კომენტარი
ვის ვენდოთ: ქართული ენის განმარტებით ლექსიკონს თუ ქართველი დეპუტატის პირად ლექსიკონს?! - ნატო ჩხეიძე
გუშინ ნაციონალმა ოპოზიციონერმა , დეპუტატმა თინა ბოკუჩავამ “ ოცნების” შეფასებისას “პოლიტიკური სიბრმავე ” ახსენა, რამაც “ოცნებელი” რატი იონათამიშვილის აღშფოთება- პროტესტი და სესიაზევე კატეგორიული მოთხოვნა გამოიწვია და ბრძანა, რომ სიტყვა “ ბრმა” აღარ უნდა იხსენიებოდეს არსად, არავის მიერ, რადგან თურმე ეს სიტყვა შეურაცმყოფელი ყოფილა უნარშეზღუდული ადამიანებისათვის, და მხოლოდ სიტყვა “ უსინათლო” უნდა ვიხმაროთ ყველა შემთხვევაში, ყველა ფრაზასა და ყველა წინადადებაში. - ამის შესახებ პარლამენტის წევრი ნატო ჩხეიძე სოციალურ ქსელში წერს.
„ერთი სიტყვით, “ ბრმა” არაო, ის კნინობითიაო, ასე დაგვმოძღვრა დეპუტატმა კოლეგები.
ვინ დაადგინა და როდის დადგინდა, რომ “ ბრმა” “ უსინათლოს” თიკუნია, არავინ იცის, არავინ უწყის.
იცის დეპუტატმა იონათამიშვილმა.
და მან სხვაც ბევრი რამ იცის კიდევ.
იცის, როგორ უნდა მიმართონ ერთმანეთს დეპუტატებმა.
იცის ხმის რა ტონალობა უნდა ჰქონდეთ დეპუტატებს.
იცის, როგორ უნდა აკონტროლონ დეპუტატებმა ემოციები.
იცის რომ ხალხი უყურებს დეპუტატებს და სამარცხვინოდ არ უნდა გამოვიყურებოდეთ.
იცის ეთიკა და იცის ესთეტიკა...
შთაბეჭდილება რჩება, რომ სულ ახლახანს რატომღაც შექმნილი ეთიკის კომისიის თავმჯდომარედ უკვე აურჩევიათ და მე ეგეც არ ვიცი.
მე კიდევ რამდენი რამ არ მცოდნია ...
მან იცის.
( ერთადერთი, რაც არ იცის, წითელი და მწვანე ღილაკების გარჩევაა, მაგრამ ამასაც , იმედია , მსწრაფლ აითვისებს)
მაგალითად, მე არ ვიცი, რატომ უნდა ამივიღოთ დეპუტატებმა მეტყველებიდან სიტყვა “ ბრმა”.
მან იცის.
მაგრამ, მთლად ბოლომდე და სრულად, როგორც ჩანს, არც მას მოეხსენება.
და აი, არგუმენტიც:
როცა ამ ამბიდან მეორე დღესვე “ ოცნებელმა” მინისტრმა თეა წულუკიანმა ტრიბუნიდან ოპოზიციის შესახებ ბრძანა:
“ პოლიტიკური სიბეცეო”,
ბ- მა იონათამიშვილმა დუმილი ამჯობინა.
როგორც ჩანს, “ სიბეცე” არ არის დაკავშირებული თვალისჩინთან, ასე მიაჩნია ბ- ნ დეპუტატს, თირემ, აბა, მიკერძოებას ხომ ვერ დავწამებთ ღირსეული კაბინეტის ღირსეულ წევრს. .
ასე, რომ:
პოლიტიკური სიბრმავე არის მიუღებელ- ფინთი რამ.
პოლიტიკური სიბეცე- მისაღებ-ასაღიარებელი.
უნდა მოგახსენოთ, ჩემო მეგობრებო, რომ ასე არ ვფიქრობ მე და ბ- ნი იონათამიშვილის გასაკვირად, ასე არ ფიქრობს ქართული ენის განმარტებითი ლექსიკონი, ქართული ანდაზები , ზღაპრები, აკაკი, ვაჟა, კონსტანტინე გამსახურდია, ნიკო ლომოური, ნიკო ლორთქიფანიძე და .... კიდევ და კიდევ აქნობამდე,
რატი იონათამიშვილამდე.
საფიქრებლად ისღა დაგვრჩენია,
ვის ვენდოთ,:
ქართული ენის განმარტებით ლექსიკონს თუ ქართველი დეპუტატის პირად ლექსიკონს?!..
პ.ს. ქ- ნი წულუკიანის დღევანდელი მინისტრის საათი ცალკე განსჯის თემაა, ასე ძუნწად აღნიშვნას ნამდვილად არ იმსახურებს და ვფიქრობ, არც დავტოვებ გულნაკლულად:)“, - დაწერა ნატო ჩხეიძემ.
საკვანძო სიტყვები:
ჩემი თხოვნა პატრიარქთან შეხვედრის შესახებ უპასუხოდ დატოვა საპატრიარქომ, მიუხედავად იმისა, რომ იმ დროს მოქმედი პრეზიდენტი ვიყავი - სალომე ზურაბიშვილი
17 მარტი, 2026 , 17:31
მინდა პატრიარქს ჯანმრთელობა ვუსურვო, სახელმწიფო ყველაფერს გააკეთებს იმისათვის, რომ გაგრძელდეს მაქსიმალური ზრუნვა პატრიარქის ჯანმრთელობაზე - ირაკლი კობახიძე
17 მარტი, 2026 , 15:27
უწმინდესისა და უნეტარესის მდგომარეობა რთულია, იმედი უნდა ვიქონიოთ, რომ ყველაფერი კარგად იქნება და პატრიარქი გამოჯანმრთელდება - მიხეილ ყაველაშვილი
17 მარტი, 2026 , 12:56
საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ჰემადინამიკური მაჩვენებლები არასტაბილურია - კავკასიის მედიცინის ცენტრის ხელმძღვანელი
17 მარტი, 2026 , 11:24
ვითარება კვლავ რჩება ძალიან რთული, მეტად საყურადღებო, ყველაფერი კეთდება, რომ რაც შეიძლება სწრაფად აღდგეს პატრიარქის ჯანმრთელობისთვის აუცილებელი ყველა მნიშვნელოვანი პარამეტრი - მიხეილ სარჯველაძე
17 მარტი, 2026 , 10:50
თინა ხიდაშელმა გააკეთა განცხადება და ერთ დღეში სცადა მისი უარყოფა,ერთ დღეში როცა გიწევს საკუთარი ტყუილის უარყოფა, აქედან ჩანს,რომ შენ მიზანმიმართულად აზიანებ საქართველოს ეროვნულ ინტერესებს - ირაკლი კობახიძე
9 მარტი, 2026 , 15:42


