საზოგადოება
საქართველოს ბანკმა საუკეთესო ციფრული ბანკის დაჯილდოებაზე სამომხმარებლო მიმართულებით 18 ჯილდო მიიღო
საერთაშორისო გამოცემა Global Finance-მა 2025 წლის „მსოფლიოს საუკეთესო ციფრული ბანკების“ დაჯილდოებაზე საქართველოს ბანკი სამომხმარებლო მიმართულებით 18 კატეგორიაში როგორც ქვეყნის, ისე ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპის მასშტაბით საუკეთესო ციფრულ ბანკად დაასახელა.
აღსანიშნავია, რომ Global Finance საუკეთესო ციფრულ ბანკებს უკვე 26-ე წელია აფასებს, დაჯილდოებაში კი მსოფლიოს წამყვანი ფინანსური ინსტიტუტები მონაწილეობენ. წლევანდელი შედეგებით, საქართველოს ბანკმა ჯამში 34 ჯილდო მოიპოვა, რომელთაგან 18 სამომხმარებლო სეგმენტს ეხება.
გამარჯვებულები შეირჩა Infosys-ის მსოფლიო დონის ექსპერტთა ჟიურის მიერ, ხოლო საბოლოო სია Global Finance-ის რედაქციამ გამოავლინა. შეფასების კრიტერიუმებს შორის იყო: ციფრული სტრატეგიის სიძლიერე, მომხმარებლების ზრდა ციფრულ არხებში, პროდუქტებისა და სერვისების მრავალფეროვნება, ვებგვერდისა და მობილური აპლიკაციის ფუნქციონალურობა და დიზაინი, ინფორმაციული უსაფრთხოება და სხვა.
საქართველოს ბანკი სამომხმარებლო მიმართულებით შემდეგ ნომინაციებში დაჯილდოვდა:
ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპის რეგიონი
- -საუკეთესო სრულად ციფრული ბანკი მომხმარებლებისთვის ცენტრალურ და აღმოსავლეთ ევროპაში
- -ონლაინ გადახდების საუკეთესო გადაწყვეტა მომხმარებლებისთვის ცენტრალურ და აღმოსავლეთ ევროპაში;
- -საუკეთესო ონლაინ პროდუქტის შეთავაზებები მომხმარებლებისთვის ცენტრალურ და აღმოსავლეთ ევროპაში;
- -საუკეთესო მობილური საბანკო აპლიკაცია მომხმარებლებისთვის ცენტრალურ და აღმოსავლეთ ევროპაში;
- -დაკრედიტების საუკეთესო სერვისი მომხმარებლებისთვის ცენტრალურ და აღმოსავლეთ ევროპაში;
- -ყველაზე ინოვაციური ციფრული ბანკი მომხმარებლებისთვის ცენტრალურ და აღმოსავლეთ ევროპაში;
- -საუკეთესო ღია ბანკინგის API-ები სამომხმარებლო მიმართულებით ცენტრალურ და აღმოსავლეთ ევროპაში
საქართველო
- -საუკეთესო ციფრული ბანკი მომხმარებლებისთვის საქართველოში;
- -საუკეთესო სრულად ციფრული ბანკი მომხმარებლებისთვის საქართველოში;
- -ონლაინ გადახდების საუკეთესო გადაწყვეტა მომხმარებლებისთვის საქართველოში;
- -ონლაინ პროდუქტის საუკეთესო შეთავაზებები მომხმარებლებისთვის საქართველოში;
- -საუკეთესო სამომხმარებლო გამოცდილების (UX) დიზაინი საქართველოში;
- -საუკეთესო მობილური საბანკო აპლიკაცია მომხმარებლებისთვის საქართველოში;
- -საუკეთესო ინფორმაციული უსაფრთხოება და ფროდის მართვა სამომხმარებლო მიმართულებით საქართველოში;
- -დაკრედიტების საუკეთესო სერვისი მომხმარებლებისთვის საქართველოში;
- -ყველაზე ინოვაციური ციფრული ბანკი მომხმარებლებისთვის საქართველოში;
- -საუკეთესო ღია ბანკინგის API-ები სამომხმარებლო მიმართულებით საქართველოში;
- -საუკეთესო ტრანსფორმაცია სამომხმარებლო მიმართულებით საქართველოში;
საკვანძო სიტყვები:
მიიღეთ 30%-იანი MR ქულების ქეშბექი extra-ზე საქართველოს ბანკის Amex ბარათით გადახდისას
23 მარტი, 2026 , 18:41
გალტ & თაგარტმა სოფლის მეურნეობის განვითარების ინდექსი და სექტორული კვლევა წარადგინა
23 მარტი, 2026 , 16:44
მრევლს სიონის ტაძარში შესვლა და პატრიარქის საფლავისთვის პატივის მიგება ყოველდღე, 08:00-დან 22:00 საათამდე შეეძლება - საპატრიარქო
23 მარტი, 2026 , 14:56
ოკუპირებული აფხაზეთში „ჯაშუშებს“ ბრალდებით დაკავებები გრძელდება
19 მარტი, 2026 , 15:15
ილია II-ის გარდაცვალება თანამედროვე ეპოქის ქართული ეკლესიის ოქროს ხანის სიმბოლური დასასრულია - გია ნოდია
19 მარტი, 2026 , 14:37
„საქართველოს რკინიგზა“ 21 და 22 მარტს მაგისტრალურ სამგზავრო მატარებლებზე რეისების დამატებასთან დაკავშირებით ინფორმაციას ავრცელებს
19 მარტი, 2026 , 11:30


