პოლიტიკა
1-ელი ივლისიდან 12 სექტემბრის ჩათვლით „ქართულმა ოცნებამ“ შემოწირულობის სახით 7.343.993 ლარი მიიღო, „რესპუბლიკურმა პარტიამ“ – 40 ლარი
2017 წლის 1-ელი ივლისიდან 12 სექტემბრის მონაკვეთში ყველაზე მეტი შემოწირულობა - 7.343.993 ლარი „ქართულმა ოცნებამ“ მიიღო.
სახელმწიფო აუდიტის სამსახურის ინფორმაციით, შემოწირულობების მიხედვით მეორე ადგილს „ევროპული საქართველო“ იკავებს 323.675.45 ლარით, მას მიჰყვებიან „პატრიოტთა ალიანსი“ 15.600 ლარითა და „გირჩი“ 15.300 ლარით, ხუთეულს კი „ეროვნულ-დემოკრატიული პარტია“ ხურავს 12.204 ლარით.
გარდა ამისა, „ეროვნულმა ფორუმმა“ 9.215 ლარი მიიღო, „ნაციონალურმა მოძრაობამ“ – 5.432 ლარი, „დემოკრატიული მოძრაობა - ერთიანმა საქართველომ“ - 900 ლარი, საქართველოს ერთიანმა კომუნისტურმა პარტიამ - 434 ლარი, პარტიამ „საქართველოს მშვიდობისათვის“ – 200 ლარი, ხოლო ყველაზე ცოტა შემოწირულობა „რესპუბლიკური პარტიის“ ანგარიშზეა– 40 ლარი.
აღნიშნულ პერიოდში პარტიების მიერ მიღებულმა შემოწირულობებმა ჯამურად 7.726.993.45 ლარი შეადგინა.
აუდიტის სამსახურის ხელმძღვანელის მოვალეობის შემსრულებლის, ნინო ლომჯარიას განცხადებით, უწყებაში დაბარებულია „ევროპული საქართველოს“ 5 და „ქართული ოცნების“ 8 შემომწირველი მათი შემოსავლების გადასამოწმებლად.
„ჩვენ დაბარებული გვყავს 14 ფიზიკური პირი, აქედან ხუთი არის „ევროპული საქართველოდან“, რვა „ქართული ოცნების“ შემომწირველი, რომელთა შემოსავლებთან დაკავშირებით გარკვეული ეჭვები გვაქვს. ჩვენ ამ პირებთან ვაპირებთ გასაუბრებას. გვაქვს ორი საჩივარი შემოსული. ერთი ეხება ალეკო ელისაშვილის განცხადებას, რომლითაც ის გვთხოვს რეაგირებას „ფეისბუქ“ გვერდის საშუალებით მისი კანდიდატურის წინააღმდეგ დაფინანსებულ კამპანიაზე. ხოლო მეორე „ნაციონალური მოძრაობის“ განცხადებაა, მიკროავტობუსებზე „ქართული ოცნების“ სარეკლამო პოსტერების 2016 წლის საპარლამენტო არჩევნების პერიოდიდან არსებობის შესახებ“, - განაცხადა ლომჯარიამ.
ანა მებურიშვილი
საკვანძო სიტყვები:
საქართველოში დღეს გვყავს პროტესტში მყოფი ადამიანთა ჯგუფი, რომლებსაც, დიახ, წაართვეს ქართველობა - შალვა პაპუაშვილი
24 მარტი, 2026 , 13:04
ვუკრძალავ ნებისმიერ ადამიანს ჩემს თავისუფლებასა და პატიმრობაზე რაიმე სახის დიალოგს, მოლაპარაკებას, სიტყვის წარმოთქმასაც კი, გასაკვირია, რომ ეს პოზიცია ქვეყნის გარეთ უფრო კარგად გაიგეს - ელენე ხოშტარია
17 მარტი, 2026 , 15:20
ჩვენ დიდი ხანია, ვსაუბრობთ, რომ ბოლო წლებში ასეულობით მილიონი დაიხარჯა ქვეყანაში მოღალატეობრივი ქსელის შესაქმნელად - კახა კალაძე
17 მარტი, 2026 , 13:18
უნდა შეწყდეს ბრიუსელიდან და ევროკავშირის სხვა დედაქალაქებიდან მომდინარე დეზინფორმაცია, პარტნიორობა შეუძლებელია იქ, სადაც, სიმართლის ნაცვლად, პოლიტიკური ნარატივები დომინირებს - შალვა პაპუაშვილი
17 მარტი, 2026 , 13:15
ბიძინა ივანიშვილი არის მმართველი გუნდის საპატიო თავმჯდომარე და ბუნებრივია, ჩვენ ყველა ერთად ვინაწილებთ პასუხისმგებლობას - ირაკლი კობახიძე
17 მარტი, 2026 , 09:21
ერთი ფაქტი მოგვაწოდეთ, სადაც იყო კორუფციული გადაცდომა, თუ არ გვექნება ეფექტური რეაგირება, მერე ვილაპარაკოთ - ირაკლი კობახიძე
17 მარტი, 2026 , 09:14


