კომენტარი
ვურჩევ ემზარ კვიციანს, თუ აქვს დაუკმაყოფილებლობის განცდა, შეუძლია წერილობით ჩამოაყალიბოს - ირაკლი სესიაშვილი
პარლამენტში ორდღიანი კონფერენცია მიმდინარეობს, რომელიც თავდაცვისა და უსაფრთხოების სექტორის რეფორმას შეეხება.
კონფერენციაზე, „პატრიოტთა ალიანსის“ წევრმა, ემზარ კვიციანმა, 2006 წლის კოდორის ხეობაში მიმდინარე მოვლენები გაიხსენა და თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარეს, ირაკლი სესიაშვილს კითხვით მიმართა, არის თუ არა საჭირო, რომ ამ საქმეს გრიფი „საიდუმლო“ მოეხსნას.
როგორც საკითხის კომენტირებისას სესიაშვილმა მედიას განუცხადა, თუ კვიციანს რამე აქვს სათქმელი საზოგადოებისთვის, მას ამის გაკეთება თუნდაც პრესკონფერენციის მოწვევით შეუძლია.
„მე ვურჩევდი მას, რომ თუკი მას აქვს დაუკმაყოფილებლობის განცდა, რომ საზოგადოებას ვერ მიაწოდა საკმარისი ინფორმაცია, მას ამის საშუალება თავადაც აქვს. მას შეუძლია წერილობით ჩამოაყალიბოს, შეუძლია პრესკონფერენცია მოიწვიოს, შეუძლია თავის ადვოკატებთან ერთად საზოგადობას მიაწოდოს ინფორმაცია. მას ამის საშუალება აქვს. მადლობა ღმერთს, მედია თავისუფალია და არავინ არ ზღუდავს მის სიტყვებს“,-აღნიშნა სესიაშვილმა.
მონიკა დავლიანიძე
საკვანძო სიტყვები:
ჩემი თხოვნა პატრიარქთან შეხვედრის შესახებ უპასუხოდ დატოვა საპატრიარქომ, მიუხედავად იმისა, რომ იმ დროს მოქმედი პრეზიდენტი ვიყავი - სალომე ზურაბიშვილი
17 მარტი, 2026 , 17:31
მინდა პატრიარქს ჯანმრთელობა ვუსურვო, სახელმწიფო ყველაფერს გააკეთებს იმისათვის, რომ გაგრძელდეს მაქსიმალური ზრუნვა პატრიარქის ჯანმრთელობაზე - ირაკლი კობახიძე
17 მარტი, 2026 , 15:27
უწმინდესისა და უნეტარესის მდგომარეობა რთულია, იმედი უნდა ვიქონიოთ, რომ ყველაფერი კარგად იქნება და პატრიარქი გამოჯანმრთელდება - მიხეილ ყაველაშვილი
17 მარტი, 2026 , 12:56
საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ჰემადინამიკური მაჩვენებლები არასტაბილურია - კავკასიის მედიცინის ცენტრის ხელმძღვანელი
17 მარტი, 2026 , 11:24
ვითარება კვლავ რჩება ძალიან რთული, მეტად საყურადღებო, ყველაფერი კეთდება, რომ რაც შეიძლება სწრაფად აღდგეს პატრიარქის ჯანმრთელობისთვის აუცილებელი ყველა მნიშვნელოვანი პარამეტრი - მიხეილ სარჯველაძე
17 მარტი, 2026 , 10:50
თინა ხიდაშელმა გააკეთა განცხადება და ერთ დღეში სცადა მისი უარყოფა,ერთ დღეში როცა გიწევს საკუთარი ტყუილის უარყოფა, აქედან ჩანს,რომ შენ მიზანმიმართულად აზიანებ საქართველოს ეროვნულ ინტერესებს - ირაკლი კობახიძე
9 მარტი, 2026 , 15:42


