კომენტარი
ზვიად აბაშიძე: პრეზიდენტობის ორი კანდიდატი, მესამე კანდიდატის მიმართ კითხვების დასმით იყო დაკავებული
ანალიტიკოს ზვიად აბაშიძის აზრით, გუშინდელი დებატები ამომრჩევლის განწყობებს ვერ შეცვლის, რადგან საპრეზიდენტო კანდიდატებს საზოგადოებისთვის რაიმე სიახლე არ შეუთავაზებიათ. აბაშიძის თქმით, ამ დებატებით გაუგებარი დარჩა რა განსხვავებაა ორი კანდიდატის, ვაშაძისა და ბაქრაძის პროგრამებსა და შეხედულებებს შორის. მით უფრო, რომ ორივე მათგანი მთელი დებატების მანძილზე მხოლოდ ზურაბიშვილისადმი კითხვების დასმით იყო დაკავებული და ერთმანეთის მიმართ შეკითხვები არ გასჩენიათ.
რაც შეეხება ცალკეულ კანდიდატებს, ზვიად აბაშიძის აზრით, გრიგოლ ვაშაძემ საკუთარი თავი უფრო ფართო სპექტრის რეფორმატორად წარმოაჩინა, რომელიც სამომავლოდ, არა მარტო ზოგადი სამართლიანობის მებაირახტე იქნება, არამედ დიდ როლს შეასრულების სოციალური საკითხების გარკვეული ნაწილის რეფორმირების საკითხში.
„ვაშაძე აშკარად გადის ახალი პრეზიდენტის კომპეტენციებიდან, რადგან ახალი კონსტიტუციით მას არავითარი საკანონმდებლო ინიციატივის უფლება არ აქვს. ამასთან, განაცხადი იმის შესახებ, რომ ის შეიწყალებს წინა მთავრობის წარმომადგენლებს და ხელს შეუწყობს მიხეილ სააკავშილის საქართველოში დაბრუნებას, მისი მთავარი სათქმელია და სოციალური საკითხები ზოგადი პოპულარობისთვის სჭირდება.“- განაცხადა ზვიად აბაშიძემ.
ანალიტიკოსის შეფასებით, რთული იყო იმის განსაზღვრა რის თქმა სურდა დავით ბაქრაძეს, რომელიც სალომე ზურაბიშვილის მიმართ კითხვების დასმით იყო დაკავებული და ცდილობდა თავი ნეიტრალურ ფიგურად წარმოეჩინა.
რაც შეეხება სალომე ზურაბიშვილს, ზვიად აბაშიძის მოსაზრებით, სალომე ზურაბიშვილი დებატების მსვლელობისას, პრეზიდენტის ახალ უფლებამოსილებებსა და ფუნქციებს აცნობიერებდა, ცდილობდა მისი კომპეტენციის გარეთ არ გასულიყო და მესიჯები გასაგები და კონკრეტული ყოფილიყო.
„სალომე ზურაბიშვილის მთავარი სათქმელი იყო ის, რომ მომავალი პრეზიდენტი უნდა ჩაჯდეს ახალ სამართლებრივ ჩარჩოებში, რომელიც მას არ აძლევს ფართო პოლიტიკური პროექტების და რეფორმების განხორციელების უფლებას. ზურაბიშვილის მესიჯები გასაგები და კონკრეტული იყო. მაგალითად, საზოგადოებრივ საჭიროებებზე მომუშავე საბჭოების შექმნა, უფრო მომთხოვნი დამოკიდებულება ევროკავშირისა და ნატოს მიმართ და მოსახლეობის ყველაზე გაჭირვებული ფენის ქომაგობა.“ - განაცხადა ზვიად აბაშიძემ.
მისივე თქმით, ზურაბიშილის განცხადება, რომ პრეზიდენტი უფრო საზოგადობრივი წარმომადგენლობითი პირია, ვიდრე პოლიტიკურად პოლიტიკური, იმის დასტურია რომ ის, პრეზიდენტის ახალ უფლებამოსილებებსა და ფუნქციებს აცნობიერებდა და ცდილობდა მისი კომპეტენციის გარეთ არ გასულიყო.
NS
საკვანძო სიტყვები:
ჩემი თხოვნა პატრიარქთან შეხვედრის შესახებ უპასუხოდ დატოვა საპატრიარქომ, მიუხედავად იმისა, რომ იმ დროს მოქმედი პრეზიდენტი ვიყავი - სალომე ზურაბიშვილი
17 მარტი, 2026 , 17:31
მინდა პატრიარქს ჯანმრთელობა ვუსურვო, სახელმწიფო ყველაფერს გააკეთებს იმისათვის, რომ გაგრძელდეს მაქსიმალური ზრუნვა პატრიარქის ჯანმრთელობაზე - ირაკლი კობახიძე
17 მარტი, 2026 , 15:27
უწმინდესისა და უნეტარესის მდგომარეობა რთულია, იმედი უნდა ვიქონიოთ, რომ ყველაფერი კარგად იქნება და პატრიარქი გამოჯანმრთელდება - მიხეილ ყაველაშვილი
17 მარტი, 2026 , 12:56
საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ჰემადინამიკური მაჩვენებლები არასტაბილურია - კავკასიის მედიცინის ცენტრის ხელმძღვანელი
17 მარტი, 2026 , 11:24
ვითარება კვლავ რჩება ძალიან რთული, მეტად საყურადღებო, ყველაფერი კეთდება, რომ რაც შეიძლება სწრაფად აღდგეს პატრიარქის ჯანმრთელობისთვის აუცილებელი ყველა მნიშვნელოვანი პარამეტრი - მიხეილ სარჯველაძე
17 მარტი, 2026 , 10:50
თინა ხიდაშელმა გააკეთა განცხადება და ერთ დღეში სცადა მისი უარყოფა,ერთ დღეში როცა გიწევს საკუთარი ტყუილის უარყოფა, აქედან ჩანს,რომ შენ მიზანმიმართულად აზიანებ საქართველოს ეროვნულ ინტერესებს - ირაკლი კობახიძე
9 მარტი, 2026 , 15:42


