კომენტარი
კვირიკაშვილს ჰგონია რომ არის რაღაცა საწყობის გამგე და არა ქვეყნის პრემიერ-მინისტრი - გიგი უგულავა
„ევროპული საქართველოს“ წევრი, გიგი უგულავა საკონსტიტუციო ცვლილებებთან დაკავშირებით, საქართველოს პრემიერ-მინისტრის მიერ გაკეთებულ განცხადებას გამოეხმაურა.
მისი შეფასებით, შემუშავებული ცვლილებებით „ქართულმა ოცნებამ“ ხალხს ქვეყნის მთავარი დოკუმენტი თავზე დაახია.
„პრობლემა არა კვირიკაშვილის განცხადებაში, არამედ მის დამოკიდებულებაშია. მას ჰგონია, რომ არის რაღაცა საწყობის გამგე და არა ქვეყნის პრემიერ-მინისტრი. წითელი ხაზი „ქართულმა ოცნებამ“ და ივანიშვილმა საკუთარ ხალხთან ურთიერთობაში გადალახეს და ეს წითელი ხაზის გადალახვა გამოიხატა იმაში, რომ ადგნენ და დაახიეს ხალხს ეს კონსტიტუცია,“ - განაცხადა გიგი უგულავამ.
ცნობისთვის, პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა გუშინ გამართულ საგანგებო ბრიფინგზე მმართველი გუნდის მიერ შემუშავებული ახალი კონსტიტუციის ძირითად მიზნებზე ისაუბრა.
გიორგი კვირიკაშვილმა აღნიშნა, რომ საკონსიტიტუციო ცვლილებები სახელისუფლებო შტოებს შორის ფუნქციების გადანაწილებას ხელს შეუწყობს.
„ხარვეზების აღმოფხვრა, კონსტიტუციის დაბალანსება და სრულფასოვან საპარკლამენტო მმართველობის მოდელზე გადასვლა იყო ჩვენი გუნდის მხრიდან ცვლილებების ინიცირების მიზანი. ცვლილებებით ბალანსდება და მკაფიოდ ნაწილდება პასუხისმგებლობები ხელისუფლების შტოებს შორის, პარლამენტი იძენს თავის ბუნებრივ როლს და წონას, მარტივდება პარლამენტის მიერ მთავრობისთვის უნდობლობის გამოცხადების პროცედურები. მთავრობა ხდება უფრო ეფექტური, კიდევ უფრო კონკრეტდება პრეზიდენტის, როგორც ნეიტრალური არბიტრის ფუნქციები,“ - განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.
მთავრობის მეთაურმა ოპოზიცია საკონსიტუციო ცვლილებების წინააღმდეგ არასამთავრობო სექტორის მობილიზების მცდელობის გამო გააკრიტიკა. პრემიერმა აღნიშნა, რომ პოლიტიკური ოპონენტების ეს მცდელობა უსაფუძვლოა და არგუმენტებს მოკლებულია.
ნინო ექვთიმიშვილი
საკვანძო სიტყვები:
ჩემი თხოვნა პატრიარქთან შეხვედრის შესახებ უპასუხოდ დატოვა საპატრიარქომ, მიუხედავად იმისა, რომ იმ დროს მოქმედი პრეზიდენტი ვიყავი - სალომე ზურაბიშვილი
17 მარტი, 2026 , 17:31
მინდა პატრიარქს ჯანმრთელობა ვუსურვო, სახელმწიფო ყველაფერს გააკეთებს იმისათვის, რომ გაგრძელდეს მაქსიმალური ზრუნვა პატრიარქის ჯანმრთელობაზე - ირაკლი კობახიძე
17 მარტი, 2026 , 15:27
უწმინდესისა და უნეტარესის მდგომარეობა რთულია, იმედი უნდა ვიქონიოთ, რომ ყველაფერი კარგად იქნება და პატრიარქი გამოჯანმრთელდება - მიხეილ ყაველაშვილი
17 მარტი, 2026 , 12:56
საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ჰემადინამიკური მაჩვენებლები არასტაბილურია - კავკასიის მედიცინის ცენტრის ხელმძღვანელი
17 მარტი, 2026 , 11:24
ვითარება კვლავ რჩება ძალიან რთული, მეტად საყურადღებო, ყველაფერი კეთდება, რომ რაც შეიძლება სწრაფად აღდგეს პატრიარქის ჯანმრთელობისთვის აუცილებელი ყველა მნიშვნელოვანი პარამეტრი - მიხეილ სარჯველაძე
17 მარტი, 2026 , 10:50
თინა ხიდაშელმა გააკეთა განცხადება და ერთ დღეში სცადა მისი უარყოფა,ერთ დღეში როცა გიწევს საკუთარი ტყუილის უარყოფა, აქედან ჩანს,რომ შენ მიზანმიმართულად აზიანებ საქართველოს ეროვნულ ინტერესებს - ირაკლი კობახიძე
9 მარტი, 2026 , 15:42


