კომენტარი
ვისურვებდი, რომ კარგი მერი იყოს და იმაზე უკეთესი, ვიდრე მე ვიყავი - ლელა ქიტესაშვილი
ვისურვებდი, რომ კარგი მერი იყოს და იმაზე უკეთესი, ვიდრე მე ვიყავი, - ასე გამოეხმაურა ,,ქართული ოცნების“ თიანეთის მერობის კანდიდატი ლელა ქიტესაშვილი მცხეთის რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილებას, რომლის თანახმადაც, თიანეთის არჩევნებში მას ერთი ხმით თამაზ მეჭიაურმა მოუგო.
რაც შეეხება კითხვას, მოხდება თუ არა, პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების გასაჩივრება, ქიტესაშვილი ამბობს, რომ აღნიშნული გადაწყვეტილების მიღება არასამთავრობო ორგანიზაციების კომპეტენციაა.
,,ეს არასამთავრობოების კომპეტენციაა. ისინი მიიღებენ გადაწყვეტილებას და ვნახოთ, თუ მოხდება სააპელაციო სასამართლოში გასაჩივრება“, - განაცხადა ლელა ქიტესაშვილმა.
ცნობისათვის, მცხეთის რაიონულმა სასამართლომ თიანეთის მე-19 საოლქო საარჩევნო კომისიის გადაწყვეტილება გააუქმა, რომლის მიხედვითაც, გაბათილებული ბიულეტენები ხელახლა გადაითვალა.
შესაბამისად, პირვანდელი მდგომარეობა ძალაში დარჩა, რომლის მიხედვითაც, თამაზ მეჭიაური თიანეთში არჩევნებს ერთი ხმით იგებს.
ნინო ექვთიმიშვილი
საკვანძო სიტყვები:
ჩემი თხოვნა პატრიარქთან შეხვედრის შესახებ უპასუხოდ დატოვა საპატრიარქომ, მიუხედავად იმისა, რომ იმ დროს მოქმედი პრეზიდენტი ვიყავი - სალომე ზურაბიშვილი
17 მარტი, 2026 , 17:31
მინდა პატრიარქს ჯანმრთელობა ვუსურვო, სახელმწიფო ყველაფერს გააკეთებს იმისათვის, რომ გაგრძელდეს მაქსიმალური ზრუნვა პატრიარქის ჯანმრთელობაზე - ირაკლი კობახიძე
17 მარტი, 2026 , 15:27
უწმინდესისა და უნეტარესის მდგომარეობა რთულია, იმედი უნდა ვიქონიოთ, რომ ყველაფერი კარგად იქნება და პატრიარქი გამოჯანმრთელდება - მიხეილ ყაველაშვილი
17 მარტი, 2026 , 12:56
საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ჰემადინამიკური მაჩვენებლები არასტაბილურია - კავკასიის მედიცინის ცენტრის ხელმძღვანელი
17 მარტი, 2026 , 11:24
ვითარება კვლავ რჩება ძალიან რთული, მეტად საყურადღებო, ყველაფერი კეთდება, რომ რაც შეიძლება სწრაფად აღდგეს პატრიარქის ჯანმრთელობისთვის აუცილებელი ყველა მნიშვნელოვანი პარამეტრი - მიხეილ სარჯველაძე
17 მარტი, 2026 , 10:50
თინა ხიდაშელმა გააკეთა განცხადება და ერთ დღეში სცადა მისი უარყოფა,ერთ დღეში როცა გიწევს საკუთარი ტყუილის უარყოფა, აქედან ჩანს,რომ შენ მიზანმიმართულად აზიანებ საქართველოს ეროვნულ ინტერესებს - ირაკლი კობახიძე
9 მარტი, 2026 , 15:42


