კომენტარი
ვიღაცას უნდოდა ზეწოლის განხორციელება თორნიკე რიჟვაძეზე - უწყისი მაქვს ნანახი, სადაც ხაბეიშვილს კონკრეტული სახელი ჰქონდა მიკუთვნებული და შესაბამისად, ვიცით, წყარო რა იყო და აქ იგულისხმებიან კონკრეტული პირები - ირაკლი კობახიძე
როდესაც საუბარია კორუფციულ ბრალდებებზე, თუ ვინმე ახმოვანებდა ასეთ ბრალდებებს, ეს იყო პირველ რიგში „ტვ პირველი“, იგივე ნოდარ მელაძის ხაზი, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ „ღამის კურიერში“ განაცხადა.
პრემიერის თქმით, ბოლო პერიოდის განმავლობაში კონკრეტული პირი თორნიკე რიჟვაძის წინააღმდეგ ავრცელებდა ბრალდებებს, კორუფციასთან და ბარიგების მფარველობასთან დაკავშირებით.
„როდესაც საუბარია კორუფციულ ბრალდებებზე, თუ ვინმე ახმოვანებდა ასეთ ბრალდებებს, ეს იყო სწორედ იგივე ხაზი - ეს იყო პირველ რიგში „ტვ პირველი“, იგივე ნოდარ მელაძის ხაზი, ასევე იყო ერთ-ერთი ჟურნალისტი ჰქვია თუ რა ჰქვია, არ ვიცი, რომელიც განსაკუთრებით ბოლო პერიოდის განმავლობაში თორნიკე რიჟვაძის წინააღმდეგ ავრცელებდა ბრალდებებს, კორუფციასთან და ბარიგების მფარველობასთან დაკავშირებით. თქვენ რომ გაიხსენოთ თორნიკე რიჟვაძის წერილი, აქ საუბარია კორუფციულ ბრალდებებზე და ბარიგების მფარველობასთან დაკავშირებულ ბრალდებებზე. განსაკუთრებით ბოლო ბრალდება ეწერა ერთ-ერთი კონკრეტული ადამიანის პოსტში, რომელიც ლევან ხაბეიშვილთან და ნოდარ მელაძესთან ერთად ზის იგივე კორუფციულ წყაროზე, რომელზეც ეს ადამიანებიც ისხდნენ. აქ ყველაფერი დღესავით ნათელია - ვიღაცას უნდოდა ზეწოლის განხორციელება თორნიკე რიჟვაძეზე და ასეთ ბრალდებებს აწერინებდა. უწყისი მაქვს ნანახი, სადაც ხაბეიშვილს კონკრეტული სახელი ჰქონდა მიკუთვნებული და შესაბამისად, ვიცით, წყარო რა იყო და აქ იგულისხმებიან კონკრეტული პირები“, - განაცხადა პრემიერმა.
საკვანძო სიტყვები:
ჩემი თხოვნა პატრიარქთან შეხვედრის შესახებ უპასუხოდ დატოვა საპატრიარქომ, მიუხედავად იმისა, რომ იმ დროს მოქმედი პრეზიდენტი ვიყავი - სალომე ზურაბიშვილი
17 მარტი, 2026 , 17:31
მინდა პატრიარქს ჯანმრთელობა ვუსურვო, სახელმწიფო ყველაფერს გააკეთებს იმისათვის, რომ გაგრძელდეს მაქსიმალური ზრუნვა პატრიარქის ჯანმრთელობაზე - ირაკლი კობახიძე
17 მარტი, 2026 , 15:27
უწმინდესისა და უნეტარესის მდგომარეობა რთულია, იმედი უნდა ვიქონიოთ, რომ ყველაფერი კარგად იქნება და პატრიარქი გამოჯანმრთელდება - მიხეილ ყაველაშვილი
17 მარტი, 2026 , 12:56
საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ჰემადინამიკური მაჩვენებლები არასტაბილურია - კავკასიის მედიცინის ცენტრის ხელმძღვანელი
17 მარტი, 2026 , 11:24
ვითარება კვლავ რჩება ძალიან რთული, მეტად საყურადღებო, ყველაფერი კეთდება, რომ რაც შეიძლება სწრაფად აღდგეს პატრიარქის ჯანმრთელობისთვის აუცილებელი ყველა მნიშვნელოვანი პარამეტრი - მიხეილ სარჯველაძე
17 მარტი, 2026 , 10:50
თინა ხიდაშელმა გააკეთა განცხადება და ერთ დღეში სცადა მისი უარყოფა,ერთ დღეში როცა გიწევს საკუთარი ტყუილის უარყოფა, აქედან ჩანს,რომ შენ მიზანმიმართულად აზიანებ საქართველოს ეროვნულ ინტერესებს - ირაკლი კობახიძე
9 მარტი, 2026 , 15:42


