კომენტარი
ზალბერის განცხადება საერთაშორისოდ არსებულ სულისკვეთებას ეწინააღმდეგება - გიგი წერეთელი
„ევროპული საქართველოს“ წევრის, გიგი წერეთელის თქმით, ჰერბერტ ზალბერის მიერ გაკეთბეული განცხადება, ეწინააღმდეგება იმ სულისკვეთებას, რომელიც საერთაშორისო საზოგადოებაში ე.წ სამხრეთ ოსეთში მიმდინარე არალეგიტიმური პროცესების მიმართ არსებობს.
ამასთან, როგორც წერეთელმა თემის კომენტირებისას მედიას განუცხადა, საქართველოს შესაბამისმა უწყებებმა, შესაბამისი კითხვები უნდა დასვან.
„ნაკლებად დასაჯერებელია, რომ ასეთმა გამოცდილმა დიპლომატმა , როგორც ჰერბერტ ზალბერია, ამგვარი განცხადება გააკეთა, რომელიც აბსოლუტურად ეწინააღდემგება იმ სულისკვეთებას, რომელიც ჟენევის დისკუსიასაც აქვს და გარდა ამისა, მთელს საერთაშორისო საზოაგდოებას იმ არალეგიტიმურ პროცესთან დაკავშირებით, რომელსაც არჩევნებს უწოდებენ. პირველ რიგში მან თავად უნდა გააკეთოს განმარტება თუ რას ნიშნავს ეს, და გარდა ამისა, ჩვენმა ხელისუფლებამ, საგარეო უწყებამაც, შესაბამისი კითხვები უნდა დასვას“,-აღნიშნა წერეთელმა.
შეგახსენებთ,რომ ევროკავშირის სპეციალურმა წარმომადგენელმა სამხრეთ კავკასიასა და საქართველოს კრიზისების საკითხებში ჰერბერტ ზალბერმა, ოკუპირებული ე.წ სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო პრეზიდენტს ანატოლი ბიბილოვს, ე.წ საპრეზიდენტი არჩევნებში გამარჯვება მიულოცა.
მონიკა დავლიანიძე
საკვანძო სიტყვები:
ჩემი თხოვნა პატრიარქთან შეხვედრის შესახებ უპასუხოდ დატოვა საპატრიარქომ, მიუხედავად იმისა, რომ იმ დროს მოქმედი პრეზიდენტი ვიყავი - სალომე ზურაბიშვილი
17 მარტი, 2026 , 17:31
მინდა პატრიარქს ჯანმრთელობა ვუსურვო, სახელმწიფო ყველაფერს გააკეთებს იმისათვის, რომ გაგრძელდეს მაქსიმალური ზრუნვა პატრიარქის ჯანმრთელობაზე - ირაკლი კობახიძე
17 მარტი, 2026 , 15:27
უწმინდესისა და უნეტარესის მდგომარეობა რთულია, იმედი უნდა ვიქონიოთ, რომ ყველაფერი კარგად იქნება და პატრიარქი გამოჯანმრთელდება - მიხეილ ყაველაშვილი
17 მარტი, 2026 , 12:56
საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ჰემადინამიკური მაჩვენებლები არასტაბილურია - კავკასიის მედიცინის ცენტრის ხელმძღვანელი
17 მარტი, 2026 , 11:24
ვითარება კვლავ რჩება ძალიან რთული, მეტად საყურადღებო, ყველაფერი კეთდება, რომ რაც შეიძლება სწრაფად აღდგეს პატრიარქის ჯანმრთელობისთვის აუცილებელი ყველა მნიშვნელოვანი პარამეტრი - მიხეილ სარჯველაძე
17 მარტი, 2026 , 10:50
თინა ხიდაშელმა გააკეთა განცხადება და ერთ დღეში სცადა მისი უარყოფა,ერთ დღეში როცა გიწევს საკუთარი ტყუილის უარყოფა, აქედან ჩანს,რომ შენ მიზანმიმართულად აზიანებ საქართველოს ეროვნულ ინტერესებს - ირაკლი კობახიძე
9 მარტი, 2026 , 15:42


