საზოგადოება
10-ზე მეტი პირის თავშეყრა 2 ათასი ლარით დაჯარიმდება
საქართველოს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ანრი ოხანაშვილი საზოგადოებას ქორწილის, ქელეხის, იუბილისა და ნათლობის გადახდისგან თავშეკავებისკენ მოუწოდებს.
როგორც ანრი ოხანაშვილმა პარლამენტის პლენარულ სხდომაზე გამოსვლისას განაცხადა, 10-ზე მეტი პირის თავშეყრა 2 ათასი ლარით დაჯარიმდება და ჯარიმა ყველა იქ მყოფის მიმართ იქნება გამოწერილი.
“სოციალურ ღონისძიებებზე, როგორიც არის ნათლობა, იუბილე, ეს უფლებები შეზღუდულია 15 ივლისამდე. შესაბამისად, ჩვენ საზოგადოებას მოვუწოდებთ, რომ ათზე მეტი პირის თავშეყრა, ქორწილის, ნათლობის, იუბილის, ქელეხის გადახდის მიზნით, დაჯარიმდება. გამოყნებული იქნება ყველა იქ მყოფი პირის მიმართ 2000-ლარიანი ჯარიმა, ასევე იურიდიული პირის მიმართ 10 000-ლარიანი ჯარიმა” - განაცხადა ოხანაშვილმა
მისივე თქმით, იმოქმედებს თუ არა რეგულაციები 15 ივლისის შემდგ, ეს იმ დროისათვის არსებულ ეპიდსიტუაციაზე იქნება დამოკიდებული.
მიიღეთ 30%-იანი MR ქულების ქეშბექი extra-ზე საქართველოს ბანკის Amex ბარათით გადახდისას
23 მარტი, 2026 , 18:41
გალტ & თაგარტმა სოფლის მეურნეობის განვითარების ინდექსი და სექტორული კვლევა წარადგინა
23 მარტი, 2026 , 16:44
მრევლს სიონის ტაძარში შესვლა და პატრიარქის საფლავისთვის პატივის მიგება ყოველდღე, 08:00-დან 22:00 საათამდე შეეძლება - საპატრიარქო
23 მარტი, 2026 , 14:56
ოკუპირებული აფხაზეთში „ჯაშუშებს“ ბრალდებით დაკავებები გრძელდება
19 მარტი, 2026 , 15:15
ილია II-ის გარდაცვალება თანამედროვე ეპოქის ქართული ეკლესიის ოქროს ხანის სიმბოლური დასასრულია - გია ნოდია
19 მარტი, 2026 , 14:37
„საქართველოს რკინიგზა“ 21 და 22 მარტს მაგისტრალურ სამგზავრო მატარებლებზე რეისების დამატებასთან დაკავშირებით ინფორმაციას ავრცელებს
19 მარტი, 2026 , 11:30


