რეგიონები
ზვარეში მუშების მხარდასაჭერად სტუდენტები ჩავიდნენ
რკინიგზელთა ახალი პროფკავშირის ინფორმაციით, ხარაგაულის რაიონის სოფელ ზვარეში, რკინიგზის მშენებლობაზე დასაქმებული მუშების მხარდასაჭერად 20-მდე სტუდენტი ჩავიდა. გაფიცულ მუშებს, სოლიდარობა გამოუცხადა სოფელ დიდ ვაკეს მოსახლეობამაც.
მესამე დღეა, ზვარეში ადგილობრივებისა და რკინიგზის მშენებლობაზე დასაქმებული მუშების აქცია მიმდინარეობს. აქციის მონაწილეები რამოდენიმე დღის წინ მომხდარი შემთხვევის დროულ გამოძიებას, ქართველი მუშების ცემაში მონაწილე ყველა ჩინელის დაკავებას და ჩინური კომპანიის მენეჯმენტის შეცვლას ითხოვენ.
რამოდენიმე დღის წინ, ჩინელ დამსაქმებელსა და ქართველ მუშებს შორის მომხდარი დაპირისპირების შედეგად 10-მდე მუშა დაშავდა. შინაგან საქმეთა სამინისტრომ ფაქტზე ჩინეთის სამი მოქალაქე დააკავა. ისინი სისხლის სამართლის კოდექსის 118-ე მუხლით დააკავეს, რაც ჯანმრთელობის განზრახ ნაკლებად მძიმე დაზიანებას გულისხმობს.
მარი ნამგალაძე
საკვანძო სიტყვები:
პოლიციამ მარნეულში არასრულწლოვნის მიმართ ოჯახში ძალადობის ფაქტზე ერთი პირი დააკავა
16 მარტი, 2026 , 11:15
ტყიბულის მუნიციპალიტის სოფელ კურსებში გეოლოგების სამი ჯგუფი ადგილზე იმყოფება, რათა ოპერატიულად იქნას შეფასებული არსებული მდგომარეობა - გარემოს ეროვნული სააგენტო
12 მარტი, 2026 , 10:36
ტყიბულის მუნიციპალიტეტში, სოფელ კურსებში, ჩამოწოლილია მეწყერი-მიმდინარეობს მოსახლეობის ევაკუაცია
12 მარტი, 2026 , 10:10
სურსათის ეროვნულმა სააგენტომ თევზის შესაბოლ არალეგალურ საწარმოში კრიტიკული შეუსაბამობები გამოავლინა
10 მარტი, 2026 , 14:07
ყაჩაღობის ფაქტზე ბათუმის პოლიციის მესამე განყოფილების უფროსი დეტექტივი დაკავებულია - პროკურატურა
9 მარტი, 2026 , 16:47
აჭარის მთავრობა ხანძრითა და სტიქიით დაზარალებულ 256 ოჯახს დაეხმარება
6 მარტი, 2026 , 11:26


