კომენტარი
ვინც არ უნდა დაიკავოს პრეზიდენტის პოზიცია, მისი უმთავრესი ფუნქცია რუსეთის მხილება იქნება - ანა ნაცვლიშვილი
გადახედვას არ ექვემდებარება ის ფაქტი, რომ რუსეთ-საქართველოს ომი რუსეთმა დაიწყო, - განაცხადა პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანმა ანა ნაცვლიშვილმა 2008 წლის ომთან დაკავშირებით პრეზიდენტობის დამოუკიდებელი კანდიდატის, სალომე ზურაბიშვილის განცხადებებზე დასმული კითხვის პასუხად.
ნაცვლიშვილმა მომავალი პრეზიდენტის ერთ-ერთ ფუნქციად საერთაშორისო ასპარეზზე რუსეთის მხილება დაასახელა.
„საქართველო არის ოკუპურებული ქვეყანა და გადახედვას არ ექვემდებარება ის ფაქტი, რომელიც აღიარებულია - რუსეთ-საქართველოს ომი რუსეთმა დაიწყო. ისევე, როგორც საუკუნეების განმავლობაში, ისტორიულად რუსეთი ებრძოდა საქართველოს სახელმწიფოებრიობასა და ტერიტორიულ მთლიანობას.
აქედან გამომდინარე, საქართველოს პრეზიდენტის ყველაზე მნიშვნელოვანი თუ არა, ერთ-ერთი უმთავრესი ფუნქციაა საქართველოს ადვოკატირება განსაკუთრებით საერთაშორისო ასპარეზზე, რათა მსოფლიოს დღის წესრიგში მუდმივად იდგეს ოკუპაციისა და რუსეთის, როგორც ოკუპანტის თემა.
ვინც არ უნდა დაიკავოს ეს პოზიცია, მისი უმთავრესი ფუნქცია იქნება სწორედ ქვეყნის საერთაშორისო ასპარეზზე წარმოჩენა, როგორც ოკუპირებული ქვეყნის და რუსეთის მხილება ყველა საშუალებით იმ დანაშაულებში, რომელიც ჩაიდინა და დღემდე ჩადის საქართველოსთან მიმართებაში", - განაცხადა ნაცვლიშვილმა.
ცნობისთვის, სალომე ზურაბიშვილმა აგვისტოს ომთან დაკავშირებით დასმულ კითხვაზე განაცხადა, რომ „ჩვენ დავბომბეთ ჩვენი მოსახლეობა, რისი უფლებაც არც ერთ პრეზიდენტს არ გააჩნია“.
საკვანძო სიტყვები:
ჩემი თხოვნა პატრიარქთან შეხვედრის შესახებ უპასუხოდ დატოვა საპატრიარქომ, მიუხედავად იმისა, რომ იმ დროს მოქმედი პრეზიდენტი ვიყავი - სალომე ზურაბიშვილი
17 მარტი, 2026 , 17:31
მინდა პატრიარქს ჯანმრთელობა ვუსურვო, სახელმწიფო ყველაფერს გააკეთებს იმისათვის, რომ გაგრძელდეს მაქსიმალური ზრუნვა პატრიარქის ჯანმრთელობაზე - ირაკლი კობახიძე
17 მარტი, 2026 , 15:27
უწმინდესისა და უნეტარესის მდგომარეობა რთულია, იმედი უნდა ვიქონიოთ, რომ ყველაფერი კარგად იქნება და პატრიარქი გამოჯანმრთელდება - მიხეილ ყაველაშვილი
17 მარტი, 2026 , 12:56
საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ჰემადინამიკური მაჩვენებლები არასტაბილურია - კავკასიის მედიცინის ცენტრის ხელმძღვანელი
17 მარტი, 2026 , 11:24
ვითარება კვლავ რჩება ძალიან რთული, მეტად საყურადღებო, ყველაფერი კეთდება, რომ რაც შეიძლება სწრაფად აღდგეს პატრიარქის ჯანმრთელობისთვის აუცილებელი ყველა მნიშვნელოვანი პარამეტრი - მიხეილ სარჯველაძე
17 მარტი, 2026 , 10:50
თინა ხიდაშელმა გააკეთა განცხადება და ერთ დღეში სცადა მისი უარყოფა,ერთ დღეში როცა გიწევს საკუთარი ტყუილის უარყოფა, აქედან ჩანს,რომ შენ მიზანმიმართულად აზიანებ საქართველოს ეროვნულ ინტერესებს - ირაკლი კობახიძე
9 მარტი, 2026 , 15:42


