მსოფლიო
ვლადიმერ პუტინმა რუსული ჯარის სირიიდან გაყვანის ბრძანება გასცა
რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა ბრძანება გასცა სირიიდან რუსული ჯარების გაყვანის პროცესის დაწყების შესახებ.
„თავდაცვის მინისტრს, გენერალური შტაბის ხელმძღვანელს ვუბრძანებ, დაიწყონ რუსული საჯარისო ჯგუფების გაყვანა მათი მუდმივი დისლოკაციის ადგილას“, - განაცხადა პუტინმა.
მისი განმარტებით, სირიას რუსული ჯარების დიდი ნაწილი დატოვებს.
„ 2-ნახევარი წლის განმავლობაში რუსეთის შეიარაღებულმა ძალებმა სირიის ჯართან ერთად დაანგრიეს ყველაზე ბრძოლისუნარიანი საერთაშორისო ტერორისტული დაჯგუფება. ამასთან დაკავშირებით მივიღე გადაწყვეტილება, რომ რუსული სამხედრო კონტინგენტის უდიდესი ნაწილი, რომელიც იმყოფება სირიის არაბულ რესპუბლიკაში, დაბრუნდება სახლში, რუსეთში“, - თქვა პუტინმა.
რუსეთის პრეზიდენტის შეფასებით, სირიაში შექმნილია პირობები პოლიტიკური კრიზისის დასაძლევად. მან დაამატა, რომ „ლტოლვილები სახლებში ბრუნდებიან“.
მისი თქმით, ტერორისტები თუ ისევ გამოჩნდებიან, ისინი მათ უპრეცედენტო დარტყმას მიაყენებენ.
6 დეკემბერს რუსეთის გენერალურმა შტაბმა განაცხადა, რომ სირია სრულიად გათავისუფლდა ტერორისტებისგან, ხოლო „ისლამური სახელმწიფოს“ ყველა ბანდფორმირება განადგურებულია.
რუსეთმა თავისი ჯარები სირიაში 2015 წელს შეიყვანა სირიის მთავრობის თხოვნით.
ანა მებურიშვილი
საკვანძო სიტყვები:
ისრაელმა ირანში ფართომასშტაბიანი საჰაერო იერიში დაიწყო - „ბიბისი“
23 მარტი, 2026 , 10:42
სიონისტური რეჟიმისა და აშშ-ის გაჩაღებული ომის დასრულების ერთადერთი გზაა ირანის კანონიერი უფლებების აღიარება, რეპარაციების გადახდა და მომავალი აგრესიის წინააღმდეგ საერთაშორისო გარანტიები - მასუდ ფეზეშქიანი
12 მარტი, 2026 , 09:17
საჭიროების შემთხვევაში, აშშ-ს დამატებით შეუძლია, ირანის ინფრასტრუქტურა ერთ საათში გაანადგუროს - დონალდ ტრამპი
12 მარტი, 2026 , 09:09
ირანი ჰორმუზის სრუტეში ნავთობის ნაკადის შეჩერებას თუ შეეცდება, აშშ მას ოცჯერ უფრო ძლიერად დაარტყამს, ვიდრე აქამდე - დონალდ ტრამპი
10 მარტი, 2026 , 09:12
მსოფლიო ბაზარზე ბარელი ნავთობის ფასმა 100 აშშ დოლარს გადააჭარბა
9 მარტი, 2026 , 09:24
ირანის უზენაეს ლიდერად აიათოლა ალი ხამენეის ვაჟი მოჯთაბა აირჩიეს
9 მარტი, 2026 , 09:00


