კომენტარი
ვიცოდი, რომ უჩა ნანუაშვილი სახალხო დამცველია და მოსამართლე როდიდან გახდა არ ვიცი - მიქაელ ბოტკოველი
პატრიარქის მდივანი, მიქაელ ბოტკოველი სახალხო დამცველის მიერ ე.წ ციანიდის საქმეზე ჩატარებული მონიტორინგის დასკვნას გამოეხმაურა.
მისი შეფასებით, საქმესთან დაკავშირებით უჩა ნანუაშვილის ხედვა მოსამართლის გადაწყვეტილება არ არის.
„ვიცოდი, რომ უჩა ნანუაშვილი სახალხო დამცველია და მოსამართლე როდიდან გახდა არ ვიცი. სახალხო დამცველის ხედვა ამ შემთხვევაში არ არის მოსამართლის გადაწყვეტილება. ჩვენ პატივი უნდა ვცეთ სამართალს, რაც ქვეყანაში არსებობს და სასამართლოს გადაწყვეტილებები მივიღოთ როგორც მოცემულობა“,-აღნიშნა ბოტკოველმა.
მისი თქმით, საბოლოო მოსაზრებას დეკანოზის საქმეზე საპატრიარქო საზოგადოებას მას შემდეგ გააცნობს, რაც საქმე ყველა ინსტანციას გაივლის.
„სინოდმა განაჩინა, რომ მამალაძის საქმემ უნდა გაიაროს სხვადასხვა ინსტანციები, ამ ინსტანციების გავლის შემდეგ ჩამოყალიბდება საერთო პოზიცია განაჩენთან დაკავშირებით. საპატრიარქოს განცხადებები ემსახურებოდა ერთადერთს - სიმართლის დადგენას ამ საკითხზე. ეს იყო ჩვენთვის მძიმედ და ძნელად გადასატანი განსაცდელი. ეკლესია ბევრად დაზიანდა ამ ყველაფრით. სხვა განცხადებები ჩვენ არ გაგვიკეთებია, ჩვენ მხოლოდ ვამბობდით, რომ უნდა დადგინდეს ამ საქმეზე სიმართლე“,- განაცხადა პატრიარქის მდივანმა.
სახალხო დამცველის აპარატის მიერ ე.წ ციანიდის საქმეზე ჩატარებული მონიტორინგის ანგარიშში აღნიშულია, რომ საქმის გამოძიება და სასამართლო პროცესები საზოგადოებრივი კონტროლის გარეშე წარიმართა.
ანგარიშის მიხედვით, მიუხედავად იმისა, რომ საქალაქო სასამართლოს მოსამართლემ სხდომები არსებითი საპროცესო ხარვეზების გარეშე წარმართა, შეუძლებელი გახდა გამოძიების პროცესში დაშვებული დარღვევების გამოსწორება, რამაც გადამწყვეტი გავლენა მოახდინა სასამართლოს გადამწყვეტ გადაწყვეტილებაზე.
სახალხო დამცველის აზრით, „დაცვის მხარე არათანაბარ პირობებში ჩააყენა გაუთქმელობის ვალდებულების დაკისრებამ. ამ და სხვა ხარვეზების გამო, გამამტყუნებელ განაჩენში განხილული არაა რამდენიმე მნიშვნელოვანი საკითხი, მტკიცების ტვირთი გადატანილია ბრალდებულზე და მტკიცებულებათა შეფასებისას გონივრულად წარმოშობილი ეჭვი ბრალდებულის საწინააღმდეგოდაა გადაწყვეტილი, რაც ეწინააღმდეგება კონსტიტუციას“.
მონიკა დავლიანიძე
საკვანძო სიტყვები:
ჩემი თხოვნა პატრიარქთან შეხვედრის შესახებ უპასუხოდ დატოვა საპატრიარქომ, მიუხედავად იმისა, რომ იმ დროს მოქმედი პრეზიდენტი ვიყავი - სალომე ზურაბიშვილი
17 მარტი, 2026 , 17:31
მინდა პატრიარქს ჯანმრთელობა ვუსურვო, სახელმწიფო ყველაფერს გააკეთებს იმისათვის, რომ გაგრძელდეს მაქსიმალური ზრუნვა პატრიარქის ჯანმრთელობაზე - ირაკლი კობახიძე
17 მარტი, 2026 , 15:27
უწმინდესისა და უნეტარესის მდგომარეობა რთულია, იმედი უნდა ვიქონიოთ, რომ ყველაფერი კარგად იქნება და პატრიარქი გამოჯანმრთელდება - მიხეილ ყაველაშვილი
17 მარტი, 2026 , 12:56
საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ჰემადინამიკური მაჩვენებლები არასტაბილურია - კავკასიის მედიცინის ცენტრის ხელმძღვანელი
17 მარტი, 2026 , 11:24
ვითარება კვლავ რჩება ძალიან რთული, მეტად საყურადღებო, ყველაფერი კეთდება, რომ რაც შეიძლება სწრაფად აღდგეს პატრიარქის ჯანმრთელობისთვის აუცილებელი ყველა მნიშვნელოვანი პარამეტრი - მიხეილ სარჯველაძე
17 მარტი, 2026 , 10:50
თინა ხიდაშელმა გააკეთა განცხადება და ერთ დღეში სცადა მისი უარყოფა,ერთ დღეში როცა გიწევს საკუთარი ტყუილის უარყოფა, აქედან ჩანს,რომ შენ მიზანმიმართულად აზიანებ საქართველოს ეროვნულ ინტერესებს - ირაკლი კობახიძე
9 მარტი, 2026 , 15:42


