მსოფლიო
ვლადიმირ პუტინი ევროპისთვის საფრთხეს არ წარმოადგენს - მარინ ლე პენი
საფრანგეთის პრეზიდენტობის კანდიდატი, ულტრამემარჯვენე პარტიის „ეროვნული ფრონტის“ ლიდერი მარინ ლე პენი, მიიჩნევს, რომ რუსეთი ევროპისთვის საფრთხეს არ წარმოადგენს.
„ამის საერთოდ არ მჯერა. ვფიქრობ, ეს დიდი ტყუილია“,-განაცხადა ლე პენმა ტელეკომპანია CBS-თვის მიცემულ ინტერვიუში.
მისი თქმით, ევროპისთვის დიდ საფრთხეს „ცივი ომის“ პოლიტიკა წარმოადგენს, რომელიც, მისი თქმით, „რუსეთს ჩინეთისკენ უბიძგებს“.
ჟურნალისტის კითხვაზე, მიიჩნევს თუ არა იგი ვლადიმირ პუტინს ევროპისთვის და მთელი რეგიონისთვის საფრთხედ, პრეზიდენტობის კანდიდატმა აღნიშნა, რომ „პუტინს არაფერი ჩაუდენია ისეთი, რომ ასეთი დასკვნა გამოიტანოს“.
ინტერვიუში საუბარი იმ 9 მილიონ ევროსაც შეეხო, რომელიც ლე პენმა ჩეხეთ-რუსეთის ბანკისგან 2014 წელს მიიღო.
ლე პენის განმარტებით, მან აღნიშნულ ბანკში კრედიტი იმიტომ აიღო, რომ ფრანგული ბანკები მას პარტიის დასაფინანსებლად, თანხას არ აძლევდნენ.
საფრანგეთში საპრეზიდენტო არჩევნების პირველი ტური 23 აპრილს გაიმართება.
მეორე ტური იმ შემთხვევაში გაიმართება, თუ ვერც ერთი კანდიდატი ხმათა უმრავლესობას ვერ მოიპოვებს და ასეთ შემთხვევაში 7 მაისს გაიმართება.
მონიკა დავლიანიძე
საკვანძო სიტყვები:
ისრაელმა ირანში ფართომასშტაბიანი საჰაერო იერიში დაიწყო - „ბიბისი“
23 მარტი, 2026 , 10:42
სიონისტური რეჟიმისა და აშშ-ის გაჩაღებული ომის დასრულების ერთადერთი გზაა ირანის კანონიერი უფლებების აღიარება, რეპარაციების გადახდა და მომავალი აგრესიის წინააღმდეგ საერთაშორისო გარანტიები - მასუდ ფეზეშქიანი
12 მარტი, 2026 , 09:17
საჭიროების შემთხვევაში, აშშ-ს დამატებით შეუძლია, ირანის ინფრასტრუქტურა ერთ საათში გაანადგუროს - დონალდ ტრამპი
12 მარტი, 2026 , 09:09
ირანი ჰორმუზის სრუტეში ნავთობის ნაკადის შეჩერებას თუ შეეცდება, აშშ მას ოცჯერ უფრო ძლიერად დაარტყამს, ვიდრე აქამდე - დონალდ ტრამპი
10 მარტი, 2026 , 09:12
მსოფლიო ბაზარზე ბარელი ნავთობის ფასმა 100 აშშ დოლარს გადააჭარბა
9 მარტი, 2026 , 09:24
ირანის უზენაეს ლიდერად აიათოლა ალი ხამენეის ვაჟი მოჯთაბა აირჩიეს
9 მარტი, 2026 , 09:00


