კომენტარი
ზურაბ ჟვანიას საქმის დასრულება რთული და გრძელი პროცესი იქნება - გოგლა ჟვანია
საქართველოს ყოფილი პრემიერ-მინისტრის ზურაბ ჟვანიას ძმის გოგლა ჟვანიას განცხადებით, ზურაბ ჟვანიას გარდაცვალების საქმე პროცესუალურად არის რთული საქმე, შესაბამისად, ჩასატარებელია რთული საგამოძიებო პროცედურები.
პრესკონფერენციაზე ჟვანიამ, ძმის დაკრძალვიდან რამდენიმე დღეში გამოძიებლებისგან მოსმენილი პასუხები გაიხსენა.
„დაკრძალვიდან რამდენიმე დღეში მივედი საქმის გამომძიებელთან, რომელმაც მომიყვა ვერსია, თუ როგორ შევიდა ზურა სუპერმარკეტში და იყიდა ძეხვი და წვენები, შემდეგ როგორ ჩაჯდა მანქანაში და როგორ გააგრძელეს გზა საბურთალოს ქუჩისკენ. ეს ყველაფერი, რასაც მიყვებოდნენ, ხდებოდა ღამის 12:00-ზე და აღნიშნული მაღაზია კი 10-ზე იკეტებოდა. შემდეგ გაჩნდა საქმეში უკვე დამატებითი ვერსია, რომ ჩემს ძმას მუსხელიშვილის ქუჩის კვეთაზე შეუძენია პროდუქტი.
ზურას საქმე ერთ-ერთი რთულია სააკაშვილის რეჟიმის დროს მომხდარ საქმეებს შორის. ჩვენ მიჩვეული ვართ სააკაშვილის რეჟიმის სამართალს, როცა 4 დღეში სრულდებოდა გამოძიება. საგულისხმოა, რომ გავიდა წლები და განადგურებული და გაყალბებულია მტკიცებულებები, ამიტომ საქმის დასრულება რთული და გრძელი პროცესი იქნება,“ – განაცხადა გოგლა ჟვანიამ.
მისი თქმით, გვამის ექსჰუმაციის შემდეგ ბევრ კითხვას გაეცემა პასუხი, თუმცა მანამდე ჩასატარებელია კიდევ ბევრი საგამოძიებო მოქმედება.
გოგლა ჟვანიას თქმით, მასთან უამრავი ადამიანი რეკავს ექსპერტ ლევან ჩაჩუას გამართლების შემდეგ.
„ჩემთვის არ აქვს მნიშვნელობა, ჩაჩუამ გამოიჩინა თუ არა გულგრილობა, ჩაჩუას მოქმედება ხდებოდა უკვე ჩემი ძმის გარდაცვალების შემდეგ, ამიტომ მე ამ საკითხზე ჯერ ვერანაირ კომენტარს ვერ გავაკეთებ, დაველოდები ძიებას“, – აღნიშნა გოგლა ჟვანიამ.
მონიკა დავლიანიძე
საკვანძო სიტყვები:
ჩემი თხოვნა პატრიარქთან შეხვედრის შესახებ უპასუხოდ დატოვა საპატრიარქომ, მიუხედავად იმისა, რომ იმ დროს მოქმედი პრეზიდენტი ვიყავი - სალომე ზურაბიშვილი
17 მარტი, 2026 , 17:31
მინდა პატრიარქს ჯანმრთელობა ვუსურვო, სახელმწიფო ყველაფერს გააკეთებს იმისათვის, რომ გაგრძელდეს მაქსიმალური ზრუნვა პატრიარქის ჯანმრთელობაზე - ირაკლი კობახიძე
17 მარტი, 2026 , 15:27
უწმინდესისა და უნეტარესის მდგომარეობა რთულია, იმედი უნდა ვიქონიოთ, რომ ყველაფერი კარგად იქნება და პატრიარქი გამოჯანმრთელდება - მიხეილ ყაველაშვილი
17 მარტი, 2026 , 12:56
საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ჰემადინამიკური მაჩვენებლები არასტაბილურია - კავკასიის მედიცინის ცენტრის ხელმძღვანელი
17 მარტი, 2026 , 11:24
ვითარება კვლავ რჩება ძალიან რთული, მეტად საყურადღებო, ყველაფერი კეთდება, რომ რაც შეიძლება სწრაფად აღდგეს პატრიარქის ჯანმრთელობისთვის აუცილებელი ყველა მნიშვნელოვანი პარამეტრი - მიხეილ სარჯველაძე
17 მარტი, 2026 , 10:50
თინა ხიდაშელმა გააკეთა განცხადება და ერთ დღეში სცადა მისი უარყოფა,ერთ დღეში როცა გიწევს საკუთარი ტყუილის უარყოფა, აქედან ჩანს,რომ შენ მიზანმიმართულად აზიანებ საქართველოს ეროვნულ ინტერესებს - ირაკლი კობახიძე
9 მარტი, 2026 , 15:42


