კომენტარი
ზაქარია ქუცნაშვილმა და თამაზ მეჭიაურმა, ფაქტობრივად აღიარებით ჩვენება მისცეს - გიორგი კანდელაკი
„ევროპული საქართველოს“ წევრის, გიორგი კანდელაკის შეფასებით, ზაქარია ქუცნაშვილმა და თამაზ მეჭიაურმა გადაცემა „არჩევანში“ ფაქტობრივად აღიარებითი ჩვენება მისცეს.
გადაცემა ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში თიანეთში დამდგარ შედეგს მიეძღვნა, სადაც „ქართული ოცნების“ მერობის კანდიდატმა ლელა ქიტესაშვილმა, ცესკო-ს ოფიციალური მონაცემებით, ხმების 50.03 % აქვს მიღებული და ის თამაზ მეჭიაურს ოთხი ხმით უსწრებს.
თამაზ მეჭიაურის მტკიცებით კი, ადგილი აქვს შედეგების გაყალბებას. მეჭიაურმა არჩევნების გაყალბებასა და მისი ხმების მიტაცებაში „ქართული ოცნების“ მაჟორიტარი დეპუტატი ზაქარია ქუცნაშვილი დაადანაშაულა.
„ეს ხალხი არის „ქართული ოცნების“ სახე. მათ ერთანეთში რაღაც ვერ გაიყვეს. ეს არ არის საინტერესო საზოგადოებისთვის. ორივე მათგანმა მისცა ფაქტობრივად აღიარებითი ჩვენება, რომ კორუფციაც, ნეპოტიზმიც, ჩაწყობაც, ეს არის ის „სტანდარტი“ რაც „ქართულმა ოცნებამ“ დაამკვიდრა. საქმე იმაშია, რომ მთელი „ქართული ოცნებაა“ ასეთი. ეს არის „ქართული ოცნების“ ცხოვრების წესი. მნიშვნელოვანია საზოგადოების რეაქცია, რომ ვამხილოთ ისინი, მაგრამ რამე რადიკალურ ნაბიჯებს საკუთარი თავის წინააღმდეგ „ქართული ოცნება“ არ გადადგამს, სამწუხაროდ“,-აღნიშნა კანდელაკმა.
წუხანდელ გადაცემაში ზაქარია ქუცნაშვილმა, ყოფილ თანაგუნდელზე თამაზ მეჭიაურზე საუბრისას განაცხადა, რომ როდესაც ბიძინა ივანიშვილი გამოჩნდა პოლიტიკაში, თამაზ მეჭიაური წარმოადგენდა მისთვის უკვე მეექვსე პარტიას და მან არაერთხელ სთხოვა, რომ „ქართულ ოცნებაში“ მიეყვანა.
ქუცნაშვილის თქმით, იქიდან გამომდინარე, რომ მისი და მეჭიაურის წინაპრები იყვნენ და-ძმანი და მთის წესის მიხედვით, მან უარი ვერ უთხრა და მიიყვანა. ქუცნაშვილის თქმითვე, იმ დროს თამაზ მეჭიაური „უმუშევარი, გალოთებული სახლში იჯდა დღე და ღამე სვამდა და არაფერს არ აკეთებდა. მე მას შანსი მივეცი. მას ასევე, კორუმპირებული ჩინოვნიკის სახელი ქონდა.“
ამავე გადაცემაში საპასუხოდ თამაზ მეჭიაურმა ქუცნაშვილზე საუბრისას თქვა, „ეგ მყავდა ქაღალდების დამტარებლად საოლქო კომისიაში და ისიც ბოლომდე ვერ მიიყვანა. პირველი დეკლარაცია რომ შეავსო ამან, პირველი რაც კი ჩაწერა, ცოლის მზითევი იყო - „ჟილაია“ და „სპალნა“, თან დიდი თანხები მიუწერა, რომ ძალიან ძვირი იყო. მეტი არაფერი არ ჰქონდა ჩასაწერი, ოროთახიანი „ხრუშჩოვკიდან“ მივიყვანე პარლამენტში, ახლა გადახედეთ მაგის დეკლარაციას, ტომებია უკვე“.
მონიკა დავლიანიძე
საკვანძო სიტყვები:
ჩემი თხოვნა პატრიარქთან შეხვედრის შესახებ უპასუხოდ დატოვა საპატრიარქომ, მიუხედავად იმისა, რომ იმ დროს მოქმედი პრეზიდენტი ვიყავი - სალომე ზურაბიშვილი
17 მარტი, 2026 , 17:31
მინდა პატრიარქს ჯანმრთელობა ვუსურვო, სახელმწიფო ყველაფერს გააკეთებს იმისათვის, რომ გაგრძელდეს მაქსიმალური ზრუნვა პატრიარქის ჯანმრთელობაზე - ირაკლი კობახიძე
17 მარტი, 2026 , 15:27
უწმინდესისა და უნეტარესის მდგომარეობა რთულია, იმედი უნდა ვიქონიოთ, რომ ყველაფერი კარგად იქნება და პატრიარქი გამოჯანმრთელდება - მიხეილ ყაველაშვილი
17 მარტი, 2026 , 12:56
საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ჰემადინამიკური მაჩვენებლები არასტაბილურია - კავკასიის მედიცინის ცენტრის ხელმძღვანელი
17 მარტი, 2026 , 11:24
ვითარება კვლავ რჩება ძალიან რთული, მეტად საყურადღებო, ყველაფერი კეთდება, რომ რაც შეიძლება სწრაფად აღდგეს პატრიარქის ჯანმრთელობისთვის აუცილებელი ყველა მნიშვნელოვანი პარამეტრი - მიხეილ სარჯველაძე
17 მარტი, 2026 , 10:50
თინა ხიდაშელმა გააკეთა განცხადება და ერთ დღეში სცადა მისი უარყოფა,ერთ დღეში როცა გიწევს საკუთარი ტყუილის უარყოფა, აქედან ჩანს,რომ შენ მიზანმიმართულად აზიანებ საქართველოს ეროვნულ ინტერესებს - ირაკლი კობახიძე
9 მარტი, 2026 , 15:42


