პოლიტიკა
1 მარტიდან ვაკის რაიონის 32 ქუჩაზე ნაგავშემკრები კონტეინერები 22 საათიდან დაიცლება
მოძრაობის განტვირთვისა და სისუფთავის დაცვის მიზნით, 1 მარტიდან ვაკის რაიონის 32 ქუჩაზე საპილოტე პროექტი დაიწყება, რაც ვაკის პარკიდან უნივერსიტეტის I კორპუსამდე და მის მიმდებარე ქუჩებზე ნაგავშემკრები კონტეინერების 22 საათიდან დაცლას ითვალისწინებს. ამის შესახებ თბილისის მერმა კახა კალაძემ მთავრობის სხდომაზე განაცხადა.
კალაძე მოსახლეობას მოუწოდებს კონტეინერები საღამოს აავსონ და არა დღის განმავლობაში.
„იმისთვის, რომ პილოტმა გაამართლოს და შევძლოთ მოძრაობის განტვირთვა, მნიშვნელოვანია საზოგადოების მაქსიმალური ჩართულობა და მოსახლეობის მხრიდან გათვალისწინება, რომ კონტეინერები აავსონ საღამოს და არა დღის განმავლობაში. რა თქმა უნდა, ეს კონკრეტული მიმართულება ვერ მოაგვარებს საცობების პრობლემას, საცობები ქალაქში ეს არის საკმაოდ მძიმე თემა და ამას სჭირდება კომპლექსური მიდგომა, თუმცა ეს არის ერთ-ერთი შემადგენელი ნაწილი იმისა, რომ ჩვენ შევძლოთ გარკვეულწილად ქალაქის ცენტრალურ ქუჩებზე მოძრაობის განტვირთვა. თუ ეს პროექტი წარმატებით განხორციელდება, რა თქმა უნდა, ჩვენ სხვადასხვა რაიონებში და არ არის გამორიცხული, რომ მთელი თბილისის მასშტაბით ანალოგიური მიდგომა გვქონდეს“, - განაცხადა კახა კალაძემ.
საკვანძო სიტყვები:
საქართველოში დღეს გვყავს პროტესტში მყოფი ადამიანთა ჯგუფი, რომლებსაც, დიახ, წაართვეს ქართველობა - შალვა პაპუაშვილი
24 მარტი, 2026 , 13:04
ვუკრძალავ ნებისმიერ ადამიანს ჩემს თავისუფლებასა და პატიმრობაზე რაიმე სახის დიალოგს, მოლაპარაკებას, სიტყვის წარმოთქმასაც კი, გასაკვირია, რომ ეს პოზიცია ქვეყნის გარეთ უფრო კარგად გაიგეს - ელენე ხოშტარია
17 მარტი, 2026 , 15:20
ჩვენ დიდი ხანია, ვსაუბრობთ, რომ ბოლო წლებში ასეულობით მილიონი დაიხარჯა ქვეყანაში მოღალატეობრივი ქსელის შესაქმნელად - კახა კალაძე
17 მარტი, 2026 , 13:18
უნდა შეწყდეს ბრიუსელიდან და ევროკავშირის სხვა დედაქალაქებიდან მომდინარე დეზინფორმაცია, პარტნიორობა შეუძლებელია იქ, სადაც, სიმართლის ნაცვლად, პოლიტიკური ნარატივები დომინირებს - შალვა პაპუაშვილი
17 მარტი, 2026 , 13:15
ბიძინა ივანიშვილი არის მმართველი გუნდის საპატიო თავმჯდომარე და ბუნებრივია, ჩვენ ყველა ერთად ვინაწილებთ პასუხისმგებლობას - ირაკლი კობახიძე
17 მარტი, 2026 , 09:21
ერთი ფაქტი მოგვაწოდეთ, სადაც იყო კორუფციული გადაცდომა, თუ არ გვექნება ეფექტური რეაგირება, მერე ვილაპარაკოთ - ირაკლი კობახიძე
17 მარტი, 2026 , 09:14


