მსოფლიო
ვლადიმერ პუტინმა გუშინ პეტერბურგში მომხდარ აფეთქებას ტერაქტი უწოდა
რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა სანქტ-პეტერბურგის სუპერმარკეტ „Перекресток“-ში მოხდარი აფეთქება ტერაქტად შერაცხა. ამის შესახებ მან სირიის ოპერაციაში მონაწილე სამხედროებთან შეხვედრაზე თქვა.
„თქვენ იცით, რომ გუშინ პეტერბურგში ტერორისტული აქტი მოხდა. და სულ ცოტა ხნის წინ უშიშროების ფედერალურმა სამსახურმა კიდევ ერთი ტერაქტის მცდელობა აღკვეთა“, -თქვა რუსეთის პირველმა პირმა.
პუტინის ინფორმაციით, მან გასცა ბრძანება, რომ სამართალდამცველებმა „ტყვედ არავინ არ აიყვანონ“ და საფრთხის შემთხვევაში ტერორისტები ადგილზევე გაანადგურონ.
გუშინ სუპერმარკეტ „Перекресток“-ში მომხდარი აფეთქების შედეგად 13 ადამიანი დაშავდა. სამართალდამცველებმა ადგილზე ხელნაკეთი ასაფეთქებელი მოწყობილობა აღმოაჩინეს.
პუტინის განცხადებამდე საგამოძიებო კომიტეტი ამბობდა, რომ გამოძიება სიცოცხლის განზრახ ხელყოფის მუხლით მიმდინარეობდა.
ანა მებურიშვილი
საკვანძო სიტყვები:
ისრაელმა ირანში ფართომასშტაბიანი საჰაერო იერიში დაიწყო - „ბიბისი“
23 მარტი, 2026 , 10:42
სიონისტური რეჟიმისა და აშშ-ის გაჩაღებული ომის დასრულების ერთადერთი გზაა ირანის კანონიერი უფლებების აღიარება, რეპარაციების გადახდა და მომავალი აგრესიის წინააღმდეგ საერთაშორისო გარანტიები - მასუდ ფეზეშქიანი
12 მარტი, 2026 , 09:17
საჭიროების შემთხვევაში, აშშ-ს დამატებით შეუძლია, ირანის ინფრასტრუქტურა ერთ საათში გაანადგუროს - დონალდ ტრამპი
12 მარტი, 2026 , 09:09
ირანი ჰორმუზის სრუტეში ნავთობის ნაკადის შეჩერებას თუ შეეცდება, აშშ მას ოცჯერ უფრო ძლიერად დაარტყამს, ვიდრე აქამდე - დონალდ ტრამპი
10 მარტი, 2026 , 09:12
მსოფლიო ბაზარზე ბარელი ნავთობის ფასმა 100 აშშ დოლარს გადააჭარბა
9 მარტი, 2026 , 09:24
ირანის უზენაეს ლიდერად აიათოლა ალი ხამენეის ვაჟი მოჯთაბა აირჩიეს
9 მარტი, 2026 , 09:00


