კომენტარი
ვისურვებდი, რომ მეექვსე მოწვევის საკრებულო დედაქალაქის განვითარებაზე იყოს გაცილებით ორიენტირებული- გიორგი ალიბეგაშვილი
თბილისის მეხუთე მოწვევის საკრებულოს თავმჯდომარე გიორგი ალიბეგაშვილმა, საკრებულოს ბოლო სხდომა, კოლეგებისადმი მიმართვით გახსნა.
ალიბეგაშვილმა საკრებულოს თითოეულ წევრს განვლილი 3,5 წელიწადისთვის მადლობა გადაუხადა, მეექვსე მოწვევის საკრებულოს კი მეტი კონსტრუქციულობა და დედაქალაქის განვითარებაზე მეტი ორიენტირებულობა უსურვა.
„დიდი მადლობა მინდა გითხრათ , თითოეულ თქვენგანს, ჩემს კოლეგებს, ჩემი გუნდის წევრებს, ოპოზიციონერებსაც, რომ ამ 3,5 წელიწადის მანძილზე ერთად ვიყავით. უპირველეს რიგში, ჩვენ ადამიანები ვართ და ყველას ერთად გვინდა, რომ ჩვენი დედაქალაქი იყოს უკეთესი.
ვისურვებდი, რომ მეექვსე მოწვევის საკრებულო გაცილებით კონსტრუქციული, გაცილებით ორიენტირებული იყოს ქალაქის განვითარებაზე.
ჩემი პოზიცია, თიოთოეულმა თქვენთაგანმა იცის თქვენს მიმართ და მე ყოველთვის ამაყი ვიყავი, ვარ და ვიქნები, რომ ამ საკრებულოს, მეხუთე მოწვევის საკრებულოს თავმჯდომარე გახლდით.
ვფიქრობ, რომ ჩვენი ურთიერთობა ამით არ სრულდება. ყოველთვის ამის მომხრე ვიყავი, როდესაც რაიმე დაპირისპირება გვქონდა, თუ აზრთა სხვადასხვაობა, რომ პირველ რიგში, ჩვენ შეგვენარჩუნებინა ჩვენი ადამიანური ურთიერთობა და მე ძირითად შემთხვევაში, ამის მომსწრე ვიყავი, რომ ეს ასე ხდებოდა კიდევაც.
მე მინდა ვუსურვო, თქვენთან ერთად წარმატება, ჩვენს კოლეგებს, რომლებიც აქ რჩებიან, მათ არჩევნებში მიიღეს მონაწილეობა და ახალ წევრებთან ერთად, ისინი გააგრძელებენ ჩვენი დედაქალაქის საკეთილდღეოდ მუშაობას.
სათქმელი ძალიან ბევრი მაქვს. ამას ალბათ მერე ცალკეც ვიტყვით ერთამენთთან ურთიერთობისას, სხვადასხვა ფორმატში შეხვედრისას და ვფიქრობ, რომ ამას სიამაყით ვიტყვი, რომ ჩვენი, მეხუთე მოწვევის საკრებულო იყო ერთ-ერთი გამორჩეული თავისი საქმიანობით, თავისი ურთიერთობებით და ეს კიდევ უფრო გაღრმავდება მომავალი საკრებულოს მუშაობაში.
დიდი მადლობა. როგორც ჩვენი ერთ-ერთი მეგობარი იტყოდა: „მაქვს პატივი, რომ გიცნობდით“,-მიმართა ალიბეგაშვილმა მეხუთე მოწვევის საკრებულოს წევრებს.
მეექვსე მოწვევის საკრებულო პირველ სხდომას 14 ნოემბერს გამართავს.
მონიკა დავლიანიძე
საკვანძო სიტყვები:
ჩემი თხოვნა პატრიარქთან შეხვედრის შესახებ უპასუხოდ დატოვა საპატრიარქომ, მიუხედავად იმისა, რომ იმ დროს მოქმედი პრეზიდენტი ვიყავი - სალომე ზურაბიშვილი
17 მარტი, 2026 , 17:31
მინდა პატრიარქს ჯანმრთელობა ვუსურვო, სახელმწიფო ყველაფერს გააკეთებს იმისათვის, რომ გაგრძელდეს მაქსიმალური ზრუნვა პატრიარქის ჯანმრთელობაზე - ირაკლი კობახიძე
17 მარტი, 2026 , 15:27
უწმინდესისა და უნეტარესის მდგომარეობა რთულია, იმედი უნდა ვიქონიოთ, რომ ყველაფერი კარგად იქნება და პატრიარქი გამოჯანმრთელდება - მიხეილ ყაველაშვილი
17 მარტი, 2026 , 12:56
საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ჰემადინამიკური მაჩვენებლები არასტაბილურია - კავკასიის მედიცინის ცენტრის ხელმძღვანელი
17 მარტი, 2026 , 11:24
ვითარება კვლავ რჩება ძალიან რთული, მეტად საყურადღებო, ყველაფერი კეთდება, რომ რაც შეიძლება სწრაფად აღდგეს პატრიარქის ჯანმრთელობისთვის აუცილებელი ყველა მნიშვნელოვანი პარამეტრი - მიხეილ სარჯველაძე
17 მარტი, 2026 , 10:50
თინა ხიდაშელმა გააკეთა განცხადება და ერთ დღეში სცადა მისი უარყოფა,ერთ დღეში როცა გიწევს საკუთარი ტყუილის უარყოფა, აქედან ჩანს,რომ შენ მიზანმიმართულად აზიანებ საქართველოს ეროვნულ ინტერესებს - ირაკლი კობახიძე
9 მარტი, 2026 , 15:42


