პოლიტიკა
10-ქულიანი სისტემით ჩემ თავს 8-ს დავუწერდი - დავით ნარმანია
დავით ნარმანია დედაქალაქის მერის თანამდებობაზე საკუთარ საქმიანობას 10-ქულიანი სისტემიდან 8 ქულით აფასებს.
მისი თქმით, 2 ქულა ორი დაპირების შეუსრულებლობას უკავშირდება.
„მე საერთოდ, ბუნებით ვარ ისეთი ადამიანი, რომელიც უფრო მეტს ვაკეთებ, სულ უფრო მეტს ვთხოვ საკუთარ თავსაც და გარშემო მყოფ ადამიანებსაც, რომლებსაც სამი წლის განმავლობაში არ ვასვენებდი. სულ მინდოდა ახალი პროექტები, კიდევ უფრო მეტი შედეგი. ასე რომ, 10-ქულიანი სისტემით ჩემ თავს 8-ს დავუწერდი.
შეუსრულებელი დიდი და მნიშვნელოვანი დაპირებები არ მაქვს. ყველაზე მთავარი, რაც დამაკლდა, ესაა ახალგაზრდული ცენტრის მშენებლობის პროექტი, რომელიც მზადაა, ტერიტორია შერჩეულია უნივერსიტეტის მაღლივი კორპუსის ტერიტორიაზე და პროექტი გაკეთებულია, ტექნიკური ნაწილი, ყველაფერი მზადაა, მშენებლობის ნებართვაც არსებობს, მაგრამ ფინანსური რესურსების შეზღუდვიდან გამომდინარე, ეს ვერ მოვასწარი - ეს არის ერთი მთავარი ნაწილი ჩემი ასე ვთქვათ, შეუსრულებელი დაპირებისა, თუმცა სწორი ორიენტირი არჩეულია და გარკვეული ნაწილი ამ საქმისა გაკეთებულია. მეორე ესაა, გამწვანების კომპონენტი - მოსახლეობას დავპირდით 1 მილიონ ხეს და 700 ათასი გვაქვს დარგული. გახარების მაჩვენებელი პრინციპში კარგია, თუმცა მილიონამდე ვერ ავედით“, - განაცხადა ნარმანიამ რადიო „პალიტრის“ გადაცემა „რეზიუმეში“.
საკვანძო სიტყვები:
საქართველოში დღეს გვყავს პროტესტში მყოფი ადამიანთა ჯგუფი, რომლებსაც, დიახ, წაართვეს ქართველობა - შალვა პაპუაშვილი
24 მარტი, 2026 , 13:04
ვუკრძალავ ნებისმიერ ადამიანს ჩემს თავისუფლებასა და პატიმრობაზე რაიმე სახის დიალოგს, მოლაპარაკებას, სიტყვის წარმოთქმასაც კი, გასაკვირია, რომ ეს პოზიცია ქვეყნის გარეთ უფრო კარგად გაიგეს - ელენე ხოშტარია
17 მარტი, 2026 , 15:20
ჩვენ დიდი ხანია, ვსაუბრობთ, რომ ბოლო წლებში ასეულობით მილიონი დაიხარჯა ქვეყანაში მოღალატეობრივი ქსელის შესაქმნელად - კახა კალაძე
17 მარტი, 2026 , 13:18
უნდა შეწყდეს ბრიუსელიდან და ევროკავშირის სხვა დედაქალაქებიდან მომდინარე დეზინფორმაცია, პარტნიორობა შეუძლებელია იქ, სადაც, სიმართლის ნაცვლად, პოლიტიკური ნარატივები დომინირებს - შალვა პაპუაშვილი
17 მარტი, 2026 , 13:15
ბიძინა ივანიშვილი არის მმართველი გუნდის საპატიო თავმჯდომარე და ბუნებრივია, ჩვენ ყველა ერთად ვინაწილებთ პასუხისმგებლობას - ირაკლი კობახიძე
17 მარტი, 2026 , 09:21
ერთი ფაქტი მოგვაწოდეთ, სადაც იყო კორუფციული გადაცდომა, თუ არ გვექნება ეფექტური რეაგირება, მერე ვილაპარაკოთ - ირაკლი კობახიძე
17 მარტი, 2026 , 09:14


