პოლიტიკა
ნოტარიუსის თანამდებობაზე ყოფნის ზღვრული ასაკი 65 წლით განისაზღვრება
პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა მეორე მოსმენისთვის განიხილა კანონპროექტი „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“, რომელიც განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემთა დამუშავების საფუძვლების გაფართოებას ითვალისწინებს.
საქართველოს მთავრობის მიერ წარმოდგენილი ცვლილების თანახმად, განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემთა დამუშავება შესაძლებელი იქნება იმ შემთხვევაშიც, თუკი ეს მონაცემები მიგრაციის მონაცემთა ერთიანი ანალიტიკური სისტემის ფუნქციონირებისათვის მუშავდება. კომიტეტმა მხარი დაუჭირა კანონპროექტის პლენარულ სხდომაზე განხილვას.
იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა მესამე მოსმენისთვის განიხილა კანონპროექტი „ნოტარიატის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“, რომლის ინიციატორიც საქართველოს მთავრობაა.
კანონპროექტით, ნოტარიუსის თანამდებობაზე ყოფნის ზღვრული ასაკი განისაზღვრა 65 წლით, თუმცა იუსტიციის მინისტრს შეუძლია, ნოტარიუსის განცხადებისა და საქართველოს ნოტარიუსთა პალატის დასაბუთებული რეკომენდაციის საფუძველზე, ნოტარიუსს გაუგრძელოს უფლებამოსილების ვადა არა უმეტეს 5 წლით. გარდა ამისა, განსაზღვრულია, რომ ნოტარიუსს, რომელსაც ამ კანონის ამოქმედებამდე 65 წელი შეუსრულდა და ამ კანონის ამოქმედების მომენტისათვის კვლავ ახორციელებს სანოტარო საქმიანობას, 70 წლის ასაკის მიღწევამდე გაგრძელებულად ჩაეთვალოს უფლებამოსილების ვადა.
კომიტეტმა მხარი დაუჭირა კანპონპროექტის პლენარულ სხდომაზე განხილვას.
საკვანძო სიტყვები:
საქართველოში დღეს გვყავს პროტესტში მყოფი ადამიანთა ჯგუფი, რომლებსაც, დიახ, წაართვეს ქართველობა - შალვა პაპუაშვილი
24 მარტი, 2026 , 13:04
ვუკრძალავ ნებისმიერ ადამიანს ჩემს თავისუფლებასა და პატიმრობაზე რაიმე სახის დიალოგს, მოლაპარაკებას, სიტყვის წარმოთქმასაც კი, გასაკვირია, რომ ეს პოზიცია ქვეყნის გარეთ უფრო კარგად გაიგეს - ელენე ხოშტარია
17 მარტი, 2026 , 15:20
ჩვენ დიდი ხანია, ვსაუბრობთ, რომ ბოლო წლებში ასეულობით მილიონი დაიხარჯა ქვეყანაში მოღალატეობრივი ქსელის შესაქმნელად - კახა კალაძე
17 მარტი, 2026 , 13:18
უნდა შეწყდეს ბრიუსელიდან და ევროკავშირის სხვა დედაქალაქებიდან მომდინარე დეზინფორმაცია, პარტნიორობა შეუძლებელია იქ, სადაც, სიმართლის ნაცვლად, პოლიტიკური ნარატივები დომინირებს - შალვა პაპუაშვილი
17 მარტი, 2026 , 13:15
ბიძინა ივანიშვილი არის მმართველი გუნდის საპატიო თავმჯდომარე და ბუნებრივია, ჩვენ ყველა ერთად ვინაწილებთ პასუხისმგებლობას - ირაკლი კობახიძე
17 მარტი, 2026 , 09:21
ერთი ფაქტი მოგვაწოდეთ, სადაც იყო კორუფციული გადაცდომა, თუ არ გვექნება ეფექტური რეაგირება, მერე ვილაპარაკოთ - ირაკლი კობახიძე
17 მარტი, 2026 , 09:14


