უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

კომენტარი

5 დეკემბერი, 2025 20:11
font-size

ზურა ჯაფარიძის შეფასებით, ხელისუფლება ვერ ასახელებს, რა ნივთიერება იყო წყლის ჭავლებში, რადგან გამოყენებული ნარევის ზიანი თავად კომბინაციიდან გამომდინარეობს

კოალიცია "ცვლილებისთვის" ლიდერის, ზურა ჯაფარიძის შეფასებით, ხელისუფლება ვერ ასახელებს, რა ნივთიერება იყო წყლის ჭავლებში, რადგან გამოყენებული ნარევის ზიანი თავად კომბინაციიდან გამომდინარეობს - გამხსნელის, სპრეებისა და აირების ერთობლივი მოქმედება უკვე საფრთხეს ქმნიდა ათასობით ადამიანისთვის. ამის შესახებ ოპოზიციონერი ლიდერი საპატიმროდან წერს.

მისი თქმით, ამ ტიპის ქიმიკატების მასობრივად გამოყენება პრაქტიკულად ვერანაირ ნორმას დაეყრდნობა, ამიტომ არგუმენტი „აკრძალული არ არის“ რეალური პასუხისმგებლობისგან ვერავის ათავისუფლებს.

მისივე თქმით. მოსახლეობაზე ქიმიური საშუალებების შესაძლო გამოყენების ბრალდება, პირველ რიგში, ქვეყნის იმიჯს აზიანებს.

“ერთ-ერთი მიზეზი, რატომაც არ ამბობენ რა ნივთიერება იყო გარეული იმ წყალში, არის ის, რომ მნიშვნელობა არ აქვს რას დაასახელებენ.
ეგ ნივთიერება კომბინაციაში იმ გამხსნელთან, რომელიც უკვე დაადასტურეს (თავისთავად საწამლავია), კომბინაციაში ე.წ წიწაკის სპრეისთან, კომბინაციაში იმ მხუთავ აირთან, რომელშიც გვახრჩობდნენ, როცა მასში თავიდან ფეხებამდე ამოგავლებენ, როდესაც ის ხვდება თვალში, ცხვირში, ყურში, პირში (კანზე აღარც ღირს ლაპარაკი), როდესაც ეს ხდება რამდენიმე საათის განმავლობაში, როდესაც ეს მეორდება გადაბმულად რამდენიმე ღამე და წლის ორ სეზონზე (გაზაფხული - შემოდგომა), სულ რომ სტაფილოს წვენი ყოფილიყო, მაინც საზიანო იქნებოდა.

შეუძლებელია იმ კლასიფიკაციის ქვეშ (UN349 მგონი) რამე ნივთიერება იყოს, რომლის გამოყენებაც ასეთი ფორმით და ინტენსივობით იქნება დაშვებული.
ასევე, ერთ-ერთი მიზეზი, რატომაც შეშინდნენ ასე, არის ის, რომ ქიმიური ნივთიერების გამოყენება საკუთარი მოსახლეობის წინააღმდეგ, მორალურად ამართლებს ასეთი რეჟიმის წინააღმდეგ ბრძოლის ბევრ ისეთ ფორმას, რაზეც სხვა შემთხვევაში ვიღაცები დაიჭმუჭნებოდნენ (ტაქტიკურად რამდენად სწორია, ეგ სხვა საკითხია).

მაგალითად, შეიძლება თუ არა ადამიანმა მოგლიჯოს პრეზიდენტის რეზიდენციის ღობე ან ცეცხლი წაუკიდოს ღამით ცარიელ სასამართლოს შენობას, თუ მას გაუყალბეს არჩევნები ან წაართვეს ევროპული მომავალი, და ქიმიური იარაღით თუ დაწამლეს ის, მისი მეგობრები და ოჯახის წევრები? ამაშია საქმე.
კიდევ ერთი მომენტი, რომ სიტყვებში არ მოგვატყუონ.

“აკრძალული არ არის” არ ნიშნავს, რომ ამ ნივთიერებით შეიძლება ათობით ათასი ადამიანის ჭავლით გაწუწვა. ალბათ არსად წერია, რომ აკრძალულია ბენზინის ჭავლით დემონსტრაციის დაშლა, რადგან ასეთი რამ შეიძლება აქამდე არავის მოსვლია აზრად. ბენზინიც ისეთივე გამხსნელია, როგორც BBC-ის იმ ფილმში ნაჩვენები გამხსნელი, რომლის გამოყენებაც უკვე დაადასტურა რეჟიმმა. ასევე, თავისუფალ გაყიდვაშია უამრავი ისეთი პროდუქტი, რომელიც შეიძლება სასარგებლოც იყოს თუ დანიშნულებისამებრ გამოიყენებ, მაგრამ შეფუთვაზე აწერია: “არ ჩაიდოთ პირში”, “არ მოგხვდეთ თვალში”, “შეინახეთ ბავშვებისთვის

ხელმიუწვდომელ ადგილას”, ამიტომ, “აკრძალული არ არის” ცალკე აღებული არ ნიშნავს არაფერს.

P.S როცა ამბობ, რომ 2008 წელს ომი დაიწყო წინა ხელისუფლებამ, ამ შემთხვევაში დამნაშავე გამოდის წინა ხელისუფლება და ეს არანაირად არ ეხება ქვეყნის სამართლებრივ ბრალეულობას ან იმიჯს.

ხოლო, როცა ამბობ, რომ 2024 წელს ქართულმა ოცნებამ სავარაუდოდ ქიმიური იარაღი გამოიყენა საქართველოს მოქალაქეების წინააღმდეგ, ამით ქართულ ოცნებას კი არ ადგება ზიანი, არამედ ხდება ქვეყნის დადანაშაულება საშინელ ქმედებაში და ქვეყნის იმიჯის შელახვა. ეს კი სამშობლოს ღალატია.
რაშისტული ლოგიკა,” - წერს ზურა ჯაფარიძე.

ცნობისთვის, BBC-მ მოამზადა და გამოაქვეყნა საგამოძიებო მასალა, სადაც საუბარია 2024 წლის ნოემბერ-დეკემბერში საპროტესტო აქციების დასაშლელად გამოყენებული ნივთიერების გავლენაზე და მასთან დაკავშირებით ექიმების კვლევის შედეგებზე. BBC-ს ჟურნალისტური გამოძიების გამოქვეყნების შემდეგ, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა გამოძიება ორი მუხლით დაიწყო. ეს მუხლებია: - სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტება და უცხოეთის ორგანიზაციისთვის მტრულ საქმიანობაში დახმარება.

საკვანძო სიტყვები:

ჩემი თხოვნა პატრიარქთან შეხვედრის შესახებ უპასუხოდ დატოვა საპატრიარქომ, მიუხედავად იმისა, რომ იმ დროს მოქმედი პრეზიდენტი ვიყავი - სალომე ზურაბიშვილი

17 მარტი, 2026 , 17:31

ჩემი თხოვნა პატრიარქთან შეხვედრის შესახებ უპასუხოდ დატოვა საპატრიარქომ, მიუხედავად იმისა, რომ იმ დროს მოქმედი პრეზიდენტი ვიყავი, - წერს სოციალურ ქსელში საქართველოს მეხუთე პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი. „არ ვიცი, რა

მინდა პატრიარქს ჯანმრთელობა ვუსურვო, სახელმწიფო ყველაფერს გააკეთებს იმისათვის, რომ გაგრძელდეს მაქსიმალური ზრუნვა პატრიარქის ჯანმრთელობაზე - ირაკლი კობახიძე

17 მარტი, 2026 , 15:27

სახელმწიფო ყველაფერს გააკეთებს იმისათვის, რომ გაგრძელდეს მაქსიმალური ზრუნვა პატრიარქის ჯანმრთელობაზე, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა.   პრემიერ-მინისტრი კავ

უწმინდესისა და უნეტარესის მდგომარეობა რთულია, იმედი უნდა ვიქონიოთ, რომ ყველაფერი კარგად იქნება და პატრიარქი გამოჯანმრთელდება - მიხეილ ყაველაშვილი

17 მარტი, 2026 , 12:56

იმედი უნდა ვიქონიოთ, რომ ყველაფერი კარგად იქნება და პატრიარქი გამოჯანმრთელდება, – ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა, მიხეილ ყაველაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა კავკასიის მედიცინის ცენტრში, სადაც პატრიარქის ჯანმრ

საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ჰემადინამიკური მაჩვენებლები არასტაბილურია - კავკასიის მედიცინის ცენტრის ხელმძღვანელი

17 მარტი, 2026 , 11:24

საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ჰემადინამიკური მაჩვენებლები არასტაბილურია - ამის შესახებ მედიას კავკასიის მედიცინის ცენტრის ხელმძღვანელმა, სოფიო ასპანიძემ განუცხადა.  „პაციენტი გადმოყვანილი იქნა მასიური სისხლ

ვითარება კვლავ რჩება ძალიან რთული, მეტად საყურადღებო, ყველაფერი კეთდება, რომ რაც შეიძლება სწრაფად აღდგეს პატრიარქის ჯანმრთელობისთვის აუცილებელი ყველა მნიშვნელოვანი პარამეტრი - მიხეილ სარჯველაძე

17 მარტი, 2026 , 10:50

ჯანდაცვის მინისტრის, მიხეილ სარჯველაძის განცხადებით, პატრიარქი რჩება რეანიმაციულ განყოფილებაში, ვითარება კვლავ ძალიან რთული და საყურადღებოა. მინისტრის თქმით, ამ მომენტში განსაკუთრებულად მნიშვნელოვანია, რომ სასიცოცხლოდ მნ

თინა ხიდაშელმა გააკეთა განცხადება და ერთ დღეში სცადა მისი უარყოფა,ერთ დღეში როცა გიწევს საკუთარი ტყუილის უარყოფა, აქედან ჩანს,რომ შენ მიზანმიმართულად აზიანებ საქართველოს ეროვნულ ინტერესებს - ირაკლი კობახიძე

9 მარტი, 2026 , 15:42

ჩვენი ექსპორტი ირანში არის ნახევარ პროცენტზე ნაკლები საერთო ვაჭრობაში და იმპორტი ირანიდან არის 1.4%. ასეთ დროს, როცა საუბრობენ, რომ საქართველო გამოიყენება ირანული სანქციების გვერდის ავლისთვის, ეს არის, ერთი, რომ ტყუილი დ

პირდაპირი TV

daily calendar

ვიდეო გალერეა

ზვიად გამსახურდია-26 მაისი