მსოფლიო
ზრდასრულ ამერიკელთა უმრავლესობა აშშ-ის მთავარ მტრად ჩრდილოეთ კორეას ასახელებენ, რუსეთი მეორე ადგილზეა
ზრდასრულ ამერიკელთა 51% აშშ-ის მთავარ საგარეო მტრად ჩრდილოეთ კორეას ასახელებს. ასეთი შედეგი მიიღეს Gallup-ის ყოველწლიურ გამოკითხვაში, რომელიც 1-დან 10 თებერვლამდე ჩატარდა სატელეფონო ზარების საშუალებით რესპოდენტთა შემთხვევითი შერჩევის გზით. სულ გამოკითხვაში მიიღო მონაწილეობა 1.044 ზრდასრულმა პირმა.
ჩრდილოეთ კორეის მაჩვენებელი 2 წელიწადში სამჯერ გაიზარდა. ექსპერტების შეფასებით, ეს გამოწვეულია ფხენიანის მიერ ჩატარებული სარაკეტო გამოცდებითა და ბირთვული ომის დაწყების მუქარებით. ამას ემატება კიმ ჩენ ინისა და დონალდ ტრამპის სიტყვიერი დაპირისპირებები, რომლეიც მთელი წლის განმავლობაში გრძელდებოდა მედიის საშუალებით.
მეორე ადგილზე, 19%-ით გასული რუსეთი ბევრად ჩამორჩება პირველადგილოსანს. გამოკითხვის მიხედვით, ეს გამოწვეულია მოსკოვის სავარაუდო ჩარევით აშშ-ის საპრეზიდენტო არჩევნებში.
დემოკრატი რესპოდენტები თითქმის სამჯერ უფრო ხშირად (30%) უწოდებდნენ რუსეთს აშშ-ის მთავარ მტრად, ვიდრე რესპუბლიკელი რესპოდენტები (9%).
მესამე ადგილზე ჩინეთი მოხვდა 11%-ით, მას მოჰყვება ირანი 7%-ით. ვარაუდობენ, რომ მედიაში რუსეთთან და ჩრდილოეთ კორეასთან დაკავშირებული ნიუსების დომინირებამ ჩააჩოჩა ირანი და ჩინეთი უკანა პლანზე.
საკვანძო სიტყვები:
ისრაელმა ირანში ფართომასშტაბიანი საჰაერო იერიში დაიწყო - „ბიბისი“
23 მარტი, 2026 , 10:42
სიონისტური რეჟიმისა და აშშ-ის გაჩაღებული ომის დასრულების ერთადერთი გზაა ირანის კანონიერი უფლებების აღიარება, რეპარაციების გადახდა და მომავალი აგრესიის წინააღმდეგ საერთაშორისო გარანტიები - მასუდ ფეზეშქიანი
12 მარტი, 2026 , 09:17
საჭიროების შემთხვევაში, აშშ-ს დამატებით შეუძლია, ირანის ინფრასტრუქტურა ერთ საათში გაანადგუროს - დონალდ ტრამპი
12 მარტი, 2026 , 09:09
ირანი ჰორმუზის სრუტეში ნავთობის ნაკადის შეჩერებას თუ შეეცდება, აშშ მას ოცჯერ უფრო ძლიერად დაარტყამს, ვიდრე აქამდე - დონალდ ტრამპი
10 მარტი, 2026 , 09:12
მსოფლიო ბაზარზე ბარელი ნავთობის ფასმა 100 აშშ დოლარს გადააჭარბა
9 მარტი, 2026 , 09:24
ირანის უზენაეს ლიდერად აიათოლა ალი ხამენეის ვაჟი მოჯთაბა აირჩიეს
9 მარტი, 2026 , 09:00


