პოლიტიკა
10 ივნისის აქციის ორგანიზებაზე შალვა ნათელაშვილი და ლეიბორისტული პარტია იზრუნებენ
10 ივნისისთვის თბილისის პარლამენტთან დაგეგმილი გაერთიანებული ოპოზიციის ფართომასშტაბიანი აქციის ორგანიზაციულ ნაწილს ლეიბორისტული პარტია უზრუნველყოფს. მიტინგის გამართვის ნებართვის მოთხოვნით დედაქალაქის მთავრობას სწორედ “ლეიბორისტები“ მიმართავენ.
„მიტინგი არის უკიდურესად მშვიდობიანი, მაგრამ პრინციპული და უკან დაუხეველი. ივანიშვილის რეჟიმის შეცვლა, რომელიც უნდა განხორციელდეს არსებული მთავრობის გადადგომით, პარლამენტის თვითლიკვიდაციითა და ვადამდელი საპარლამენტო არჩევნების ჩატარებით, საპრეზიდენტოსთან ერთად. აი, ეს არის ხსნა ქვეყნის, ყველაფერი დანარჩენი არის დროის გაყვანისა და გზა-კვალის აბნევის სტრატეგია“, -განაცხადა „ლეიბორისტული პარტიის“ თავმჯდომარემ შალვა ნათელაშვილმა.
აქცია ხორავას ქუჩაზე მოკლული მოზარდებისა და თემირლან მაჩალიკაშვილის საქმეზე დამნაშავეების დასჯის მოთხოვნით 16:00 საათზე დაიწყება.
ცნობისთვის, ხორავას ქუჩაზე მოკლული მოზარდის, დავით სარალიძის მამამ, ზაზა სარალიძემ მოითხოვა პრემიერისგან, რომ 10 ივნისამდე უნდა მისცენ პასუხისგებაში მისი შვილის მკვლელობაში დამნაშავე პირები.
საქართველოში დღეს გვყავს პროტესტში მყოფი ადამიანთა ჯგუფი, რომლებსაც, დიახ, წაართვეს ქართველობა - შალვა პაპუაშვილი
24 მარტი, 2026 , 13:04
ვუკრძალავ ნებისმიერ ადამიანს ჩემს თავისუფლებასა და პატიმრობაზე რაიმე სახის დიალოგს, მოლაპარაკებას, სიტყვის წარმოთქმასაც კი, გასაკვირია, რომ ეს პოზიცია ქვეყნის გარეთ უფრო კარგად გაიგეს - ელენე ხოშტარია
17 მარტი, 2026 , 15:20
ჩვენ დიდი ხანია, ვსაუბრობთ, რომ ბოლო წლებში ასეულობით მილიონი დაიხარჯა ქვეყანაში მოღალატეობრივი ქსელის შესაქმნელად - კახა კალაძე
17 მარტი, 2026 , 13:18
უნდა შეწყდეს ბრიუსელიდან და ევროკავშირის სხვა დედაქალაქებიდან მომდინარე დეზინფორმაცია, პარტნიორობა შეუძლებელია იქ, სადაც, სიმართლის ნაცვლად, პოლიტიკური ნარატივები დომინირებს - შალვა პაპუაშვილი
17 მარტი, 2026 , 13:15
ბიძინა ივანიშვილი არის მმართველი გუნდის საპატიო თავმჯდომარე და ბუნებრივია, ჩვენ ყველა ერთად ვინაწილებთ პასუხისმგებლობას - ირაკლი კობახიძე
17 მარტი, 2026 , 09:21
ერთი ფაქტი მოგვაწოდეთ, სადაც იყო კორუფციული გადაცდომა, თუ არ გვექნება ეფექტური რეაგირება, მერე ვილაპარაკოთ - ირაკლი კობახიძე
17 მარტი, 2026 , 09:14


