართველოდან უცხო ქვეყნის 105 მოქალაქე გააძევეს

24 მარტი, 2026 , 13:07

შინაგან საქმეთა სამინისტროს მიგრაციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა სამინისტროს შესაბამის დანაყოფებთან მჭიდრო კოორდინაციით ბოლო დღეების განმავლობაში ჩატარებული ღონისძიებების შედეგად უცხო ქვეყნის 105 მოქალაქე საქართველოდან

თბილისის საქალაქო სასამართლომ ელენე ხოშტარიას ერთი წლითა და ექვსი თვით თავისუფლების აღკვეთა შეუფარდა

24 მარტი, 2026 , 12:55

თბილისის საქალაქო სასამართლომ „დროას“ ლიდერ ელენე ხოშტარიას ერთი წლითა და ექვსი თვით თავისუფლების აღკვეთა შეუფარდა. გადაწყვეტილების გამოცხადებას ელენე ხოშტარია არ დასწრებია. პოლიტიკოსი პროტესტის ნიშნად ასევე

ნიკა მელიას საქმე არსებითად განსახილველად სასამართლოს გადაეცა - გადაწყვეტილება მოსამართლე ვალერიან ბუგიანიშვილმა მიიღო

23 მარტი, 2026 , 13:58

„კოალიცია ცვლილებისთვის“ ერთ-ერთი ლიდერის, ნიკა მელიას საქმე არსებითად განსახილველად სასამართლოს გადაეცა - გადაწყვეტილება მოსამართლე ვალერიან ბუგიანიშვილმა მიიღო. ბრალდების მხარე დაკავებულ პოლიტიკოსს ადმინისტ

სახალხო დამცველმა თბილისის საქალაქო სასამართლოში ბრალდებულ პაატა მანჯგალაძის საქმეზე სასამართლოს მეგობრის მოსაზრება წარადგინა

23 მარტი, 2026 , 12:27

23 მარტს საქართველოს სახალხო დამცველმა თბილისის საქალაქო სასამართლოში ბრალდებულ პაატა მანჯგალაძის საქმეზე სასამართლოს მეგობრის (Amicus Curiae) მოსაზრება წარადგინა. ამის შესახებ ინფორმაციას სახალხო დამცველი

შსს-მ აჭარაში სპეცოპერაციის შედეგად „ქურდულ სამყაროსთან“ კავშირში მყოფი 72 პირი დააკავა, კიდევ ხუთ პირს ბრალი წარედგინა, მათ შორის ე.წ. კანონიერ ქურდს

17 მარტი, 2026 , 15:08

შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებმა, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის თანამშრომლებთან ერთად, გასული ღამის განმავლობაში, აჭარაში ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, „ქურდულ ს

დაცვის პოლიციის დეპარტამენტისა და საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის ორი თანამშრომელი დააკავეს

17 მარტი, 2026 , 13:02

შინაგან საქმეთა სამინისტროს გენერალურმა ინსპექციამ დაცვის პოლიციის დეპარტამენტისა და საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის ორი თანამშრომელი დააკავა. ინფორმაციას ამის შესახებ შსს ავრცელებს. უწყების ცნობით, გენერალური ინსპ

პირდაპირი TV

daily calendar

ვიდეო გალერეა

ზვიად გამსახურდია-26 მაისი