მსოფლიო
ვპირდები პეტრო პოროშენკოს, რომ ის უკრაინის ციხეში მოხვდება - მიხეილ სააკაშვილი
უკრაინიდან დეპორტირებული მიხეილ სააკაშვილის მტკიცებით, მომხდარის მიუხედავად ის უკრაინელ პოლიტიკოსად რჩება.
„ჩემი მოშორების მცდელობა უბრალოდ განწირულია მარცხისთვის. მე ვრჩები უკრაინელ პოლიტიკოსად, ისევე როგორც ვრჩები ქართველად, და აუცილებლად აღვიდგენ უკრაინის მოქალაქეობას“, -თქვა საქართველოს ექს-პრეზიდენტმა ვარშავაში მიმდინარე პრესკონფერენციაზე.
სააკაშვილის თქმით, დაკავებისას მან ტრავმა მიიღო.
„იცით, გუშინდელის შემდეგ ძალიან მტკივა კისერი, რადგან ისინი [სპეცრაზმელებმა დააკავეს] მთელი გზა მგუდავდნენ. მინდა ვთქვა, რომ უკრაინელ ხალხთან ერთად უკრაინულ ოლიგარქს კისერს მოვტეხ“, - აღნიშნა ოდესის ყოფილმა გუბერნატორმა.
სააკაშვილი დაპირდა პოროშენკოს, რომ მას ციხეში ჩასვამს.
„მე მაქვს შესაბამისი გამოცდილება და ვიცი, როგორ უნდა იმუშაოს ციხეებმა. ამიტომ მე ვპირდები პეტრო პოროშენკოს, იური ლუცენკოს, არსენ ავაკოვსა და რინატ ახმეტოვს, რომ ისინი უკრაინის ციხეებში მოხვდებიან“, - აღნიშნა სააკაშვილმა.
გუშინ სპეცრაზმელთა ჯგუფმა სააკაშვილი კიევში, რესტორან „სულგუნში“ დააკავა. შემდეგ ოდესის ექს-გუბერნატორი კერძო თვითმფრინავით პოლონეთში გადაიყვანეს „რეადმისიასთან“ [არალეგალის იმ ქვეყანაში დაბრუნება, საიდანაც ის არალეგალურად შევიდა სხვა სახელმწიფოში] დაკავშირებული განცხადების მიხედვით, რომელიც პოლონურ მხარეს უკრაინის ეროვნულმა საიმიგრაციო სამსახურმა მიაწოდა.
ანა მებურიშვილი
საკვანძო სიტყვები:
ისრაელმა ირანში ფართომასშტაბიანი საჰაერო იერიში დაიწყო - „ბიბისი“
23 მარტი, 2026 , 10:42
სიონისტური რეჟიმისა და აშშ-ის გაჩაღებული ომის დასრულების ერთადერთი გზაა ირანის კანონიერი უფლებების აღიარება, რეპარაციების გადახდა და მომავალი აგრესიის წინააღმდეგ საერთაშორისო გარანტიები - მასუდ ფეზეშქიანი
12 მარტი, 2026 , 09:17
საჭიროების შემთხვევაში, აშშ-ს დამატებით შეუძლია, ირანის ინფრასტრუქტურა ერთ საათში გაანადგუროს - დონალდ ტრამპი
12 მარტი, 2026 , 09:09
ირანი ჰორმუზის სრუტეში ნავთობის ნაკადის შეჩერებას თუ შეეცდება, აშშ მას ოცჯერ უფრო ძლიერად დაარტყამს, ვიდრე აქამდე - დონალდ ტრამპი
10 მარტი, 2026 , 09:12
მსოფლიო ბაზარზე ბარელი ნავთობის ფასმა 100 აშშ დოლარს გადააჭარბა
9 მარტი, 2026 , 09:24
ირანის უზენაეს ლიდერად აიათოლა ალი ხამენეის ვაჟი მოჯთაბა აირჩიეს
9 მარტი, 2026 , 09:00


