კომენტარი
ვინმემ რომ მოინდომოს და საქართველოში ჰოლანდია გააკეთოს, ეს სწორი არ არის - ზვიად ძიძიგური
პარლამენტის ვიცე-სპიკერის, ზვიად ძიძიგურის აზრით, საქართველოში ვინმემ ჰოლანდია რომ გააკეთოს, სწორი არ იქნება, რადგან, ძიძიგურის თქმით, პატარა ერი ვართ და ეს ჩვენი ტრადიციისა და კულტურისთვის შესაფერისი არ არის.
ამის შესახებ ძიძიგურმა ნარკოპოლიტიკის ლიბერალიზაციასთან დაკავშირებით მიმდინარე მსჯელობის კომენტირებისას განაცხადა.
მისი თქმით, ჯანსაღი ცხოვრების რეკლამირება უნდა მიდიოდეს და არა იმის ჩვენება, რომ „ნარკომანები რა კარგი ადამიანები არიან“.
„ვინც ნარკოტიკებს უკვე მოიხმარს და ასეთი უბედურება გვჭირს, ეს ამბავი გასაგებია, მაგრამ ახალი ადამიანები არ უნდა წავახალისოთ, მით უმეტეს, ახალგაზრდობა, რომ ნარკოტიკების მოხმარება გაიზარდოს.
საკმაოდ კრიტიკული დამოკიდებულება მაქვს იმ მიმართულებით, რომელსაც ხშირად ნარკოლიბერალიზაციის მიმართულებით ვისმენთ.
მიმაჩნია, რომ სააკაშვილის პერიოდთან შედარებით, დღეს საქართველოში ნარკოტიკების მომხმარებლების მიმართ ძალიან ლიბერალური მიდგომაა.
აქედან გამომდინარე, ვინმემ რომ მოინდომოს და საქართველოში ჰოლანდია გააკეთოს, ეს სწორი არ არის. ეს ჩვენი ტრადიციისა და კულტურისთვის შესაფერი არ არის. პატარა ერი ვართ და ეს მიდგომა პატარა გენოფონდისთვის დამღუპველი იქნება. ყველა ამბობს, რომ ნარკოტიკების მოხმარების გაზრდის წინააღმდეგია, მაგრამ „ფიცი მწამს და ბოლო მაკვირვებს“. ჯანსაღი ცხოვრების რეკლამირება უნდა მიდიოდეს და არა იმის ჩვენება, ნარკომანები რა კარგი ადამიანები არიან“, - აღნიშნა ძიძიგურმა.
მონიკა დავლიანიძე
საკვანძო სიტყვები:
ჩემი თხოვნა პატრიარქთან შეხვედრის შესახებ უპასუხოდ დატოვა საპატრიარქომ, მიუხედავად იმისა, რომ იმ დროს მოქმედი პრეზიდენტი ვიყავი - სალომე ზურაბიშვილი
17 მარტი, 2026 , 17:31
მინდა პატრიარქს ჯანმრთელობა ვუსურვო, სახელმწიფო ყველაფერს გააკეთებს იმისათვის, რომ გაგრძელდეს მაქსიმალური ზრუნვა პატრიარქის ჯანმრთელობაზე - ირაკლი კობახიძე
17 მარტი, 2026 , 15:27
უწმინდესისა და უნეტარესის მდგომარეობა რთულია, იმედი უნდა ვიქონიოთ, რომ ყველაფერი კარგად იქნება და პატრიარქი გამოჯანმრთელდება - მიხეილ ყაველაშვილი
17 მარტი, 2026 , 12:56
საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ჰემადინამიკური მაჩვენებლები არასტაბილურია - კავკასიის მედიცინის ცენტრის ხელმძღვანელი
17 მარტი, 2026 , 11:24
ვითარება კვლავ რჩება ძალიან რთული, მეტად საყურადღებო, ყველაფერი კეთდება, რომ რაც შეიძლება სწრაფად აღდგეს პატრიარქის ჯანმრთელობისთვის აუცილებელი ყველა მნიშვნელოვანი პარამეტრი - მიხეილ სარჯველაძე
17 მარტი, 2026 , 10:50
თინა ხიდაშელმა გააკეთა განცხადება და ერთ დღეში სცადა მისი უარყოფა,ერთ დღეში როცა გიწევს საკუთარი ტყუილის უარყოფა, აქედან ჩანს,რომ შენ მიზანმიმართულად აზიანებ საქართველოს ეროვნულ ინტერესებს - ირაკლი კობახიძე
9 მარტი, 2026 , 15:42


