კომენტარი
ვიდრე ერთი ადამიანი მაინც იქნება დაკავებული საკუთარ მიწა წყალზე, ეს იქნება უკანონობა - ქეთევან ციხელაშვილი
სახელმწიფო მინისტრი შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში ქეთევან ციხელაშვილი აცხადებს, რომ ოკუპანტების მიერ საქართველოს მოქალაქეების გატაცების ფაქტებმა იკლო.
მისი თქმით, ქართული მხარე ყველა რესურს იყენებს იმისთვის, რომ მოხდეს ყველა ფაქტზე რეაგირება ჟენევის თანათავმჯდომარეებისა და უცხოელი პარტნიორების მხრიდან.
„შეიძლება იყოს მცირეოდენი კლება, მაგრამ კიდეც რომ იყოს კლება, მე ამას ვერ დავარქმევ, რომ არის რაიმე პოზიტიური ტენდენცია. ვიდრე ერთი ადამიანი მაინც იქნება დაკავებული საკუთარ მიწა წყალზე, თუნდაც ტურისტები, კონკრეტულ ხეობაში, ეს იქნება უკანონობა და ეს აუცილებლად უნდა დასრულდეს ოკუპაციის სხვა მახინჯ პრაქტიკასთან ერთად“-ამბობს ქეთევან ციხელაშვილი.
ცნობისთვის, თრუსოს ხეობაში დაკარგული მოლაშქრეები ე.წ. საზღვრის უკანონო კვეთის ბრალდებით რუსმა სამხედროებმა 2 დღის წინ დააკავეს.
საკვანძო სიტყვები:
ჩემი თხოვნა პატრიარქთან შეხვედრის შესახებ უპასუხოდ დატოვა საპატრიარქომ, მიუხედავად იმისა, რომ იმ დროს მოქმედი პრეზიდენტი ვიყავი - სალომე ზურაბიშვილი
17 მარტი, 2026 , 17:31
მინდა პატრიარქს ჯანმრთელობა ვუსურვო, სახელმწიფო ყველაფერს გააკეთებს იმისათვის, რომ გაგრძელდეს მაქსიმალური ზრუნვა პატრიარქის ჯანმრთელობაზე - ირაკლი კობახიძე
17 მარტი, 2026 , 15:27
უწმინდესისა და უნეტარესის მდგომარეობა რთულია, იმედი უნდა ვიქონიოთ, რომ ყველაფერი კარგად იქნება და პატრიარქი გამოჯანმრთელდება - მიხეილ ყაველაშვილი
17 მარტი, 2026 , 12:56
საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ჰემადინამიკური მაჩვენებლები არასტაბილურია - კავკასიის მედიცინის ცენტრის ხელმძღვანელი
17 მარტი, 2026 , 11:24
ვითარება კვლავ რჩება ძალიან რთული, მეტად საყურადღებო, ყველაფერი კეთდება, რომ რაც შეიძლება სწრაფად აღდგეს პატრიარქის ჯანმრთელობისთვის აუცილებელი ყველა მნიშვნელოვანი პარამეტრი - მიხეილ სარჯველაძე
17 მარტი, 2026 , 10:50
თინა ხიდაშელმა გააკეთა განცხადება და ერთ დღეში სცადა მისი უარყოფა,ერთ დღეში როცა გიწევს საკუთარი ტყუილის უარყოფა, აქედან ჩანს,რომ შენ მიზანმიმართულად აზიანებ საქართველოს ეროვნულ ინტერესებს - ირაკლი კობახიძე
9 მარტი, 2026 , 15:42


