კომენტარი
ზურაბიშვილის დაფინანსება იგივეა, დიდვაჭრებს ჯალალ ედ დინი ან შაჰ აბასი რომ დაეფინანსებინათ - შალვა ნათელაშვილი
"ლეიბორისტული პარტიის" საპრეზიდენტო კანდიდატი - შალვა ნათელაშვილი, სახელისუფლებო გუნდის მიერ მხარდაჭერილი საპრეზიდენტო კანდიდატის დაფინანსების საკითხს გამოეხმაურა.
მისი თქმით, თუკი სალომე ზურაბიშვილის საპრეზიდენტო კამპანიის დაფინანსების შესახებ არსებულ ინფორმაციას შესაბამისი უწყებები ობიექტურად გაეცნობიან, გამოძიებაც არ სჭირდება, ისედაც ნათელია კრიმინალური სინდიკატი.
"საუკუნის დანაშაული ჩვენს თვალწინ ხორციელდება, ამ ქალბატონს დავალებული აქვს აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის დამოუკიდებლობის აღიარება.
თუკი სალომე ზურაბიშვილის საპრეზიდენტო კამპანიის დაფინანსების შესახებ არსებულ ინფორმაციას შესაბამისი უწყებები ობიექტურად გაეცნობიან, გამოძიებაც არ სჭირდება, ისედაც ნათელია კრიმინალური სინდიკატი.
მისი დაფინანსება ეს არამარტო სამშობლოს ღალატი, არამარტო შავი ფულის გათეთრება იგივეა, რომ ჩვენს წინაპარ დიდვაჭრებს დაეფინანსებინათ, მურვან ყრუ, შაჰ აბასი, ჯალალ ედ დინი და რუსეთის იმპერატორი პავლე პირველი, რომელმაც გაგვიუქმა სახელმწიფოებრიობა.
პირდაპირ ვუცხადებ სალომე ივანიშვილის ყაჩაღ სპონსორებს: ამ წუთიდან ვიწყებთ მუშაობას, რათა თქვენი ყაჩაღური საბანკო ანგარიშები მსოფლიოს ყველა საფინანსო ორგანიზაციაში იყოს გაყინული. თქვენი ნასახი ქართულ ეკონომიკურ-სოციალურ - საზოგადოებრივ სივრცეში არ უნდა იყოს.
ჭყონიამ დააფინანსებინა მიტროფანე ლაღიძის შთამომავალ ლაღიძის ხელით 100 000 დოლარით. აქვეა „ჯითი გრუპის“ პრეზიდენტი გიორგი გველესიანი, რომელმაც 54 მილიონის ტენდერები მოიგო, ნახევარზე მეტი გამარტივებული ტენდერი, ანუ პირდაპირ ჩვენი ფული აიღო და ახლა აძლევს პუტინის ქალბატონს. აქვეა ამბროლაურის რაჭის მაჟორიტარი დეპუტატი ენუქიძე, რომელიც ჩვენგან ამოღებული მილიონებით სულდგმულობს. აქვეა ქალაქის მაფიოზა მერი, “- განაცხადა შალვა ნათელაშვილმა.
საკვანძო სიტყვები:
ჩემი თხოვნა პატრიარქთან შეხვედრის შესახებ უპასუხოდ დატოვა საპატრიარქომ, მიუხედავად იმისა, რომ იმ დროს მოქმედი პრეზიდენტი ვიყავი - სალომე ზურაბიშვილი
17 მარტი, 2026 , 17:31
მინდა პატრიარქს ჯანმრთელობა ვუსურვო, სახელმწიფო ყველაფერს გააკეთებს იმისათვის, რომ გაგრძელდეს მაქსიმალური ზრუნვა პატრიარქის ჯანმრთელობაზე - ირაკლი კობახიძე
17 მარტი, 2026 , 15:27
უწმინდესისა და უნეტარესის მდგომარეობა რთულია, იმედი უნდა ვიქონიოთ, რომ ყველაფერი კარგად იქნება და პატრიარქი გამოჯანმრთელდება - მიხეილ ყაველაშვილი
17 მარტი, 2026 , 12:56
საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ჰემადინამიკური მაჩვენებლები არასტაბილურია - კავკასიის მედიცინის ცენტრის ხელმძღვანელი
17 მარტი, 2026 , 11:24
ვითარება კვლავ რჩება ძალიან რთული, მეტად საყურადღებო, ყველაფერი კეთდება, რომ რაც შეიძლება სწრაფად აღდგეს პატრიარქის ჯანმრთელობისთვის აუცილებელი ყველა მნიშვნელოვანი პარამეტრი - მიხეილ სარჯველაძე
17 მარტი, 2026 , 10:50
თინა ხიდაშელმა გააკეთა განცხადება და ერთ დღეში სცადა მისი უარყოფა,ერთ დღეში როცა გიწევს საკუთარი ტყუილის უარყოფა, აქედან ჩანს,რომ შენ მიზანმიმართულად აზიანებ საქართველოს ეროვნულ ინტერესებს - ირაკლი კობახიძე
9 მარტი, 2026 , 15:42


