მსოფლიო
ვლადიმირ პუტინი ამერიკელ ბიზნესმენებს დახმარებას სთხოვს
რუსეტთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა პირობა დადო, რომ ყველაფერს გააკეთებს იმისთვის, რომ ამერიკელი ბიზნესმენებისთვის რუსეთში ბიზნესის კეთება მომგებიანი იყოს.
სანქტ-პეტერბურგში გამართულ საერთაშორისო ეკონომიკურ ფორუმზე, ვლადიმირ პუტინმა ამერიკელ ბიზნესმებეს მოწოდებით მიმართა, რომ ორ ქვეყანას შორის ნორმალური პოლიტიკური დიალოგის დამყარებაში შეუწყონ ხელი.
„დაგვეხმარეთ აღვადგინოთ ნორმალური პოლიტიკური დიალოგი. გთხოვთ, რუსეთის სახელით და მივმართავ ამერიკულ მხარეს: ახლადარჩეულ პრეზიდენტსაც დაეხმარეთ, გაერთიანებული შტატების ადმინისტრაციის ხელმძღვანელს“,-განაცხადა პუტინმა, წერს Голос –Америки.
მან ასევე აღნიშნა, რომ ყველაფერს გააკეთებს რუსეთში ბიზნესის რენტაბელურობის გაზრდისთვის.
„ყველანაირად ვეცდებით, რომ რუსეთში ბიზნესი ამერიკელი პარტნიორებისთვის იყოს მომგებიანი“,-განაცხადა პუტინმა.
რუსეთის ლიდერი დარწმუნებულია,რომ რუსეთსა და ამერიკას შორის საქმიანი კავშირების დამყარება ორმხრივ ურთიერთობას გააუმჯობესებს.
მონიკა დავლიანიძე
საკვანძო სიტყვები:
ისრაელმა ირანში ფართომასშტაბიანი საჰაერო იერიში დაიწყო - „ბიბისი“
23 მარტი, 2026 , 10:42
სიონისტური რეჟიმისა და აშშ-ის გაჩაღებული ომის დასრულების ერთადერთი გზაა ირანის კანონიერი უფლებების აღიარება, რეპარაციების გადახდა და მომავალი აგრესიის წინააღმდეგ საერთაშორისო გარანტიები - მასუდ ფეზეშქიანი
12 მარტი, 2026 , 09:17
საჭიროების შემთხვევაში, აშშ-ს დამატებით შეუძლია, ირანის ინფრასტრუქტურა ერთ საათში გაანადგუროს - დონალდ ტრამპი
12 მარტი, 2026 , 09:09
ირანი ჰორმუზის სრუტეში ნავთობის ნაკადის შეჩერებას თუ შეეცდება, აშშ მას ოცჯერ უფრო ძლიერად დაარტყამს, ვიდრე აქამდე - დონალდ ტრამპი
10 მარტი, 2026 , 09:12
მსოფლიო ბაზარზე ბარელი ნავთობის ფასმა 100 აშშ დოლარს გადააჭარბა
9 მარტი, 2026 , 09:24
ირანის უზენაეს ლიდერად აიათოლა ალი ხამენეის ვაჟი მოჯთაბა აირჩიეს
9 მარტი, 2026 , 09:00


