უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

საზოგადოება

5 ივნისი, 2025 11:38
font-size

1 ოქრო, 4 ვერცხლი და 10 ბრინჯაო - საქართველოს ბანკის წარმატება კიევის საერთაშორისო სარეკლამო ფესტივალზე

კიევის 26-ე საერთაშორისო სარეკლამო ფესტივალზე საქართველოს ბანკმა სამი კრეატიული კამპანიით 15 მედალი მოიპოვა. მათ შორის 1 ოქრო, 4 ვერცხლი და 10 ბრინჯაო.

კამპანიებს შორის მოხვდა: - საქართველოს ხმა, სხვა სამყარო და ჩაინიშნე საკითხავი.

  • - საქართველოს ხმა: 1 ოქრო, 3 ვერცხლი, 6 ბრინჯაო

საქართველოს ხმა საქართველოს ბანკის მარკეტინგის გუნდის მიერ შექმნილი და აღსრულებული კამპანიაა, რომელიც საქართველოს ეროვნული საფეხბურთო ნაკრების მიერ 26 მარტს მოპოვებული ისტორიული გამარჯვების აღსანიშნად შეიქმნა. გამარჯვების მეორე დღეს, 27 მარტს საქართველოს ბანკის ცხელ ხაზზე დარეკვისას ისმოდა დაუვიწყარი ფრაზა - „გილოცავთ, საქართველო ევროპაზეა, საქართველო ფორმაშია“.

  • - სხვა სამყარო: 1 ვერცხლი, 2 ბრინჯაო

სხვა სამყარო საქართველოს ბანკის მიერ სპეციალურად მოსწავლეებისთვის შექმნილი საბანკო აპლიკაციის - sCoolApp-ის უნიკალური ფუნქციონალია, რომელიც 2023 წელს Redberry-ს გუნდთან თანამშრომლობით შეიქმნა. თამაში განსხვავებული კონცეფციითა და დიზაინით გამოირჩევა, ის მოსწავლეებს ფინანსური განათლების შინაარსის მისიებსა და სახალისო კონტენტს აწვდის.

  • - ჩაინიშნე საკითხავი: 2 ბრინჯაო

ბავშვებსა და მოსწავლეებში კითხვის პოპულარიზაციის მიზნით, საქართველოს ბანკის კორპორატიული სოციალური პასუხისმგებლობის მიმართულების გუნდმა პროექტი ჩაინიშნე საკითხავი შექმნა, რომლის იდეა მარი სუხიშვილს, დიზაინი თეონა შელიას, ქოფი კი დუდის ეკუთვნის. ინიციატივის ფარგლებში ხელოვნების სფეროს 5 წარმომადგენელთან თანამშრომლობით შეირჩა 10 წიგნი და შეიქმნა უნიკალური დიზაინის მქონე გამოცემები, სადაც დატანილი იყო ხელოვანების კომენტარები მათთვის საყვარელი ფრაზების, ნაწილებისა და იდეების შესახებ. უნიკალური დიზაინის მქონე წიგნები შეზღუდული რაოდენობით გამოიცა და ისინი საქართველოს ბანკის მულტიფუნქციური ბიბლიოთეკების - იდეათეკების თაროებზე განთავსდა.

საქართველოს ბანკისთვის კიევის საერთაშორისო სარეკლამო ფესტივალზე მოპოვებული აღიარება მნიშვნელოვანი გამარჯვებაა, რომელიც ჩვენი გუნდის თითოეული წევრის ძალისხმევის დაფასებაა. ჩვენ ყოველთვის ვცდილობთ, ხელი გვეჭიროს ქვეყნის, ინდუსტრიისა და ახალი ტრენდების გულისცემაზე - შევქმნათ ისეთი კამპანიები, რომლებიც ხელს შეუწყობს ბრენდის ღირებულებების, რომელიც მომხმარებელთან რეზონირდება, სწორად პოზიციონირებას - რაც საბოლოოდ ქმნის ყველაზე დასამახსოვრებელ, გამორჩეულ მოგონებებს, ადამიანებს ახსენებს ყველაზე მნიშვნელოვან წამებს და ამასთან, ხელს უწყობს ახალ აღმოჩენებს. კიევის 26-ე საერთაშორისო სარეკლამო ფესტივალზე მიღწეული წარმატება გვიბიძგებს, არ გავჩერდეთ და შევქმნათ კიდევ უფრო მეტი, დასამახსოვრებელი გამოცდილება“, - აღნიშნავს მარიამ ცანავა, საქართველოს ბანკის ბრენდის მიმართულების ხელმძღვანელი.

საქართველოს ბანკის მიერ მოპოვებული ჯილდოებისა და კატეგორიების შესახებ დეტალური ინფორმაციის მისაღებად, ეწვიეთ ვებგვერდს.

მიიღეთ 30%-იანი MR ქულების ქეშბექი extra-ზე საქართველოს ბანკის Amex ბარათით გადახდისას

23 მარტი, 2026 , 18:41

საქართველოს ბანკი მომხმარებლების წახალისებას განაგრძობს. ამჯერად, ბანკი, საკრედიტო Amex ბარათის მფლობელებს მორიგ შეთავაზებას სთავაზობს.   შეთავაზების ფარგლებში, საქართველოს ბანკის საკრედიტო Amex ბარათის მფლობელ

გალტ & თაგარტმა სოფლის მეურნეობის განვითარების ინდექსი და სექტორული კვლევა წარადგინა

23 მარტი, 2026 , 16:44

გალტ & თაგარტმა კონფერენციაზე „სოფლის მეურნეობა საქართველოში - გამოწვევები და შესაძლებლობები“, წარადგინა გალტ & თაგარტის მიერ შემუშავებული სოფლის მეურნეობის განვითარების ინდექსი და სექტორის მიმოხილვა.

მრევლს სიონის ტაძარში შესვლა და პატრიარქის საფლავისთვის პატივის მიგება ყოველდღე, 08:00-დან 22:00 საათამდე შეეძლება - საპატრიარქო

23 მარტი, 2026 , 14:56

საპატრიარქო ტახტის მოსაყდრის, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტ შიოს (მუჯირი) ლოცვა-კურთხევით, დღეიდან ყოველდღე, 40 დღის განმავლობაში თბილისის სიონის საპატრიარქო ტაძარში, უწმინდესისა და უნეტარესის, სრულიად საქართველოს კათ

ოკუპირებული აფხაზეთში „ჯაშუშებს“ ბრალდებით დაკავებები გრძელდება

19 მარტი, 2026 , 15:15

ჯაშუშობის ბრალდებით ოკუპირებულ აფხაზეთში ეთნიკურად ქართველების დაკავებები გრძელდება, - ამის შესახებ წერია დემოკრატიის კვლევის ინსტიტუტის განცხადებაში. „10 მარტს დე ფაქტო აფხაზეთის უშიშროების სამსახურმა საქართველოს

ილია II-ის გარდაცვალება თანამედროვე ეპოქის ქართული ეკლესიის ოქროს ხანის სიმბოლური დასასრულია - გია ნოდია

19 მარტი, 2026 , 14:37

ჩემი დაკვირვებით, ილია II-ის გარდაცვალებაზე რეაქციებში ჭარბობს სამი სიტყვა: „ეპოქალური“, „უნიკალური“ და „წინააღმდეგობრივი“. სამივე სრულიად მართალია, -  წერს პოლიტოლოგი გია ნოდია ს

„საქართველოს რკინიგზა“ 21 და 22 მარტს მაგისტრალურ სამგზავრო მატარებლებზე რეისების დამატებასთან დაკავშირებით ინფორმაციას ავრცელებს

19 მარტი, 2026 , 11:30

„საქართველოს რკინიგზა“ 21 და 22 მარტს მაგისტრალურ სამგზავრო მატარებლებზე რეისების დამატებასთან დაკავშირებით ინფორმაციას ავრცელებს და რეისების განრიგს აქვეყნებს. მათივე ცნობით, ბილეთების აღება შესაძლებელი

პირდაპირი TV

daily calendar

ვიდეო გალერეა

ზვიად გამსახურდია-26 მაისი