კომენტარი
ვისთვის ეს შიმშილობა იყო, ვისთვის ეს მკაცრი მარხვა იყო - მამა რევაზ სიხარულიძე
ე.წ. ციანიდის საქმეზე დაკავებული დეკანოზი გიორგი მამალაძე მამა რევაზ სიხარულიძემ სასჯელაღსრულების მეცხრე დაწესებულებაში მოინახულა.
მან მამა გიორგის აღსარება ჩაიბარა. რაც შეეხება ზიარებას, როგორც მამა რევაზ სიხარულიძემ ჟურნალისტებს განუცხადა, ასეთ ვითარებაში დაკავებული დეკანოზის ზიარება მღვდელმთავრების პრეროგატივაა.
„მე შემოვედი არა მარტო მოსანახულებლად, არამედ აღსარებაც ჩავიბარე. მისი ჯანმრთელობა ძალიან მაწუხებდა. ვისთვის, ეს შიმშილობა იყო, ვისთვის ეს მკაცრი მარხვა იყო - ეს თავად იფიქრონ. ახლა ნორმალურად იკვებება, ნორმალურად გრძნობს თავს. აღსარება ჩავიბარე. ზიარება ჩემი პრეროგატივა ვერ იქნება, რადგანაც სინოდზე მას შეჩერებული აქვს მღვდელთმსახურება. ეს უნდა მოხდეს მას შემდეგ, რაც გამოძიება დამთავრდება და ეს მღვდელმთავრების პრეროგატივაა“, - განაცხადა მამა რევაზ სიხარულიძემ.
ჟურნალისტები დაინტერესდნენ, კვლავ ითხოვს თუ არა დაკავებული დეკანოზი კათოლიკოს-პატრიარქთან შეხვედრას.
მამა რევაზ სიხარულიძის თქმით, დაკავებულ დეკანოზს ეს სურს, თუმცა გამოძიების დასრულებამდე ეს რამდენად მოხერხდება, ამის თქმა ძნელია.
ნინო ექვთიმიშვილი
საკვანძო სიტყვები:
ჩემი თხოვნა პატრიარქთან შეხვედრის შესახებ უპასუხოდ დატოვა საპატრიარქომ, მიუხედავად იმისა, რომ იმ დროს მოქმედი პრეზიდენტი ვიყავი - სალომე ზურაბიშვილი
17 მარტი, 2026 , 17:31
მინდა პატრიარქს ჯანმრთელობა ვუსურვო, სახელმწიფო ყველაფერს გააკეთებს იმისათვის, რომ გაგრძელდეს მაქსიმალური ზრუნვა პატრიარქის ჯანმრთელობაზე - ირაკლი კობახიძე
17 მარტი, 2026 , 15:27
უწმინდესისა და უნეტარესის მდგომარეობა რთულია, იმედი უნდა ვიქონიოთ, რომ ყველაფერი კარგად იქნება და პატრიარქი გამოჯანმრთელდება - მიხეილ ყაველაშვილი
17 მარტი, 2026 , 12:56
საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ჰემადინამიკური მაჩვენებლები არასტაბილურია - კავკასიის მედიცინის ცენტრის ხელმძღვანელი
17 მარტი, 2026 , 11:24
ვითარება კვლავ რჩება ძალიან რთული, მეტად საყურადღებო, ყველაფერი კეთდება, რომ რაც შეიძლება სწრაფად აღდგეს პატრიარქის ჯანმრთელობისთვის აუცილებელი ყველა მნიშვნელოვანი პარამეტრი - მიხეილ სარჯველაძე
17 მარტი, 2026 , 10:50
თინა ხიდაშელმა გააკეთა განცხადება და ერთ დღეში სცადა მისი უარყოფა,ერთ დღეში როცა გიწევს საკუთარი ტყუილის უარყოფა, აქედან ჩანს,რომ შენ მიზანმიმართულად აზიანებ საქართველოს ეროვნულ ინტერესებს - ირაკლი კობახიძე
9 მარტი, 2026 , 15:42


