კომენტარი
ვფიქრობდი, პრეზიდენტი უფრო მომზადებული იქნებოდა - კახა კალაძე
ვიცე-პრემიერი, ენერგეტიკის მინისტრი, კახი კალაძე მიიჩნევს, რომ პრეზიდენტ გიორგი მარგველაშვილის გამოსვლაში სიახლე არაფერი არ იყო.
“სიახლე არაფერი იყო, რასაც ყოველთვის ამბობს, ის მოვისმინეთ, თუმცა ვფიქრობდი, რომ ვინაიდან, პრეზიდენტი პარლამენტში მობრძანდებოდა, სადაც პრემიერ-მინისტრი, მთავრობა და დიპლომატიური კორპუსი იყო და სხვა სტუმრები, ის უფრო მომზადებული იქნებოდა, თემებს უფრო ჩაუღმავდებოდა კონკრეტულ მიმართულებებს და უფრო ობიექტური იქნებოდა, მაგრამ განსხვავებული გამოსვლა მოვისმინეთ, რაც მისი გადასაწყვეტი იყო. ის უფრო მომზადებული იქნებოდა”, - განაცხადა კახა კალაძემ.
კალაძის თქმით, განცხადებებს, რაც პრეზიდენტმა ეკონომიკასთან დაკავშირებით გააკეთა, არ ეთანხმება.
„ეკონომიკურ ნაწილში მის მოსაზრებას არ ვეთანხმები, რადგან მთავრობის მიერ წარმოდგენილი ყველა პროექტი, რომელიც საქართველოში ხორციელდება და ეს იქნება ინფრასტრუქტურა, ენერგეტიკა თუ სხვა მიმართულება, განპირობებულია იმით, რომ ქვეყანაში შეიქმნას სამუშაო ადგილები. ყველაზე დიდი მოთხოვნა და დიდი პრობლემა ზუსტად ამ მიმართულებითაა და ასეთი მასშტაბური პროექტებით არის შესაძლებელი ქვეყნის ეკონომიკური განვითარება, ეკონომიკური წინსვლა და შესაძლებელია ახალი სამუშაო ადგილების შექმნა, რაც ამ პროექტებით დადასტურდა. პრეზიდენტის გამოსვლაში იყო მიმართულებები, სადაც შეიძლება ითქვას, რომ მან მთავრობას კომპლიმენტებიც უთხრა, მაგრამ ყურადღება ეკონომიკურ ნაწილზე იყო გამახვილებული და მე მის მოსაზრებებს არ ვეთანხმები”, - განაცხადა კახა კალაძემ.
ნინო ექვთიმიშვილი
საკვანძო სიტყვები:
ჩემი თხოვნა პატრიარქთან შეხვედრის შესახებ უპასუხოდ დატოვა საპატრიარქომ, მიუხედავად იმისა, რომ იმ დროს მოქმედი პრეზიდენტი ვიყავი - სალომე ზურაბიშვილი
17 მარტი, 2026 , 17:31
მინდა პატრიარქს ჯანმრთელობა ვუსურვო, სახელმწიფო ყველაფერს გააკეთებს იმისათვის, რომ გაგრძელდეს მაქსიმალური ზრუნვა პატრიარქის ჯანმრთელობაზე - ირაკლი კობახიძე
17 მარტი, 2026 , 15:27
უწმინდესისა და უნეტარესის მდგომარეობა რთულია, იმედი უნდა ვიქონიოთ, რომ ყველაფერი კარგად იქნება და პატრიარქი გამოჯანმრთელდება - მიხეილ ყაველაშვილი
17 მარტი, 2026 , 12:56
საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ჰემადინამიკური მაჩვენებლები არასტაბილურია - კავკასიის მედიცინის ცენტრის ხელმძღვანელი
17 მარტი, 2026 , 11:24
ვითარება კვლავ რჩება ძალიან რთული, მეტად საყურადღებო, ყველაფერი კეთდება, რომ რაც შეიძლება სწრაფად აღდგეს პატრიარქის ჯანმრთელობისთვის აუცილებელი ყველა მნიშვნელოვანი პარამეტრი - მიხეილ სარჯველაძე
17 მარტი, 2026 , 10:50
თინა ხიდაშელმა გააკეთა განცხადება და ერთ დღეში სცადა მისი უარყოფა,ერთ დღეში როცა გიწევს საკუთარი ტყუილის უარყოფა, აქედან ჩანს,რომ შენ მიზანმიმართულად აზიანებ საქართველოს ეროვნულ ინტერესებს - ირაკლი კობახიძე
9 მარტი, 2026 , 15:42


