კომენტარი
ზარქუაზე თავდასხმაზე პირდაპირ ეკისრებათ პასუხისმგებლობა, მათ შორის ევროპული ბიუროკრატიის წარმომადგენლებს, მათი ქმედებებით წახალისებულია ძალადობა კონკრეტული პოლიტიკოსების მიმართ - ირაკლი კობახიძე
ზარქუაზე თავდასხმაზე პირდაპირ ეკისრებათ პასუხისმგებლობა, მათ შორის, იგივე ევროპული ბიუროკრატიის წარმომადგენლებს, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა.
პრემიერის შეფასებით, სწორედ მათი ქმედებებით არის წახალისებული ის ძალადობა, რაც კონკრეტული პოლიტიკოსების მიმართ ხდება.
„რაც შეეხება ზარქუასთან მისულ ადამიანებს, ამ თავდასხმას, ბევრ რამეზე მეტყველებს ეს ფაქტი - ერთი, რომ სახე დააკარგვინეს კონკრეტულ ადამიანებს, არც ქალის, არც ადამიანის, არც კაცის სახე არ აქვთ იმ ლიბერალებს, რომლებიც ჰყავთ ჩართული პირდაპირ ძალადობრივ პროპაგანდაში, ძალადობრივ აქტებში. რა თქმა უნდა, ამ თავდასხმაზე პირდაპირ ეკისრებათ პასუხისმგებლობა, მათ შორის, იგივე ევროპული ბიუროკრატიის წარმომადგენლებს. სწორედ მათი ქმედებებით არის წახალისებული ის ძალადობა, რასაც ვხედავთ ჩვენ კონკრეტული პოლიტიკოსების მიმართ. ეს ყველაფერი არ დარჩება რეაგირების გარეშე“, - განაცხადა პრემიერმა.
საკვანძო სიტყვები:
ჩემი თხოვნა პატრიარქთან შეხვედრის შესახებ უპასუხოდ დატოვა საპატრიარქომ, მიუხედავად იმისა, რომ იმ დროს მოქმედი პრეზიდენტი ვიყავი - სალომე ზურაბიშვილი
17 მარტი, 2026 , 17:31
მინდა პატრიარქს ჯანმრთელობა ვუსურვო, სახელმწიფო ყველაფერს გააკეთებს იმისათვის, რომ გაგრძელდეს მაქსიმალური ზრუნვა პატრიარქის ჯანმრთელობაზე - ირაკლი კობახიძე
17 მარტი, 2026 , 15:27
უწმინდესისა და უნეტარესის მდგომარეობა რთულია, იმედი უნდა ვიქონიოთ, რომ ყველაფერი კარგად იქნება და პატრიარქი გამოჯანმრთელდება - მიხეილ ყაველაშვილი
17 მარტი, 2026 , 12:56
საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ჰემადინამიკური მაჩვენებლები არასტაბილურია - კავკასიის მედიცინის ცენტრის ხელმძღვანელი
17 მარტი, 2026 , 11:24
ვითარება კვლავ რჩება ძალიან რთული, მეტად საყურადღებო, ყველაფერი კეთდება, რომ რაც შეიძლება სწრაფად აღდგეს პატრიარქის ჯანმრთელობისთვის აუცილებელი ყველა მნიშვნელოვანი პარამეტრი - მიხეილ სარჯველაძე
17 მარტი, 2026 , 10:50
თინა ხიდაშელმა გააკეთა განცხადება და ერთ დღეში სცადა მისი უარყოფა,ერთ დღეში როცა გიწევს საკუთარი ტყუილის უარყოფა, აქედან ჩანს,რომ შენ მიზანმიმართულად აზიანებ საქართველოს ეროვნულ ინტერესებს - ირაკლი კობახიძე
9 მარტი, 2026 , 15:42


