კომენტარი
ვგავარ იმ ადამიანს, რომ რაიმე მუქარის ეშინია, მით უმეტეს ასეთი კომკავშირული ტერმინებით რომ მესაუბრებიან? - ეკა ბესელია პარტიიდან მის შესაძლო გარიცხვაზე
ირაკლი კობახიძე რომ მოვიდა, ეს პოლიტიკური პარტია ჩემს ხელში, ჩემს თვალწინ შეიქმნა. ვისზე ვლაპარაკობთ ამ არასერიოზული ტერმინებით? - განუცხადა ჟურნალისტებს იურიდიულ საკითხთა კომიტეტის ყოფილმა თავმჯდომარემ, ეკა ბესელიამ პარტიიდან მისი შესაძლო გარიცხვის კომენტირებისას.
„მოდით თავი დავანებოთ ასეთი ტერმინებით ერთმანეთთან საუბარს. რასაც თვითონ კობახიძე უწოდებს გუნდურობას, რომ საჯაროდ არ უნდა დაუპირისპირდე კოლეგას, ეს მან პირველმა დაარღვია. მასთან ერთად, როგორც ჩანს, მისი თხოვნით და დავალებით იგივე გაიმეორა ოხანაშვილმა, კილაძემ, მდინარაძემ, კუჭავამ. ის, რაც მე ვთქვი ჩემი გადაწყვეტილების თაობაზე, მათ გააკრიტიკეს საჯაროდ“, - განაცხადა ბესელიამ.
კითხვაზე, აქვს თუ არა მას პარტიიდან გარიცხვის მოლოდინი, ბესელია აცხადებს, რომ უმჯობესი იქნება, მსჯელობის საგანი ისევ სასამართლო სისტემა იყოს.
„ასეთი არასერიოზული და მდაბიო ტერმინებით რომ არ ვილაპარაკოთ, სხვა ტერმინები არ არის ქართულ ლექსიკონში? უხერხულად ჩანს „გაირიცხება“, „გამოირიცხება“... სახელმწიფოებრივი მნიშვნელობის საკითხი დგას - როგორი მართლმსაჯულება ექნება ქვეყანას ხვალ და ზეგ. ირაკლი კობახიძე რომ მოვიდა, ეს პოლიტიკური პარტია ჩემს ხელში, ჩემს თვალწინ შეიქმნა, ვისზე ვლაპარაკობთ ამ არასერიოზული ტერმინებით? ეს სასაცილოა, უხერხულია, კომიკურ სიტუაციაში აყენებს ყველას. არ შეიძლება გამოუცდელობის გამო ასეთი ტერმინებით საუბარი. ვილაპარაკოთ სახელმწიფოებრივი მნიშვნელობის თემაზე, და არა ამ მუქარაზე. ვინ უნდა დამემუქროს? ვგავარ ახლა იმ ადამიანს, რომ რაიმე მუქარის ეშინია, მით უმეტეს ასეთი კომკავშირული ტერმინებით რომ მესაუბრებიან?“ - განაცხადა ბესელიამ.
საკვანძო სიტყვები:
ჩემი თხოვნა პატრიარქთან შეხვედრის შესახებ უპასუხოდ დატოვა საპატრიარქომ, მიუხედავად იმისა, რომ იმ დროს მოქმედი პრეზიდენტი ვიყავი - სალომე ზურაბიშვილი
17 მარტი, 2026 , 17:31
მინდა პატრიარქს ჯანმრთელობა ვუსურვო, სახელმწიფო ყველაფერს გააკეთებს იმისათვის, რომ გაგრძელდეს მაქსიმალური ზრუნვა პატრიარქის ჯანმრთელობაზე - ირაკლი კობახიძე
17 მარტი, 2026 , 15:27
უწმინდესისა და უნეტარესის მდგომარეობა რთულია, იმედი უნდა ვიქონიოთ, რომ ყველაფერი კარგად იქნება და პატრიარქი გამოჯანმრთელდება - მიხეილ ყაველაშვილი
17 მარტი, 2026 , 12:56
საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ჰემადინამიკური მაჩვენებლები არასტაბილურია - კავკასიის მედიცინის ცენტრის ხელმძღვანელი
17 მარტი, 2026 , 11:24
ვითარება კვლავ რჩება ძალიან რთული, მეტად საყურადღებო, ყველაფერი კეთდება, რომ რაც შეიძლება სწრაფად აღდგეს პატრიარქის ჯანმრთელობისთვის აუცილებელი ყველა მნიშვნელოვანი პარამეტრი - მიხეილ სარჯველაძე
17 მარტი, 2026 , 10:50
თინა ხიდაშელმა გააკეთა განცხადება და ერთ დღეში სცადა მისი უარყოფა,ერთ დღეში როცა გიწევს საკუთარი ტყუილის უარყოფა, აქედან ჩანს,რომ შენ მიზანმიმართულად აზიანებ საქართველოს ეროვნულ ინტერესებს - ირაკლი კობახიძე
9 მარტი, 2026 , 15:42


