პოლიტიკა
ნიკა მელია-სერგო რატიანს: ბავშვი არ უჯერებს ბოკერიას ისე, როგორც შენ უჯერებ მას
პარტია ნაციონალური მოძრაობის წევრებს შორის, პარლამენტში, სიტყვიერი შელაპარაკება მოხდა.
ერთმანეთას სიტყვიერად ნიკა მელია, სერგო რატიანი, აკაკი ბობოხიძე და ელენე ხოშტარია დაუპირისპირიდნენ.
ნიკა მელიამ მედიის წარმომადგენლები ფრაქციის ოთახში კომენტარის გასაკეთებლად მიიპატიჟა, თუმცა კომენტარის გაკეთებამდე მან თანაგუნდელებს ბოკერიას დამჯერი ბავშვები უწოდა.
კერძოდ, მელიამ სერგო რატიანს მიმართა: „ბავშვი არ უჯერებს და შენ როგორ უჯერებ ბოკერიას. პარტიიდან გარბიხართ, ნაციონალური მოძრაობიდან გადიხართ. ბავშვი არ უჯერებს ბოკერიას, ისე როგორც შენ უჯერებ ბოკერიას,“-განაცხადა ნიკა მელიამ.
აკაკი ბობოხიძემ კი, ნიკა მელიას უთხრა, რომ ნაციონალური მოძრაობა მარტო მიხეილ სააკაშვილის პარტია არ არის, და მის შექმნაში პარტიის სხვა წევრებსაც აქვთ ოფლი დაღვრილი.
„ნიკა, რომ იცოდე, იურისტი ხარ, მაგრამ პარლამენტში მეტი გამოცდილება მაქვს. ფრაქცია კი არ იქმნება და მერე კი არ შედის ხალხი. ნიკა გასწავლო მინდა. ეგ პარტია მარტო მიშა სააკაშვილის არ არის. უამრავ ადამიანს აქვს ოფლი დაღვრილი მის შექმნაში“,-განაცხადა ბობოხიძემ.
ოთახში მყოფმა პარტიის კიდევ ერთმა წევრმა, ელენე ხოშტარიამ ნიკა მელიას უთხრა, რომ მან „ძალიან კარგი შოუ დადგა“.
მონიკა დავლიანიძე
საკვანძო სიტყვები:
საქართველოში დღეს გვყავს პროტესტში მყოფი ადამიანთა ჯგუფი, რომლებსაც, დიახ, წაართვეს ქართველობა - შალვა პაპუაშვილი
24 მარტი, 2026 , 13:04
ვუკრძალავ ნებისმიერ ადამიანს ჩემს თავისუფლებასა და პატიმრობაზე რაიმე სახის დიალოგს, მოლაპარაკებას, სიტყვის წარმოთქმასაც კი, გასაკვირია, რომ ეს პოზიცია ქვეყნის გარეთ უფრო კარგად გაიგეს - ელენე ხოშტარია
17 მარტი, 2026 , 15:20
ჩვენ დიდი ხანია, ვსაუბრობთ, რომ ბოლო წლებში ასეულობით მილიონი დაიხარჯა ქვეყანაში მოღალატეობრივი ქსელის შესაქმნელად - კახა კალაძე
17 მარტი, 2026 , 13:18
უნდა შეწყდეს ბრიუსელიდან და ევროკავშირის სხვა დედაქალაქებიდან მომდინარე დეზინფორმაცია, პარტნიორობა შეუძლებელია იქ, სადაც, სიმართლის ნაცვლად, პოლიტიკური ნარატივები დომინირებს - შალვა პაპუაშვილი
17 მარტი, 2026 , 13:15
ბიძინა ივანიშვილი არის მმართველი გუნდის საპატიო თავმჯდომარე და ბუნებრივია, ჩვენ ყველა ერთად ვინაწილებთ პასუხისმგებლობას - ირაკლი კობახიძე
17 მარტი, 2026 , 09:21
ერთი ფაქტი მოგვაწოდეთ, სადაც იყო კორუფციული გადაცდომა, თუ არ გვექნება ეფექტური რეაგირება, მერე ვილაპარაკოთ - ირაკლი კობახიძე
17 მარტი, 2026 , 09:14


