მსოფლიო
ვლადიმირ ზელენსკი აშშ-დან ლონდონში ევროპელ ლიდერებთან შესახვედრად გაემგზავრა
მედიის ინფორმაციით, უკრაინის პრეზიდენტი ვლადიმირ ზელენსკი ამერიკის შეერთებული შტატების სამხედრო ავიაბაზა „ენდრიუსიდან“ ლონდონისკენ გაემგზავრა.
ზელენსკი მონაწილეობას მიიღებს ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრის, კირ სტარმერის მიერ ორგანიზებულ ევროპელი ლიდერების სამიტში, რომელმაც ბოლო მოვლენების ფონზე კიდევ უფრო დიდი მნიშვნელობა შეიძინა.
ბრიტანეთის ვაჭრობის მინისტრმა, დაგლას ალექსანდერმა BBC Radio 4-ის გადაცემაში „Any Questions“ განაცხადა, რომ „ოვალური კაბინეტის სცენები არა მხოლოდ ღრმად შემაშფოთებელი და გამაფრთხილებელია, არამედ მკაფიოდ აჩვენებს, თუ როგორ შეიცვალა სამყარო, რომელშიც უკანასკნელი 80 წელი ვცხოვრობდით.“
მან ასევე ვლადიმირ ზელენსკის „ევროპის ყველაზე მამაც პოლიტიკურ ლიდერად“ მოიხსენია მეორე მსოფლიო ომის დროინდელი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრის, უინსტონ ჩერჩილის შემდეგ.
ევროპის დიპლომატიის ხელმძღვანელმა, კაია კალასმა კი აღნიშნა, რომ „ახლა ცხადია, თავისუფალ სამყაროს ახალი ლიდერი სჭირდება“ და დასძინა: „ჩვენ, ევროპელებმა, ეს გამოწვევა უნდა მივიღოთ.“
საკვანძო სიტყვები:
ისრაელმა ირანში ფართომასშტაბიანი საჰაერო იერიში დაიწყო - „ბიბისი“
23 მარტი, 2026 , 10:42
სიონისტური რეჟიმისა და აშშ-ის გაჩაღებული ომის დასრულების ერთადერთი გზაა ირანის კანონიერი უფლებების აღიარება, რეპარაციების გადახდა და მომავალი აგრესიის წინააღმდეგ საერთაშორისო გარანტიები - მასუდ ფეზეშქიანი
12 მარტი, 2026 , 09:17
საჭიროების შემთხვევაში, აშშ-ს დამატებით შეუძლია, ირანის ინფრასტრუქტურა ერთ საათში გაანადგუროს - დონალდ ტრამპი
12 მარტი, 2026 , 09:09
ირანი ჰორმუზის სრუტეში ნავთობის ნაკადის შეჩერებას თუ შეეცდება, აშშ მას ოცჯერ უფრო ძლიერად დაარტყამს, ვიდრე აქამდე - დონალდ ტრამპი
10 მარტი, 2026 , 09:12
მსოფლიო ბაზარზე ბარელი ნავთობის ფასმა 100 აშშ დოლარს გადააჭარბა
9 მარტი, 2026 , 09:24
ირანის უზენაეს ლიდერად აიათოლა ალი ხამენეის ვაჟი მოჯთაბა აირჩიეს
9 მარტი, 2026 , 09:00


