პოლიტიკა
არანაირი მოლაპარაკებები ხელისუფლებასთან თანამშრომლობაზე არ მიმდინარეობს - ზურაბ აბაშიძე
„თავისუფალი დემოკრატების“ ყოფილი წევრის, ზურაბ აბაშიძის განცხადებით, პარტიის ყოფილ წევრებს არანაირი შემოთავაზება თანამშრომლობაზე ხელისუფლებისგან არ მიუღია.
ამის შესახებ აბაშიძემ, „თავისუფალი დემოკრატების“ კიდევ ორ ყოფილ წევრთან გია ცაგარეიშვილთან და დავით ონოფრიშვილთან ერთობლივ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
„ჩვენი დღევანდელი მდგომარეობა არის აბსოლუტურად რეალისტური. ჩვენ არ ვართ ოპოზიციაში და არ ვართ ხელისუფლებაში. ჩვენ აღარ ვართ „თავისუფალი დემოკრატების“ პარტიის წევრები. აქედან გამომდინარე, აღარ ვსაქმიანობთ პარტიულად, ამიტომ აღარ ვართ ოპოზიციაში და აღარ ვართ ხელისუფლებაში, მინდა ეს ნათელი და მკაფიო იყოს ყველასთვის. არანაირი შემოთავაზებები, არანაირი მოლაპარაკებები ამ მიმართულებით არ მიმდინარეობს არავისთან, ეს მინდა რომ ნათელი და მკაფიო იყოს“,-აღნიშნა აბაშიძემ.
დავით ონოფრიშვილის თქმით კი, იგი პოლიტიკაში ჩართვას არ აპირებს და არც „რაიმე პოლიტიკური თანამდებობის დაკავებას აპირებს“.
მონიკა დავლიანიძე
საკვანძო სიტყვები:
საქართველოში დღეს გვყავს პროტესტში მყოფი ადამიანთა ჯგუფი, რომლებსაც, დიახ, წაართვეს ქართველობა - შალვა პაპუაშვილი
24 მარტი, 2026 , 13:04
ვუკრძალავ ნებისმიერ ადამიანს ჩემს თავისუფლებასა და პატიმრობაზე რაიმე სახის დიალოგს, მოლაპარაკებას, სიტყვის წარმოთქმასაც კი, გასაკვირია, რომ ეს პოზიცია ქვეყნის გარეთ უფრო კარგად გაიგეს - ელენე ხოშტარია
17 მარტი, 2026 , 15:20
ჩვენ დიდი ხანია, ვსაუბრობთ, რომ ბოლო წლებში ასეულობით მილიონი დაიხარჯა ქვეყანაში მოღალატეობრივი ქსელის შესაქმნელად - კახა კალაძე
17 მარტი, 2026 , 13:18
უნდა შეწყდეს ბრიუსელიდან და ევროკავშირის სხვა დედაქალაქებიდან მომდინარე დეზინფორმაცია, პარტნიორობა შეუძლებელია იქ, სადაც, სიმართლის ნაცვლად, პოლიტიკური ნარატივები დომინირებს - შალვა პაპუაშვილი
17 მარტი, 2026 , 13:15
ბიძინა ივანიშვილი არის მმართველი გუნდის საპატიო თავმჯდომარე და ბუნებრივია, ჩვენ ყველა ერთად ვინაწილებთ პასუხისმგებლობას - ირაკლი კობახიძე
17 მარტი, 2026 , 09:21
ერთი ფაქტი მოგვაწოდეთ, სადაც იყო კორუფციული გადაცდომა, თუ არ გვექნება ეფექტური რეაგირება, მერე ვილაპარაკოთ - ირაკლი კობახიძე
17 მარტი, 2026 , 09:14


