კომენტარი
ვულოცავ ,,ქართულ ოცნებას,“ რომ მოახერხა ,,ნაცმოს“ სრული რეანიმაცია-რეაბილიტაცია - გია ხუხაშვილი
პოლიტოლოგი გია ხუხაშვილი არჩევნების შედეგებთან დაკავშირებით ფეისბუქის პირად გვერდზე პოსტს აქვეყნებს:
„შექმნილი ვითარების მცირე ანალიზი. „ნაცმოს“ განაცხადი პოლიტიკურად აბსოლუტურად ლოგიკურია და შემდეგ მიზნებს და გათვლებს გულისხმობს.
ერთის მხრივ, მათთვის პრინციპულად მნიშვნელოვანია „ქართული ოცნების“ სიბრიყვით ნაჩუქარი გაზრდილ ელექტორატში საბრძოლო სულის შენარჩუნება და ამას სჭირდება პოლიტიკური ტაფისთვის მუდმივად ცეცხლის შეკეთება. მეორეს მხრივ, დღევანდელი მდგომარეობით საპარლამენტო არჩევნებისთვის ასეთი არითმეტიკა გვაქვს სახეზე:
„ნაცმო“ - 800 000 ამომრჩეველი. „ქ.ო“ - 500 000 დაახლოებით. დანარჩენი, 700 000 შედგება ანტი-ნაცისგან, ულტრა-კონსერვატული ძალებისა და სოციალური რისკებისგან. ეს ხმები ნაწილდება „პატრიოტთა ალიანსზე“, ახალ პოლიტიკურ ცენტრებზე და მემარცხენე პარტიებზე.
შესაბამისად, ელექტორალურად ნაცმოძრაობა უკვე პირველ ადგილზეა, თუმცა არა საკონტროლო პაკეტით.
ბუნებრივია, ამ ვითარებაში, რაც უფრო მალე იქნება არჩევნები, მით მეტი შანსი აქვთ გაძლიერების და გარკვეულ განვითარებაში ძალაუფლების დაბრუნებისაც კი, თუ მემარცხენე პარტიებთან პოსტ-საარჩევნოდ საერთო ენა გამონახეს.
ცალკე ევროპულ დემოკრატებზე - მათ ამდენი შრომით წართმეული ელექტორატი უკან დაუბრუნეს ნაცმოს და შესაბამისად ამ პარტიაში რეინტეგრაციის გარდა სხვა მანევრი აღარ აქვთ.
ვულოცავ ქართულ ოცნებას, რომ მოახერხა ნაცმოს სრული რეანიმაცია-რეაბილიტაცია, რითაც მხოლოდ თვითონ კი არ გაიჩალიჩა (წყალსაც წაუღია), ჩვენც და ქვეყანასაც გაგვიჩალიჩა.
ახლა უკვე ჩვენი ამოცანაა ამ მოცემულობის რეალობად ქცევის არ დაშვება..“. - წერს გია ხუხაშვილი.
საკვანძო სიტყვები:
ჩემი თხოვნა პატრიარქთან შეხვედრის შესახებ უპასუხოდ დატოვა საპატრიარქომ, მიუხედავად იმისა, რომ იმ დროს მოქმედი პრეზიდენტი ვიყავი - სალომე ზურაბიშვილი
17 მარტი, 2026 , 17:31
მინდა პატრიარქს ჯანმრთელობა ვუსურვო, სახელმწიფო ყველაფერს გააკეთებს იმისათვის, რომ გაგრძელდეს მაქსიმალური ზრუნვა პატრიარქის ჯანმრთელობაზე - ირაკლი კობახიძე
17 მარტი, 2026 , 15:27
უწმინდესისა და უნეტარესის მდგომარეობა რთულია, იმედი უნდა ვიქონიოთ, რომ ყველაფერი კარგად იქნება და პატრიარქი გამოჯანმრთელდება - მიხეილ ყაველაშვილი
17 მარტი, 2026 , 12:56
საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ჰემადინამიკური მაჩვენებლები არასტაბილურია - კავკასიის მედიცინის ცენტრის ხელმძღვანელი
17 მარტი, 2026 , 11:24
ვითარება კვლავ რჩება ძალიან რთული, მეტად საყურადღებო, ყველაფერი კეთდება, რომ რაც შეიძლება სწრაფად აღდგეს პატრიარქის ჯანმრთელობისთვის აუცილებელი ყველა მნიშვნელოვანი პარამეტრი - მიხეილ სარჯველაძე
17 მარტი, 2026 , 10:50
თინა ხიდაშელმა გააკეთა განცხადება და ერთ დღეში სცადა მისი უარყოფა,ერთ დღეში როცა გიწევს საკუთარი ტყუილის უარყოფა, აქედან ჩანს,რომ შენ მიზანმიმართულად აზიანებ საქართველოს ეროვნულ ინტერესებს - ირაკლი კობახიძე
9 მარტი, 2026 , 15:42


