საზოგადოება
1 აპრილიდან 31 მაისის ჩათვლით, საპენსიო რეფორმაში ჩართულ პირებს განცხადების საფუძველზე სისტემის დატოვება მხოლოდ ერთხელ შეეძლებათ
2019 წლის 1 აპრილიდან 31 მაისის ჩათვლით, საპენსიო რეფორმაში ჩართულ პირებს განცხადების საფუძველზე სისტემის დატოვება მხოლოდ ერთხელ შეეძლებათ.
საპენსიო სააგენტოს დირექტორის ლევან სურგულაძის ინფორმაციით, იმ შემთხვევაში, თუ საპენსიო სისტემის დატოვების შემდეგ მოქალაქე მასში კიდევ ერთხელ ჩართვას მოინდომებს, მას ამის საშუალება მიეცემა, თუმცა ამ შემთხვევაში, სისტემას მეორედ ვეღარ დატოვებს.
“1 იანვრიდან საპენსიო სისტემაში აბსოლუტურად ყველა დასაქმებული გაწევრიანდება, ხოლო თვითდასაქმებულებს საშუალება ექნებათ, სისტემაში ნებაყოფლობით ჩაერთონ. რაც შეეხება რაოდენობას, პირველ ეტაპზე ველოდებით, რომ საპენსიო სისტემაში დაახლოებით, 700 000 ან 800 000 მოქალაქე ჩაერთვება.
მას შემდეგ, რაც ისინი სისტემაში ჩართვებიან, კანონი მისცემთ საშუალებას რომ 2019 წლის 1 აპრილიდან 31 მაისის ჩათვლით, მათ, ვისაც კანონით ექნება ამის უფლება, განცხადების საფუძველზე შეეძლებათ, სისტემა ნებაყოფლობით დატოვონ”,- აცხადებს ლევან სურგულაძე.
ცნობისთვის, დაგროვებითი საპენსიო რეფორმის ამოქმედება 2019 წლის 1 იანვრიდან იგეგმება და ყოველთვიურად დასაქმებულის ინდივიდუალურ საპენსიო ანგარიშზე მისი დაუბეგრავი ხელფასის 2% მიემართება. ორ-ორი პროცენტის შენატანს კი დამსაქმებელი და სახელმწიფო განახორციელებს. სქემაში მონაწილეობა 40 წლამდე დასაქმებული პირებისათვის სავალდებულოა, ხოლო 40 წლის ზემოთ ნებაყოფლობითი, ასევე ჩართულობა ნებაყოფლობითია თვითდასაქმებულებისათვის.
საკვანძო სიტყვები:
მიიღეთ 30%-იანი MR ქულების ქეშბექი extra-ზე საქართველოს ბანკის Amex ბარათით გადახდისას
23 მარტი, 2026 , 18:41
გალტ & თაგარტმა სოფლის მეურნეობის განვითარების ინდექსი და სექტორული კვლევა წარადგინა
23 მარტი, 2026 , 16:44
მრევლს სიონის ტაძარში შესვლა და პატრიარქის საფლავისთვის პატივის მიგება ყოველდღე, 08:00-დან 22:00 საათამდე შეეძლება - საპატრიარქო
23 მარტი, 2026 , 14:56
ოკუპირებული აფხაზეთში „ჯაშუშებს“ ბრალდებით დაკავებები გრძელდება
19 მარტი, 2026 , 15:15
ილია II-ის გარდაცვალება თანამედროვე ეპოქის ქართული ეკლესიის ოქროს ხანის სიმბოლური დასასრულია - გია ნოდია
19 მარტი, 2026 , 14:37
„საქართველოს რკინიგზა“ 21 და 22 მარტს მაგისტრალურ სამგზავრო მატარებლებზე რეისების დამატებასთან დაკავშირებით ინფორმაციას ავრცელებს
19 მარტი, 2026 , 11:30


