უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

კომენტარი

21 მაისი, 2025 09:46
font-size

ვუყურებ და მიკვირს: ამ ტვ იბერიას, ამ ჰოლდინგს და სულაც კომპანია ომეგას ან დამფუძნებელი არ ყავდა, ან დირექტორი, ან მენეჯერი მაინც, რომ ამხელა ფილარმონია კომისია მხოლოდ ტვ კორესპონდენტის მონაყოლის ამარა დარჩენილა - ნატო ჩხეიძე

ამ ტვ იბერიას, ამ ჰოლდინგს და სულაც კომპანია ომეგას ან დამფუძნებელი არ ყავდა, ან დირექტორი, ან მენეჯერი მაინც, რომ ამხელა ფილარმონია კომისია მხოლოდ ტვ კორესპონდენტის მონაყოლის ამარა დარჩენილა და მას სთხოვენ, მოგვიყევი იბერია როგორ დახურესო, ტყვიები როგორ ისროლესო, ხალხი როგორ დატოვეს უმუშევარიო, - ამის შესახებ პარლამენტის ყოფილი დეპუტატი ნატო ჩხეიძე სოციალურ ქსელში წერს.

„სერიიდან: რა ამბავ მოხდა ეღოსა…

ქ- ნი წულუკიანის კომისიის მორიგ სხდომაზე ჟურნალისტი გამოჩნდა, იმ დროზე ლაპარაკობდა, როცა ტვ იბერიას კორესპონდენტი იყო. ცოტა ხანს იმუშავა ჟურნალუსტ/ კორესპონდენტად და მერე დაიხურა კიდეც ტვ იბერია მაშინდელი მთავრიბის უსამართლო და ძალაადობრივი ქმედებების შედეგად.

2004 წლის თებერვალის ამბებზე საუბრობდა იბერიას კორესპონდენტი, - ჩვენთან შემოვარდნენო, ნიღბებითო, სპერაზმელებითო, ტელევიზიაშიო, გაზეთშიო, სააგენტოშიო, სტამბაშიო, ჩვენ ხომ ჰოლდიგი გვქონდაო.

ფაბრიკაშიც შევარდნენო, გვესროლესო, რაც დაგვაბრალეს, სულ ტყუილი იყოო და ყვებოდა და ყვებოდა რაც ნახა და გაიგონა იმ დროს და იმ გარემოში.

ვუყურებ და მიკვირს:

ამ ტვ იბერიას, ამ ჰოლდინგს და სულაც კომპანია ომეგას ან დამფუძნებელი არ ყავდა, ან დირექტორი, ან მენეჯერი მაინც, რომ ამხელა ფილარმონია კომისია მხოლოდ ტვ კორესპონდენტის მონაყოლის ამარა დარჩენილა და მას სთხოვენ, მოგვიყევი იბერია როგორ დახურესო, ტყვიები როგორ ისროლესო, ხალხი როგორ დატოვეს უმუშევარიო…

სხდომაზე თანამშრომელს იწვევენ და ეკითხებიან, რადგან: იბერია როცა დაიხურა 2004 წელს მაშინდელი სამთავრობო ძალადობით, ამის აღნიშვნა/აღწერა კი უნდათ, მაგრამ ზუსტად იგივე იბერია რომ დაიხურა 2018 წელს ახლა უკვე ქართული ოცნების მთავრობის ძალადობით, ამის გახსენება არ ნებავთ.

ომეგას გაწეწვა რომ უნდოდა წინა მთავრობას და ცრუბრალდებებით სპეცრაზმით შეუვარდნენ და გააჩერეს კომპანია და ახლა უი, უი, ამდენი თანამშრომელი უმუშევარი დარჩაო?.. ყასიდი თანაგრძნობით რომ კითხულობენ და თავებს აქეთ/იქით რომ იქნევენ კომისიის წევრები,- ამის ჩაწერა/აღნუსხვა კი უნდათ, მაგრამ მაგათმა მთავრობამ რომ მოინდომა ომეგას გაწეწვა 2015 წლიდან დაწყებული და სრულად რომ გააჩერა ომეგას მუშაობა და უამრავი მომუშავე ადამიანი რომ უმუშევარი დარჩა, ამის სტატისტიკა, ცხადია, არ უნდათ.

- 2004 წელს ტვ იბერიას დახურვის საკითხი გამოიძია ქართული ოცნების პროკურატურამ და დამნაშავედ ცნო მაშინდელი გენერალური პროკურორიო, - ამის აღნიშვნა კი უნდათ, და დაზარალებულ იბერიას რომ კომპენსაცია არ ეკუთვნისო, ასე რომ გადაწყდა ამათ კლანურ სასამართლოში, ამის გახსენება აბა რად ენდომებათ.

სამაგიეროდ,

2018 წელს დახურული იბერიასა და ომეგას კომპანიების სარჩელები რომ იხილება ახლა ლონდონის სასამართლოსა და სტოკჰოლმის არბიტრაჟში, ცალკე მთავრობის ადვოკატები და ცალკე ივანიშვილ/ფარცხალაძე და სხვათა ადვოკატები ტირილ/წუწუნით გაიძახიან, ჩვენ ლამის 2 მლნ დოლარი დავხარჯეთ ლონდონის სასამართლოშიო, და ჩვენ კი ლამის 20 მლნ არბიტრაჟშიო.

ჰო, მართლა, ქ- ნი წულუკიანი იუსტიციის მინისტრი გახლდათ იმ დროს და კულუარული ინფორმაციით სტატუსისა და გავლენის შესაბამის მონაწილეობას იღებდა ომეგას წინააღმდეგ მიმართულ სამთავრობო ძალადობრივ პროცესებში.

ერთი სიტყვით, კომისიის ქ- მა თავმჯდომარემ კარგად იცის ძლიერ კომპანიას რაც დამართა მისმა პარტიამ და განსაკუთრებით კი საპატიო თავმჯდომარის პირადმა შურისძიებამ და ტვ კორესპონდენტს უსმენდა გულმოდგინედ და გარეგნული ემოციით ; და აბა დამფუძნებლის ან მენეჯმენტის მოსმენა რად ენდომებოდა?..

- ვინმე უცხოელი თუ გამოეხმაურა მაშინდელ ამბებსო, - კითხვა დასვა ნაცმოძრაობის დროინდელმა სახალხო დამცველმა და ახლანდელი ხელოვნური ოპოზიციის ლიდერმა და აბა, რომ არ ახსოვდა ტვ ჟურნალისტს ასეთი რამ?..

აი, დამფუძნებლისთვის რომ ეკითხათ, ან მაღალი მენეჯმენტისთვის მაინც, კი მიიღებდნენ მათთვის საინტერესო კითხვაზე პასუხს.

კიო, ეტყოდნენ ისინი.

დაინტერესდა და თქვა კიდეც სათქმელიო, მაგალითად ვალტერ შვიმერმაო, ( ევროსაბჭოს გენერალური მდივანი)

მაგალითად, ჯორჯ სოროსმაო…

აბა და ჟურნალისტ/ კორესპონდენტს ყველაფერი ხომ ვერ ეხსომებოდა 21 წლის წინათ მომხდარი ამბებიდან?

არ ახსოვდა და ვერც თქვა.

მე მახსოვს.

მაშინდელიც და ახლანდელიც:))

ჰოდა, ეს ჩვენი საგამოძიებო კომისიის წევრები და მათი ქ- ნი თავ-რე მათთვის საძიებელი თემების მოსმენისას სულ:

უი, უი, ვაი, ვაუ, ეს რა მომხდარა, ეს რა ჩაუდენიათ, ისევ მთავრობაში ყოფნა უნდათ, გაიგოს ხალხმა და იცოდეს, ვინ იყვნენ და რანი იყვნენო - იძახდნენ წამდაუწუმ…

ისე, 2004 წელს ნაცმოძრაობის მიერ გაჩერებული ომეგა ერთ წელიწადში ამუშავდა.

და 2018 წელს ქართული ოცნების მიერ გაჩერებული ომეგა ჯერაც არ ამუშავებულა.

თუმც, მოვა დრო და დასრულდება ლონდონ-სტოკჰოლმის სასამართლოები;

მერე მოვა დრო და დასრულდებიან ესენიც და მერე მოვა დრო და მორიგი საგამოძიებო კომისიის თავმჯდომარე სხდომის წევრებიანად თავს აქეთ/იქით გადააქნევენ და წამდაუწუმ იტყვიან:

უი, უი, ვაი, ვაუ, ეს რა მომხდარა ქართული ოცნების მმართველობის დროს, ეს რა ჩაუდენიათ, გაიგოს ხალხმა და იცოდეს, ვინ იყვნენ მთავრობაშიო, ვაი, ვაი, უი, უიო…“ - დაწერა ნატო ჩხეიძემ

შეგახსენებთ, ჟურნალისტმა ვახტანგ ხუზმიაშვილმა „2003-2012 წლებში მოქმედი რეჟიმისა და რეჟიმის პოლიტიკური თანამდებობის პირების საქმიანობის შემსწავლელი დროებითი საგამოძიებო კომისიის“ სხდომაზე ტელეკომპანია „იბერიაში“ სპეცრაზმის შესვლა გაიხსენა.

ხოლო, გურამ მაჭარაშვილმა განაცხადა, რომ საერთაშორისო პარტნიორების პროტესტი არ იყო იმიტომ, რომ ხელისუფლებაში მათი წარმომადგენელი სააკაშვილი იყო და მაშინ, როგორც ჩანს, შეიძლებოდა ასეთ ფაქტებზე თვალის დახუჭვა.

ჩემი თხოვნა პატრიარქთან შეხვედრის შესახებ უპასუხოდ დატოვა საპატრიარქომ, მიუხედავად იმისა, რომ იმ დროს მოქმედი პრეზიდენტი ვიყავი - სალომე ზურაბიშვილი

17 მარტი, 2026 , 17:31

ჩემი თხოვნა პატრიარქთან შეხვედრის შესახებ უპასუხოდ დატოვა საპატრიარქომ, მიუხედავად იმისა, რომ იმ დროს მოქმედი პრეზიდენტი ვიყავი, - წერს სოციალურ ქსელში საქართველოს მეხუთე პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი. „არ ვიცი, რა

მინდა პატრიარქს ჯანმრთელობა ვუსურვო, სახელმწიფო ყველაფერს გააკეთებს იმისათვის, რომ გაგრძელდეს მაქსიმალური ზრუნვა პატრიარქის ჯანმრთელობაზე - ირაკლი კობახიძე

17 მარტი, 2026 , 15:27

სახელმწიფო ყველაფერს გააკეთებს იმისათვის, რომ გაგრძელდეს მაქსიმალური ზრუნვა პატრიარქის ჯანმრთელობაზე, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა.   პრემიერ-მინისტრი კავ

უწმინდესისა და უნეტარესის მდგომარეობა რთულია, იმედი უნდა ვიქონიოთ, რომ ყველაფერი კარგად იქნება და პატრიარქი გამოჯანმრთელდება - მიხეილ ყაველაშვილი

17 მარტი, 2026 , 12:56

იმედი უნდა ვიქონიოთ, რომ ყველაფერი კარგად იქნება და პატრიარქი გამოჯანმრთელდება, – ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა, მიხეილ ყაველაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა კავკასიის მედიცინის ცენტრში, სადაც პატრიარქის ჯანმრ

საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ჰემადინამიკური მაჩვენებლები არასტაბილურია - კავკასიის მედიცინის ცენტრის ხელმძღვანელი

17 მარტი, 2026 , 11:24

საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ჰემადინამიკური მაჩვენებლები არასტაბილურია - ამის შესახებ მედიას კავკასიის მედიცინის ცენტრის ხელმძღვანელმა, სოფიო ასპანიძემ განუცხადა.  „პაციენტი გადმოყვანილი იქნა მასიური სისხლ

ვითარება კვლავ რჩება ძალიან რთული, მეტად საყურადღებო, ყველაფერი კეთდება, რომ რაც შეიძლება სწრაფად აღდგეს პატრიარქის ჯანმრთელობისთვის აუცილებელი ყველა მნიშვნელოვანი პარამეტრი - მიხეილ სარჯველაძე

17 მარტი, 2026 , 10:50

ჯანდაცვის მინისტრის, მიხეილ სარჯველაძის განცხადებით, პატრიარქი რჩება რეანიმაციულ განყოფილებაში, ვითარება კვლავ ძალიან რთული და საყურადღებოა. მინისტრის თქმით, ამ მომენტში განსაკუთრებულად მნიშვნელოვანია, რომ სასიცოცხლოდ მნ

თინა ხიდაშელმა გააკეთა განცხადება და ერთ დღეში სცადა მისი უარყოფა,ერთ დღეში როცა გიწევს საკუთარი ტყუილის უარყოფა, აქედან ჩანს,რომ შენ მიზანმიმართულად აზიანებ საქართველოს ეროვნულ ინტერესებს - ირაკლი კობახიძე

9 მარტი, 2026 , 15:42

ჩვენი ექსპორტი ირანში არის ნახევარ პროცენტზე ნაკლები საერთო ვაჭრობაში და იმპორტი ირანიდან არის 1.4%. ასეთ დროს, როცა საუბრობენ, რომ საქართველო გამოიყენება ირანული სანქციების გვერდის ავლისთვის, ეს არის, ერთი, რომ ტყუილი დ

პირდაპირი TV

daily calendar

ვიდეო გალერეა

ზვიად გამსახურდია-26 მაისი