კომენტარი
ვთვლი, რომ სიგარეტის ნებისმიერი ბიზნესი მსოფლიოში უნდა გაკოტრდეს ხვალვე - აკაკი ზოიძე
კარგად იცით, რა წარმოდგენა მაქვს სიგარეტის ბიზნესზე - ვთვლი, რომ სიგარეტის ნებისმიერი ბიზნესი მსოფლიოში უნდა გაკოტრდეს ხვალვე, სულ ერთია ეს იქნება ქართული, თუ საერთაშორისო, - განუცხადა ჟურნალისტებს დეპუტატმა აკაკი ზოიძემ " ომეგა ჯგუფის" გარშემო მიმდინარე პროცესების კომენტირებისას.
მისი თქმით, "სიგარეტის ბიზნესი არის სიკვდილის ბიზნესი".
,,უნდა დადგინდეს, არის თუ არა გავრცელებული ჩანაწერი ავთენტური. დიდი შანსია, რომ ეს იყოს თაღლითობა. ადრე ამას აფერისტობა ერქვა, როცა ადამიანები ახსენებენ კონკრეტულ სახელებს, რომ მათ აქვთ თითქოს უფლებამოსილება გადაწყვიტონ საკითხები. რაც კაცობრიობა არსებობს, ასეთი აფიორებიც არსებობს. ამიტომ შეიძლება იყოს თაღლითობა, შეიძლება იყოს კორუფციის ნიშნები. უნდა დადგინდეს არის თუ არა სიმართლე. თუ სიმართლეა უმკაცრესი რეაგირება იქნება საჭირო, მაგრამ ეს არ ათავისუფლებს ტელეკომპანია ,,იბერიას’’ ვალდებულებისგან, რომ გადასახადები გადაიხადონ.
მფლობელები ჟურნალისტებზე ზეწოლას ახდენენ. ჩვენი მიზანია, გადასახადები ამოვიღოთ, იყოს სამუშაო ადგილები და არა ის, რომ ვიღაც გააჩერო და დააჯარიმო. გადასახადის გადახდის ვალდებულებისგან მედია თავისუფლებაზე აპელირება არ ათავისუფლებს", - განაცხადა ზოიძემ.
ცნობისთვის, სამაუწყებლო კომპანია "რუსთავი2"-მა აუდიოჩანაწერი გაავრცელა, სადაც მათი წყაროს ინფორმაციით, ერთმანეთს სპორტის ყოფილი მინისტრი ლევან ყიფიანი და „ომეგა ჯგუფის” დამფუძნებელი ზაზა ოქუაშვილი ესაუბრებიან. მათივე ინფორმაციით, ჩანაწერში ლევან ყიფიანი ამბობს, რომ "ომეგა ჯგუფის" პრობლემებს უჩა მამაცაშვილი აგვარებდა, სანაცვლოდ კი ორ მილიონს ითხოვდა.
საკვანძო სიტყვები:
ჩემი თხოვნა პატრიარქთან შეხვედრის შესახებ უპასუხოდ დატოვა საპატრიარქომ, მიუხედავად იმისა, რომ იმ დროს მოქმედი პრეზიდენტი ვიყავი - სალომე ზურაბიშვილი
17 მარტი, 2026 , 17:31
მინდა პატრიარქს ჯანმრთელობა ვუსურვო, სახელმწიფო ყველაფერს გააკეთებს იმისათვის, რომ გაგრძელდეს მაქსიმალური ზრუნვა პატრიარქის ჯანმრთელობაზე - ირაკლი კობახიძე
17 მარტი, 2026 , 15:27
უწმინდესისა და უნეტარესის მდგომარეობა რთულია, იმედი უნდა ვიქონიოთ, რომ ყველაფერი კარგად იქნება და პატრიარქი გამოჯანმრთელდება - მიხეილ ყაველაშვილი
17 მარტი, 2026 , 12:56
საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ჰემადინამიკური მაჩვენებლები არასტაბილურია - კავკასიის მედიცინის ცენტრის ხელმძღვანელი
17 მარტი, 2026 , 11:24
ვითარება კვლავ რჩება ძალიან რთული, მეტად საყურადღებო, ყველაფერი კეთდება, რომ რაც შეიძლება სწრაფად აღდგეს პატრიარქის ჯანმრთელობისთვის აუცილებელი ყველა მნიშვნელოვანი პარამეტრი - მიხეილ სარჯველაძე
17 მარტი, 2026 , 10:50
თინა ხიდაშელმა გააკეთა განცხადება და ერთ დღეში სცადა მისი უარყოფა,ერთ დღეში როცა გიწევს საკუთარი ტყუილის უარყოფა, აქედან ჩანს,რომ შენ მიზანმიმართულად აზიანებ საქართველოს ეროვნულ ინტერესებს - ირაკლი კობახიძე
9 მარტი, 2026 , 15:42


