მსოფლიო
ვიტალი ჩურკინს ამერიკამ აგარაკი წაართვა
ამერიკის მიერ რუსი დიპლომატებისთვის წართმეული ორი აგარაკიდან ერთ-ერთი, გაეროში რუსეთის მუდმივი წარმომადგენლის, ვიტალი ჩურკინის ნიუ-იორკის შტატში მდებარე აგარაკი აღმოჩნდა.
ამის შესახებ ინფორმაციას Times ავრცელებს.
შეგახსენებთ, რომ ამერიკის პრეზიდენტის ბარაქ ობამას გადაწყვეტილებით, ვაშინგტონიდან და სან-ფრანცისკოდან 35 რუსი დიპლომატი გააძევეს.
გარდა ამისა, გადაყწვეტილების ფარგლებში, მერილენდსა და ნიუ-იორკში ორი ე.წ დიპლომატიური აგარაკები იხურება, რომლებიც რუსულ დიპმისიას ეკუთვნის. ამერიკის ხელისუფლების აზრით, აღნიშნული დასასვენებელი კომპლექსები,სადაზვერვო მიზნენს ემსახურება.
დიპლომატებს აგარაკების ტერიტორიაზე წვდომა 30 დეკემბერს, ადგილობრივი დროით 12:00-ზე შეეზღუდებათ.
თავად დიპლომატები ამერიკაში პერსონა ნონ-გრატად არიან გამოცხადებული და მათ შტატები 72 საათის განმავლობაში უნდა დატოვონ.
მონიკა დავლიანიძე

საკვანძო სიტყვები:
ისრაელმა ირანში ფართომასშტაბიანი საჰაერო იერიში დაიწყო - „ბიბისი“
23 მარტი, 2026 , 10:42
სიონისტური რეჟიმისა და აშშ-ის გაჩაღებული ომის დასრულების ერთადერთი გზაა ირანის კანონიერი უფლებების აღიარება, რეპარაციების გადახდა და მომავალი აგრესიის წინააღმდეგ საერთაშორისო გარანტიები - მასუდ ფეზეშქიანი
12 მარტი, 2026 , 09:17
საჭიროების შემთხვევაში, აშშ-ს დამატებით შეუძლია, ირანის ინფრასტრუქტურა ერთ საათში გაანადგუროს - დონალდ ტრამპი
12 მარტი, 2026 , 09:09
ირანი ჰორმუზის სრუტეში ნავთობის ნაკადის შეჩერებას თუ შეეცდება, აშშ მას ოცჯერ უფრო ძლიერად დაარტყამს, ვიდრე აქამდე - დონალდ ტრამპი
10 მარტი, 2026 , 09:12
მსოფლიო ბაზარზე ბარელი ნავთობის ფასმა 100 აშშ დოლარს გადააჭარბა
9 მარტი, 2026 , 09:24
ირანის უზენაეს ლიდერად აიათოლა ალი ხამენეის ვაჟი მოჯთაბა აირჩიეს
9 მარტი, 2026 , 09:00


