კომენტარი
ზურაბ აბაშიძე რუსეთის პრეზიდენტის წარმომადგენელს მიხეილ შვიდკოის შეხვდა
რუსეთთან ურთიერთობის საკითხში პრემიერის სპეციალურმა წარმომადგენელმა ზურაბ აბაშიძემ, რუსეთის პრეზიდენტის ვლადიმირ პუტინის სპეციალურ წარმომადგენელთან მიხეილ შვიდკოისთან შეხვედრა გამართა.
როგორც აბაშიძემ მედიას მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ განუცხადა, შეხვედრა წმინდა ადამიანურ ხასიათს ატარებდა, რომელზეც არც ერთი ოფიციალური საკითხი არ განხილულა.
„თბილისში ჩატარდა მედიაფორუმი. ამ ფორუმის შესახებ ჩვენ მედიის საშუალებით გავიგეთ, შესაბამისად, მთავრობას ამ ფორუმთან არანაირი შეხება არ აქვს. არასამთავრობო ორგანიზაციებმა ჩაატარეს ეს ფორუმი, რომელშიც მონაწილეობა მიიღეს საქართველოს, სომხეთის, აზერბაიჯანის, რუსეთის წარმომადგენლებმა. იქ იმყოფებოდნენ ბატონი შვიდკოიც, რამდენიმე რუსი ჟურნალისტიც. ამ ხალხთან ჩვენ რაიმე ოფიციალური შეხვედრები ან მე ან მთავრობის რომელიმე წარმომადგენელს არ ჰქონია. მე მქონდა პირადი კომუნიკაცია ბატონ შვიდკოისთან. მას დიდი ხანია ვიცნობ და ვთქვი კიდეც გუშინ, რომ ვაპირებდი მასთან მქონოდა პირადი კომუნიკაცია. ვისაუბრეთ კონკრეტულ პირადულ საკითხებზე, რომლებიც ეხება კერძო პირებს, ადამიანებს, ჩვენს მოქალაქეებს, რომლებსაც დახმარება ან მხარდაჭერა სჭირდებათ. არ იყო რუსულ-ქართულ ურთიერთობებზე საუბარი. არავითარი ოფიციალური თემები არ განგვიხილავს. შვიდკოი საქართველოში პირველად არ ჩამოსულა. „ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ“ კანონი მას არ დაურღვევია," - აღნიშნა აბაშიძემ.
გარდა ამისა, აბაშიძე რუსი ჟურნალისტის, ვლადიმერ მამონტოვის თბილისში ჩამოსვლის ფაქტსაც გამოეხმაურა, რომელმაც 2009 წელს ოკუპაციის შესახებ კანონი დაარღვია.
„ვერ გეტყვით, მამონტოვს არ ვიცნობ საერთოდ. ტელევიზიით გავიგე იმის შესახებ, რომ თითქოს კანონი აქვს დარღვეული. აქ არის ასეთი თემა - ამ დანაშაულის ხანდაზმულობის ვადის საკითხი. თუ მან 2009 წელს დაარღვია ეს კანონი. სპეციალისტები იტყვიან უფრო ზუსტად ამაზე. მე არ დავინტერესებულვარ მამონტოვთან დაკავშირებით დეტალურად“, - აღნიშნა ზურაბ აბაშიძემ.
მონიკა დავლიანიძე
საკვანძო სიტყვები:
ჩემი თხოვნა პატრიარქთან შეხვედრის შესახებ უპასუხოდ დატოვა საპატრიარქომ, მიუხედავად იმისა, რომ იმ დროს მოქმედი პრეზიდენტი ვიყავი - სალომე ზურაბიშვილი
17 მარტი, 2026 , 17:31
მინდა პატრიარქს ჯანმრთელობა ვუსურვო, სახელმწიფო ყველაფერს გააკეთებს იმისათვის, რომ გაგრძელდეს მაქსიმალური ზრუნვა პატრიარქის ჯანმრთელობაზე - ირაკლი კობახიძე
17 მარტი, 2026 , 15:27
უწმინდესისა და უნეტარესის მდგომარეობა რთულია, იმედი უნდა ვიქონიოთ, რომ ყველაფერი კარგად იქნება და პატრიარქი გამოჯანმრთელდება - მიხეილ ყაველაშვილი
17 მარტი, 2026 , 12:56
საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ჰემადინამიკური მაჩვენებლები არასტაბილურია - კავკასიის მედიცინის ცენტრის ხელმძღვანელი
17 მარტი, 2026 , 11:24
ვითარება კვლავ რჩება ძალიან რთული, მეტად საყურადღებო, ყველაფერი კეთდება, რომ რაც შეიძლება სწრაფად აღდგეს პატრიარქის ჯანმრთელობისთვის აუცილებელი ყველა მნიშვნელოვანი პარამეტრი - მიხეილ სარჯველაძე
17 მარტი, 2026 , 10:50
თინა ხიდაშელმა გააკეთა განცხადება და ერთ დღეში სცადა მისი უარყოფა,ერთ დღეში როცა გიწევს საკუთარი ტყუილის უარყოფა, აქედან ჩანს,რომ შენ მიზანმიმართულად აზიანებ საქართველოს ეროვნულ ინტერესებს - ირაკლი კობახიძე
9 მარტი, 2026 , 15:42


