უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

საზოგადოება

21 დეკემბერი, 2018 16:15
font-size

1 იანვრიდან აცრები სავალდებულო ხდება

ჯანდაცვის მინისტრის, დავით სერგეენკოს განცხადებით 1 იანვრიდან აცრები სავალდებულო ხდება.

როგორც დავით სერგეენკომ აღნიშნა, პირველ ეტაპზე სავალდებულო აცრები ვაქცინაციაზე საზოგადოების ყურადღების გამახვილებას ეხება.

„სავალდებულო ჯერ რაიმე საჯარიმო სანქციებს არ მოიაზრებს. ჩვენი ამოცანაა კიდევ ერთხელ ხაზგასმა კაცობრიობის უმნიშვნელოვანეს მიღწევაზე, რასაც ვაქცინაცია ჰქვია. აცრები განსაკუთებით ბავშვებში ძალიან მნიშვნელოვანია. ვაქცინაციაზე საზოგადოების ცნობიერების ამაღლებას ჩვენ განუწყვეტლივ ვახდენთ. მათ შორის სკოლებში და სკოლამდელ სააღმზრდელო დაწესებულებებში, რომ იქ მომუშავე ადამიანებსა და ბავშვების მშობლებს ამის მნიშვნელობა კიდევ ავუხსნათ”, – განაცხადა სერგეენკომ.

ცნობისთვის, ჯანმრთელობის დაცვის შესახებ კანონში შესული ცვლილების თანახმად, 2019 წლის პირველი იანვრიდან ბავშვებისთვის პროფილაქტიკური აცრების გაკეთება სავალდებულო ხდება. თუმცა ცვლილება ამ ეტაპზე მხოლოდ შესაბამისი ჩანაწერის გაკეთებას გულისხმობს და აცრაზე უარის თქმის შემთხვევაში მშობლის მიმართ რაიმე სანქციას არ ითვალისწინებს.

როგორც დაავადებათა კონტროლის ცენტრში ამბობენ, არსებობს კვლევა, რომლის თანახმად, ამგვარი ჩანაწერის გაჩენა ამცირებს აცრაზე უარის თქმის მაჩვენებელს.

ცენტრის ინფორმაციით, საქართველოში 2 წლამდე ბავშვთა 5%-ს პროფილაქტიკური აცრები არ აქვს გაკეთებული, 5 წლის ბავშვებში კი ეს მაჩვენებელი 10%-ია.

საკვანძო სიტყვები:

მიიღეთ 30%-იანი MR ქულების ქეშბექი extra-ზე საქართველოს ბანკის Amex ბარათით გადახდისას

23 მარტი, 2026 , 18:41

საქართველოს ბანკი მომხმარებლების წახალისებას განაგრძობს. ამჯერად, ბანკი, საკრედიტო Amex ბარათის მფლობელებს მორიგ შეთავაზებას სთავაზობს.   შეთავაზების ფარგლებში, საქართველოს ბანკის საკრედიტო Amex ბარათის მფლობელ

გალტ & თაგარტმა სოფლის მეურნეობის განვითარების ინდექსი და სექტორული კვლევა წარადგინა

23 მარტი, 2026 , 16:44

გალტ & თაგარტმა კონფერენციაზე „სოფლის მეურნეობა საქართველოში - გამოწვევები და შესაძლებლობები“, წარადგინა გალტ & თაგარტის მიერ შემუშავებული სოფლის მეურნეობის განვითარების ინდექსი და სექტორის მიმოხილვა.

მრევლს სიონის ტაძარში შესვლა და პატრიარქის საფლავისთვის პატივის მიგება ყოველდღე, 08:00-დან 22:00 საათამდე შეეძლება - საპატრიარქო

23 მარტი, 2026 , 14:56

საპატრიარქო ტახტის მოსაყდრის, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტ შიოს (მუჯირი) ლოცვა-კურთხევით, დღეიდან ყოველდღე, 40 დღის განმავლობაში თბილისის სიონის საპატრიარქო ტაძარში, უწმინდესისა და უნეტარესის, სრულიად საქართველოს კათ

ოკუპირებული აფხაზეთში „ჯაშუშებს“ ბრალდებით დაკავებები გრძელდება

19 მარტი, 2026 , 15:15

ჯაშუშობის ბრალდებით ოკუპირებულ აფხაზეთში ეთნიკურად ქართველების დაკავებები გრძელდება, - ამის შესახებ წერია დემოკრატიის კვლევის ინსტიტუტის განცხადებაში. „10 მარტს დე ფაქტო აფხაზეთის უშიშროების სამსახურმა საქართველოს

ილია II-ის გარდაცვალება თანამედროვე ეპოქის ქართული ეკლესიის ოქროს ხანის სიმბოლური დასასრულია - გია ნოდია

19 მარტი, 2026 , 14:37

ჩემი დაკვირვებით, ილია II-ის გარდაცვალებაზე რეაქციებში ჭარბობს სამი სიტყვა: „ეპოქალური“, „უნიკალური“ და „წინააღმდეგობრივი“. სამივე სრულიად მართალია, -  წერს პოლიტოლოგი გია ნოდია ს

„საქართველოს რკინიგზა“ 21 და 22 მარტს მაგისტრალურ სამგზავრო მატარებლებზე რეისების დამატებასთან დაკავშირებით ინფორმაციას ავრცელებს

19 მარტი, 2026 , 11:30

„საქართველოს რკინიგზა“ 21 და 22 მარტს მაგისტრალურ სამგზავრო მატარებლებზე რეისების დამატებასთან დაკავშირებით ინფორმაციას ავრცელებს და რეისების განრიგს აქვეყნებს. მათივე ცნობით, ბილეთების აღება შესაძლებელი

პირდაპირი TV

daily calendar

ვიდეო გალერეა

ზვიად გამსახურდია-26 მაისი