საზოგადოება
„წარმატებული მოლაპარაკებების სტრატეგიები” - ახალი კურსი საქართველოს ბანკის ბიზნესკურსზე
საქართველოს ბანკი ბიზნესების მხარდაჭერას განაგრძობს და მათ პროფესიული ცოდნისა და პრაქტიკული უნარების განვითარებისთვის ახალ შესაძლებლობას უზიარებს. საქართველოს ბანკის ბიზნესკურსის პლატფორმაზე კიდევ ერთი კურსი – „წარმატებული მოლაპარაკებების სტრატეგიები ქსელურ მარკეტებთან“ - დაემატა.
კურსი განკუთვნილია მეწარმეებისთვის, მცირე და საშუალო ბიზნესების დამფუძნებლებისთვის, FMCG და საცალო ვაჭრობის სფეროში მოქმედი კომპანიებისთვის, რომლებსაც სურთ გაიგონ:
- - როგორ აწარმოონ შედეგზე ორიენტირებული მოლაპარაკებები ქსელურ მარკეტებთან;
- - რა მოთხოვნები აქვთ მსხვილ რითეილერებს და როგორ უნდა მოემზადოს ბიზნესი თითოეულ ეტაპზე;
- - რა არის საჭირო იმისთვის, რომ პროდუქტი არა მხოლოდ თაროზე მოხვდეს, არამედ გრძელვადიანი გაყიდვებიც შეინარჩუნოს და სხვა.
კურსს უძღვება მირანდა მანჯგალაძე, საცალო ვაჭრობის სფეროს ექსპერტი და ბიზნეს ქოუჩი.
კურსზე რეგისტრაციისთვის ეწვიეთ საქართველოს ბანკის ვებგვერდს.
ბიზნესკურსი საქართველოს ბანკის განათლების პლატფორმაა, რომელიც მეწარმეებს აძლევს შესაძლებლობას, სხვადასხვა თემაზე - მარკეტინგზე, ფინანსებზე, გაყიდვებზე და სხვა თემებზე ცოდნა გამოცდილი ექსპერტებისგან მიიღონ. კურსები შექმნილია რეალური, ადგილობრივი ბაზრის გამოწვევების გათვალისწინებით. პლატფორმა მუდმივად ახლდება და იგი უკვე 70-მდე კურსს აერთიანებს. კურსების გავლა ნებისმიერ დაინტერესებულ პირს შეუძლია.
ბიზნესკურსი საქართველოს ბანკის პლატფორმა Business 360-ის ნაწილია. ეს ერთიანი სივრცეა, რომელიც ბიზნესის დასაწყებად, გასაფართოებლად და საწარმოო პროცესების გასაუმჯობესებლად საჭირო რესურსებს: კონსულტაციებს, საგანმანათლებლო პროექტებს, კვლევებსა და ღონისძიებებს მოიცავს .
საკვანძო სიტყვები:
მიიღეთ 30%-იანი MR ქულების ქეშბექი extra-ზე საქართველოს ბანკის Amex ბარათით გადახდისას
23 მარტი, 2026 , 18:41
გალტ & თაგარტმა სოფლის მეურნეობის განვითარების ინდექსი და სექტორული კვლევა წარადგინა
23 მარტი, 2026 , 16:44
მრევლს სიონის ტაძარში შესვლა და პატრიარქის საფლავისთვის პატივის მიგება ყოველდღე, 08:00-დან 22:00 საათამდე შეეძლება - საპატრიარქო
23 მარტი, 2026 , 14:56
ოკუპირებული აფხაზეთში „ჯაშუშებს“ ბრალდებით დაკავებები გრძელდება
19 მარტი, 2026 , 15:15
ილია II-ის გარდაცვალება თანამედროვე ეპოქის ქართული ეკლესიის ოქროს ხანის სიმბოლური დასასრულია - გია ნოდია
19 მარტი, 2026 , 14:37
„საქართველოს რკინიგზა“ 21 და 22 მარტს მაგისტრალურ სამგზავრო მატარებლებზე რეისების დამატებასთან დაკავშირებით ინფორმაციას ავრცელებს
19 მარტი, 2026 , 11:30


