მსოფლიო
ზბიგნევ ბჟეზინსკი 89 წლის ასაკში გარდაიცვალა
ამერიკელი პოლიტოლოგი, სოციოლოგი და სახელმწიფო მოღვაწე ზბიგნევ ბჟეზინსკი 89 წლის ასაკში ქალაქ ფოლს-ჩერჩის საავადმყოფოში გარდაიცვალა. ამის შესახებ მისმა ქალიშვილმა მიკამ ინსტაგრამზე დაწერა.
ზბიგნევ ბჟეზინსკი პოლონელი ემიგრანტია. ის თავის ოჯახთან ერთად 1930-იან წლებში ჯერ კანადაში გადასახლდა, შემდგომ კი ამერიკის შეერთებულ შტატებში, რომლის მოქალაქეობა 1950-იან წლებში მიიღო.
1966-დან 1968 წლამდე ბჟეზინსკი შედიოდა აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის პოლიტიკის დაგეგმარების საბჭოში. ის იყო არაერთი ამერიკელი პრეზიდენტის მრჩეველი საგარეო ურთიერთობების კუთხით, მაგალითად, ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში მრჩევლად მუშაობდა ჯიმი კარტერის ადმინისტრაციაში 1977-1981 წლებში.
1981 წელს ბჟეზინსკის გადასცეს პრეზიდენტის თავისუფლების მედალი, რომელიც აშშ-ში ერთ-ერთ უმაღლეს ჯილდოდ ითვლება სამოქალაქო პირებისთვის.
ბჟეზინსკი მხარს უჭერდა აშშ-ის აქტიურ საგარეო პოლიტიკას, ასევე ნატოს გაფართოებას. ის აკრიტიკებდა რუსეთს, კერძოდ, აგვისტოს ომის დროს, მან პუტინი ჰიტლერს შეადარა. მისი თქმით, რუსეთის შემოჭრა საქართველოში ეთნიკური რუსების დასაცავად ძალიან ჰგავდა გერმანელების შეჭრას ჩეხოსლოვაკიაში, ისიც ეთნიკური გერმანელეების დაცვის საბაბით.
ბჟეზინსკი თანამშრომლობდა აშშ-ის სტრატეგიულ და საერთაშორისო კვლევების ცენტრთან, ასევე ასწავლიდა ვაშინგტონში ჯონ ჰოპკინსის უნივერსიტეტთან არსებულ პოლა ნიტჩეს სახელობის თანამედროვე საერთაშორისო კვლევის სკოლაში, გარდა ამისა შედიოდა დირექტორთა საბჭოში დემოკრატიის ნაციონალურ მხარდაჭერასა და ორგანიზაცია Freedom House-ში.
ანა მებურიშვილი
საკვანძო სიტყვები:
ისრაელმა ირანში ფართომასშტაბიანი საჰაერო იერიში დაიწყო - „ბიბისი“
23 მარტი, 2026 , 10:42
სიონისტური რეჟიმისა და აშშ-ის გაჩაღებული ომის დასრულების ერთადერთი გზაა ირანის კანონიერი უფლებების აღიარება, რეპარაციების გადახდა და მომავალი აგრესიის წინააღმდეგ საერთაშორისო გარანტიები - მასუდ ფეზეშქიანი
12 მარტი, 2026 , 09:17
საჭიროების შემთხვევაში, აშშ-ს დამატებით შეუძლია, ირანის ინფრასტრუქტურა ერთ საათში გაანადგუროს - დონალდ ტრამპი
12 მარტი, 2026 , 09:09
ირანი ჰორმუზის სრუტეში ნავთობის ნაკადის შეჩერებას თუ შეეცდება, აშშ მას ოცჯერ უფრო ძლიერად დაარტყამს, ვიდრე აქამდე - დონალდ ტრამპი
10 მარტი, 2026 , 09:12
მსოფლიო ბაზარზე ბარელი ნავთობის ფასმა 100 აშშ დოლარს გადააჭარბა
9 მარტი, 2026 , 09:24
ირანის უზენაეს ლიდერად აიათოლა ალი ხამენეის ვაჟი მოჯთაბა აირჩიეს
9 მარტი, 2026 , 09:00


